კულინარია
ამ მოცულობითი და გემრიელი ღვეზელებით არ გასუქდებით. ძალიან გემრიელი და უსაფრთხოა
თუ მაცივარში ერთი ჭიქა კეფირი დაგრჩათ, ნუ გადაასხამთ! ჩვენ შეგაშველებთ უგემრიელესი ღვეზელების რეცეპტს.
კიდევ ერთი შესანიშნავი სიახლე: საფუარი არ დაგვჭირდება. ღვეზელის მომზადების პროცესი იმდენად სწრაფი და მარტივია, რომ საფუარიანი ცომის შესახებ საბოლოოდ დაივიწყებთ!
სწრაფი ღვეზელები კეფირზე
ინგრედიენტები ცომისთვის
- 1 ჭიქა კეფირი
- 4 ჭიქა ფქვილი
- 2 კვერვცი
- 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 2 ჩ.კ. შაქარი
- 1 ჩ.კ. მარილი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 0.5 კგ ქათმის ფარში
- 1/4 ჩ.კ. შავი პილპილი
- 1 ჩ.კ. მარილი
მომზადება
1. ჯერ მოამზადეთ შიგთავსი: მზა ფარშს დაუმატეთ პილპილი და მარილი.
2. ღრმა ჭურჭელში შეურიეთ კეფირი და სოდა. როგორც კი ქაფი გაქრება, დაუმატეთ მარილი, შაქარი, ზეთი და კვერცხი. ათვიფეთ ყველაფერი.
3. თანდათან დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ჰაეროვანი ცომი. იგი მზად იქნება, როცა ხელებზე აღარ მოგეკრობათ.
4. დაყავით ცომი მცირე ნაჭრებად და გააბრტყელეთ.
5. მოათავსეთ თითოეულ ფირფიტაზე შიგთავსი და ფრთხილად შეაერთეთ ღვეზელის კუთხეები. შეწვით ზეთზე სასურველი ფერის მიღებამდე.
ცხელი ხორცის ღვეზელები მზადაა. გემრიელად მიირთვით!