Connect with us

თავის მოვლა

სააფთიაქო ვიტამინები თმის ცვენის წინააღმდეგ, ცოცხალი ფესვის ზრდის სტიმულირების ხარჯზე

ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ვიტამინები აუცილებელია. სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტი ადამიანის გარეგნულ მხარეზე უარყოფითად მოქმედებს, მაგალითად, ფრჩხილებზე, კანსა და თმაზე. თმის სილამაზის, მბზინვარების და ჯანმრთელობის დაბრუნებას B ჯგუფის ვიტამინების დახმარებით შეძლებთ.

ვიტამინები თმისთვის ამპულებში

მათ შეძენას ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ და უფრო იაფი ღირს, ვიდრე ამავე ვიტამინებით სპეციალური პრეპარატები. სწორედ ამიტომ, სჯობს ბრენდში ფული არ გადაიხადოთ და ვიტამინების ხსნარი თავად მოამზადოთ.

ნიღბები, რომელთაც შეგიძლიათ B ჯგუფის ვიტამინები დაუმატოთ, საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია და თმის მოსავლელად ხშირად გამოიყენება. მათი გამოყენების დროს B ჯგუფის სხვადასხვა ვიტამინების შეუთავსებლობაც უნდა გაითვალისწინოთ. B6 და B12 ვიტამინები მორიგეობით სხვადასხვა ნიღბებში უნდა გამოიყენოთ.

სუპერ-ნიღაბი B ჯგუფის ვიტამინებით

ინგრედიენტები:

  • 1 ამპულა ვიტამინი B6 ან B12
  • 1 გრ ვიტამინი C
  • 2 ს/კ აბუსალათინის ზეთი
  • 2 ს/კ თაფლი
  • 2 ს/კ ნებისმიერი თმის ბალზამი

ყველა ინგრედიენტი აურიეთ. ნიღაბი თმაზე დაბანამდე 1 საათით ადრე წაისვით. თავიდან ძირებზე წაისვით, შემდეგ თანაბრად მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. თავზე საშხაპე ქუდი დაიხურეთ და პირსახოცით შეიფუთეთ. ეს ნიღაბი ბალზამის შემადგენლობის წყალობით ძალიან სწრაფად მოგშორდებათ.

ამავე მეთოდით B ჯგუფის ვიტამინები შეგიძლიათ ნებისმიერ შამპუნს და ბალზამს დაუმატოთ. კონკრეტული დოზირება არ არის, მაგრამ ჩვეულებრივ თავის დასაბანად 1 ამპულა კონკრეტულ ვიტამინს იყენებენ.

რედაქციის რჩევა

B ჯგუფის ვიტამინებით უზრუნველყოფის დროს უნდა გახსოვდეთ მთავარი წესი: თმა ვიტამინების დიდ ნაწილს სისხლიდან და საჭმლის მომნელებელი ორგანოებიდან ღებულობს და მხოლოდ მცირე რაოდენობით შამპუნების, ნიღბებისა და გელების დახმარებით.

თუ B ჯგუფის ვიტამინის დეფიციტი გაქვთ, პირველ რიგში, რაციონს გადახედეთ, რომ ორგანიზმმა ვიტამინები ნატურალური სახით მიიღოს.

თაფლის ნიღაბი თმის ძლიერი ცვენის დროს

ამ ნიღბის ერთჯერადი გამოყენაბაც კი შესანიშნავ შედეგს იძლევა! თმის ცვენის, სიმშრალის დროს დაგეხმარებათ. კვირაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროთ. ძლიერი თმის ცვენის დროს (დღეში 100 ღერზე მეტი) კვირაში 2-ჯერ გაიკეთეთ, სანამ შედეგი შესამჩნევი არ იქნება.

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხის გული (აუცილებელია)
  • 1 ს/კ თაფლი  (აუცილებელია)
  • 1 ს/კ ზეითუნის ან ნებისმიერი თმის ზეთი (შეგიძლიათ ბირკავას ზეთი გამოიყენოთ)
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი ((აუცილებელია, თუ ზეთს იყენებთ)
  • 1 ს/კ იოგურტი ან კეფირი, შეგიძლიათ მაიონეზი (არ შეგეშინდეთ)
  • 1 ს/კ ნებისმიერი კოსმეტიკა
  • 1 კბილი ნიორი

ინგრედიენტები აურიეთ და თმაზე წაისვით. ზემოდან საშხაპე ქუდი ან პარკი ჩამოიცვით და პირსახოცით შეიფუთეთ. 45 წუთით გაიჩერეთ (სასურველია მაქსიმუმ 2 საათით. შემდეგ 300 – 500 მლ ცივი (დაახლოებით 30 გრადუსით) საკვები წყლისა და 1/8 ლიმონის წვენის ნარევით ჩამოიბანეთ.

გირჩევთ ყოველი თავის დაბანა ამ ნარევით დაასრულოთ, ეს თმის ბოლქვებს დახურავს, თმას უფრო გლუვს, დამჯერს, მბზინვარეს და ხავერდოვანს გახდის, ამასთან ბალზამის გამოყენება არც დაგჭირდებათ.

რედაქციის რჩევა

თმის ცვენამ სერიოზულად უნდა შეგაშფოთოთ, თუ დღეში 70-100 ღერზე მეტ თმას კარგავთ. ამ შემთხვევაში სასურველია ექიმი დერმატო-ტრიქოლოგს ეწვიოთ.

ძლიერი რეცეპტი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ – დროში გამოცდილი

ნიღბებში დამატებული კონიაკი თმის ზრდას ხელს უწყობს და კარგად კვებავს. მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ კონიაკი საკმაოდ დიდი რაოდენობით ტანინებს, მჟავებს და სხვა სასარგებლო ნაერთებს შეიცავს. გარდა ამისა, კონიაკი ცხიმიან ბზინვარებას აქრობს.

კონიაკის ნიღაბი ნებისმიერს გამოადგება, მაგრამ თუ თმა სიმშრალისკენ არის მიდრეკილი, კონიაკის რაოდენობა სხვა ინგრედიენტებზე ნაკლები უნდა იყოს.

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ თაფლი
  • 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი
  • 1 ს/კ კონიაკი
  • 1 კვერცხის გული

ყველა ინგრედიენტები აურიეთ და თმის ძირებში 5 წუთით შეიზილეთ. საშხაპე ქუდი დაიხურეთ და პირსახოცით შეიფუთეთ. 2-3 საათით გაიჩერეთ, შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. ნიღაბი კვირაში 2-ჯერ გაიკეთეთ. უკვე 3-4 პროცედურის შემდეგ შედეგს დაინახავთ.

კაკაოს ნიღაბი თმის მოცულობის გასაზრდელად

კაკაოზე დაფუძნებული ნიღაბი თმას არა მხოლოდ მოცულობას მატებს, არამედ მის სტრუქტურას აღადგენს, არბილებს და ბზინვარებას მატებს.

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 0,25 ჭიქა რძე
  • 2 ს/კ კონიაკი
  • 1 კვერცხის გული

კაკაოს ფხვნილს რძე დაასხით, დაბალ ცეცხლზე დადგით და კაკაოს სრულ გადნობას დაელოდეთ. ამის შემდეგ კვერცხის გული და კონიაკი დაუმატეთ. აურიეთ და ნიღაბი სუფთა თმაზე წაისვით. ნიღაბი 1 საათით გაიჩერეთ და კარგად ჩამოიბანეთ

თმის ნიღაბი მდოგვით

ნიღაბი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, თმის მძინარე ფოლიკულებს აღადგენს, კარგად კვებავს და აძლიერებს. ეს სახლის ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის განსაკუთრებით რეკომენდებულია. მგრძნობიარე კანს შეიძლება არ მოუხდეს. ასევე დაზიანებული ან გაღიზიანებული კანის დროს გამოიყენება.

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ მდოგვის ფხვნილი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 კვერცხის გული
  • 1-2 ჩ/კ თაფლი

2 ს/კ მდოგვის ფხვნილი ცხელ წყალში გახსენით, კვერცხის გული, ზეითუნის ზეთი და 1-2 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. მიღებული ნარევი თმის ძირებში წაისვით და მინიმუმ 15 წუთით გაიჩერეთ. იდეალური იქნება თუ 30-45 წუთით გაიჩერებთ.

თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.