Connect with us

ყვავილები

ფანჩატური ეზოსა და აგარაკისთვის. 20 შესანიშნავი, ძალიან ლამაზი იდეა

ნებისმიერი, თუნდაც პატარა ფანჩატური ბაღის ნაკვეთის მთავარ ნაწილს წარმოადგენს. უნივერსალური კონსტრუქცია, რომელიც ნებისმიერი მასალისგან შეგიძლიათ ააშენოთ, დასასვენებლად, საზაფხულო სამზარეულოსა და მწვადების შესაწვავად შესანიშნავი ადგილი იქნება. თუ საქანელას ან ჰამაკს გაშლით, მეგობრებს დაპატიჟებთ და საყვარელ მუსიკას ჩართავთ, მაშინ ეს ადგილი სამოთხედ მოგეჩვენებათ.

ფანჩატური ბაღში

დღეს გთავაზობთ შთამაგონებელ იდეებს, რომლებიც საზაფხულო ოცნების ასრულებასა და საკუთარი ხელით ფანჩატურის აშენებაში დაგეხმარებათ.

თანამედროვე ფანჩატური ბაღისა და აგარაკისთვის

1. პატარა ნაკვეთზე შეგიძლიათ ფანჩატური და მაყალი გააერთიანოთ. წლის ცივ პერიოდში აქ გათბობას ყოველთვის შეძლებთ. ყურადღება მრავალწლოვან მცენარეებს მიაქციეთ, ისინი ნებისმიერ კონსტრუქციას დაამშვენებენ.

2. ლითონის ფანჩატური თვალში უშნოდ არ გვხვდება. ჰაეროვანი ლამაზმანი მოგიწოდებთ, რომ მის კედლებში ჩაი დალიოთ და ყვავილების სურნელი იყნოსოთ.

3. დიდ ბაღში შეგიძლიათ ხის ფანჩატური ააგოთ და ქოთნის ჩამოკიდებული ყვავილებით გააფორმოთ.

4. ძელის ფანჩატური დიდხანს გემსახურებათ. სიმარტივე და პრაქტიკულობა ერთად.

5. საზაფხულო სახლისთვის ბოძები შესანიშნავი საძირკველი იქნება. დიზაინი დასრულებული რომ გამოჩნდეს, ავეჯს და მწვანე მცენარეებს ყურადღება მიაქციეთ.

6. საინტერესო, ოდნავ ზღაპრული ვარიანტი – წნელის სახლუკა.

7. სახლი ეტლის სახით რომანტიული შეხვედრებისთვის!

8. კომფორტული საქანელა ჩვეულებრივი გრძელსკამის ნაცვლად – თეთრ ფერში საინტერესო ვარიანტია.

9. მინის კედლების მქონე ფანჩატური ბევრს არაპრაქტიკულად ეჩვენება. თუმცა ძალიან ლამაზი და მოდურია!

10. ფანჩატური მაყალთან ერთად უჩვეულო სახურავით.

11. აი, ასეთი უჩვეულო ჰამაკი ნებისმიერ ინტერიერს მოუხდება.

12. ფანჩატურის ერთ კედელში მაყალი და ღუმელია ჩაშენებული.

13. ფანჩატურის კიდევ ერთი მზა მაკეტი ბარის დახლით, ბუხარით და დასასვენებელი კუთხით.

14. ბაღის ნაწილის მთავარი ხიბლი დასასვენებელი კუთხით და მცირე ზომის ხელოვნური ტბით.

15. ფანჩატურში გამჭვირვალე კედლებს მკვრივი მეტალოპლასტმასის კონსტრუქციისგან აშენებენ. ძალიან თანამედროვედ გამოიყურება.

16. აი, ასეთი ღუმლის კომპლექსი შესაბოლი მოწყობილობით და მაყლით შეგიძლიათ საზაფხულო სახლთან ააშენოთ.

17. გამჭვირვალე სახურავი? რატომაც არა, ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში.

18. ყველაზე მარტივი და პრაქტიკული ფანჩატურის ვარიანტი.

19. თუ სული რაღაც უცნაურს გთხოვთ, ნახეთ შალეს სტილის ფანჩატური. მასში რბილი სახურავია გამოყენებული.

20. მცირე ნაკვეთი და შეზღუდული რესურსები საზაფხულო სახლზე უარის თქმის საფუძველი არაა. ფანჩატური საკუთარი ხელებით შეგიძლიათ ხელმისაწვდომი მასალებისგან დაამზადოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.