კულინარია
ბრინჯი, რომელსაც მაღაზიაში ყიდულობთ, არც ისე მცირე რაოდენობის დარიშხანს შეიცავს. ასე შეძლებთ თავის დაზღვევას
ათეულობით ათასი მზარეული და კულინარიის მცოდნეები შეცდომაში შედიან, როცა ბრინჯს ამზადებენ. ასე თვლიან მეცნიერები: ჩვენ ყველა ბრინჯს არასწორად ვამზადებთ და საკუთარ ჯანმრთელობას და კარგ განწყობას საფრთხის წინაშე ვაყენებთ. ნებისმიერი ბრინჯი დარიშხანს შეიცავს! ამ ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს, რამაც აჟიოტაჟი უკვე გამოიწვია.
დარიშხანის ნარჩენები ბრინჯში რჩება. საკვებ პროდუქტზე სამრეწველო სასუქებიდან და პესტიციდებიდან ხვდება, რომელთაც ბრინჯის პლანტაციების მოსავლელად იყენებენ. ბრინჯი ცნობილი შთანმთქმელია, რომელიც ტოქსინებს გამოდევნის და ორგანიზმს წმენდს. ზუსტად ასევე ბრინჯი იწოვს ყველაფერს, რაც ნიადაგში არსებობს.
ასევე დარიშხანს გამოყოფს კონტეინერები და ჭურჭლები, რომელთაც ბრინჯის ტრანსპორტირებისთვის იყენებენ, რომ თაგვმა ბრინჯი არ შეჭამოს. ბრინჯი, როგორც მინიმუმ, გამდინარე წყალში უნდა გარეცხოთ, სანამ თეთრი ფქვილი მთლიანად არ მოშორდება.
რამდენია ბრინჯში დარიშხანის ნორმა? ეს უცნაურად მოგეჩვენებათ, რა ნორმაზე არის საუბარი? დარიშხანმა ადამიანის ორგანიზმში შეიძლება სერიოზული დარღვევები გამოიწვიოს, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადების, თირკმლის უკმარისობის, სიმსივნის და დიაბეტის განვითარების რისკი იზრდება. კარგი ამბავი ისაა, რომ ბრინჯიდან ქიმიური ნივთიერების მოშორება და მოწამვლის რისკის შემცირება შეიძლება, თუ მას სწორად მოვამზადებთ!
როგორ მოვხარშოთ ბრინჯი სწორად
იაპონელები და ჩინელები მოხარშვის წინ ბრინჯს 7-ჯერ, ცივ წყალში რეცხავენ. რომ თითოეულ მარცვალს ნებისმიერი საეჭვო ნივთიერება მოაშორონ. ეს მეთოდი შეგიძლიათ მაშინ გამოიყენოთ, როცა კერძის სწრაფად მომზადება გჭირდებათ. ღამით წყალში დალბობილ ბრინჯში დარიშხინის კონცენტრაცია 80%-ით მცირდება, ხოლო პროდუქტი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ხდება. სჯობს თავი დაიზღვიოთ, არა?
გარდა ამისა, დალბობილი ბრინჯს კიდევ ერთი უდაო უპირატესობა აქვს. ის სწრაფად იხარშება, რადგან ღამით ცოტა წყლის შეწოვა უკვე მოასწრო. წინასწარ დალბობილი ბრინჯი 13 წუთში იხარშება! ასეთ ბრინჯს კარგი გემო აქვს და თავისი სტრუქტურით გაგაოცებთ.
აი, როგორ უნდა მოხარშოთ ბრინჯი წყალზე, რომ დარიშხანის და სხვა ქიმიური ნივთიერებების მოქმედება გაანეიტრალოთ.
ბრინჯის მომზადების სწორი მეთოდი (დარიშხანის მოსაშორებლად)
- 1 ნაწილი მშრალი ბრინჯი და 5 ნაწილი წყალი აიღეთ.
- ბრინჯს წყალი დაასხით და მთელი ღამე გააჩერეთ.
- დილით ბრინჯი რამდენჯერმე გარეცხეთ, სანამ წყალი სრულად გამჭვირვალე არ გახდება.
- ბრინჯი ქაღალდის ან ქსოვილის პირსახოცის დახმარებით გაამშრალეთ.
- 1 ნაწილი ბრინჯი და 1,5 ნაწილი წყალი აიღე. სჯობს მარცვალს თბილი წყალი დაასხათ.
- მწიკვი მარილი მოაყარეთ. მარილი ბრინჯის გემოს აუმჯობესებს.
- ბრინჯი ადუღებამდე მიიყვანეთ და ცეცხლი მინიმუმამდე შეამცირეთ. ქვაბს თავსახური დააფარეთ.
- ბრინჯი დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10-15 წუთით ხარშეთ. თავსახური არავითარ შემთხვევაში არ ახადოთ! გახსოვდეთ: თავსახური ახადეთ – ბრინჯი გააფუჭეთ!
- ძალიან გემრიელი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ბრინჯი მზადაა!
გთავაზობთ ძალიან გემრიელი ფლავის რეცეპტს, რომელიც აზერბაიჯანიდან გამოგვიგზავნეს. აქ მცირე განსხვავება არსებობს: ბრინჯს მარილიან წყალში ალბობენ, რაც ასევე ძალიან სასარგებლოა. ბრინჯი გემრიელი და თეთრი გამოდის. გარდა ამისა, მარილიანი წყალი ნებისმიერ უსიამოვნო სუნს აქრობს! სამწუხაროდ, ზოგიერთი კომპანიის გამოშვებული ბრინჯის მარცვლეული იმედს გვიცრუებს. მომზადებულ ბრინჯს შმორის სუნი აქვს, თითქოსდა იქ თაგვები ცხოვრობდნენ.
„აზერბაიჯანშიც ბრინჯს ამ მეთოდით ვხარშავთ. ჩემი ბებია და დედა ბრინჯს ღამით მარილიან წყალში ალბობს, რომ ხარშვის დროს ბრინჯი არ ჩაიშალოს და ხარშვის დროსაც მარილიან წყალს იყენებენ ისე, როგორც მაკარონის დროს. ბრინჯის წყლის გადასხმის შემდეგ, ნახევრად მზა ბრინჯს საჭირო რაოდენობის სანელებლებს და ზეთს ვუმატებთ და დაბალ ცეცხლზე ვდგამთ.
გემოთი ფლავი უზბეკური, თურქული და ავღანური ფლავისგან განსხვავდება. სხვათა შორის, ირანში ისე ამზადებენ, როგორც ჩვენთან. ბრინჯის შეუცვლელ ინგრედიენტს ზაფრანა წარმოადგენს.“ – აი, როგორ უნდა მოხარშოთ ბრინჯი, რომ არ ჩაიშალოს.
ბრინჯის მომზადების სხვა, უფრო საინტერესო მეთოდებიც არსებობს, რომლებიც ჩემთვის აღმოჩენა გახდა. მაგალითად, რძეზე მომზადებული ბრინჯი კარაქთან და ბევრ ილთან ერთად. ბრინჯი წინასწარ ღამით უნდა დაალბოთ. მარცვლეულს რძე უნდა დაასხათ და დაბალ ცეცხლზე ილთან ერთად ხანგრძლივი დროით ხარშოთ. გემოვნებით შაქარი შეგიძლიათ დაუმატოთ. უჩვეულოდ არომატულ, პუდინგის მსგავსს ფაფას მიიღებთ!
კიდევ ერთი უზბეკური რეცეპტი – ბრინჯი მანგის ლობიოსთან ერთად. მანგის ლობიო წვრილი მწვანე ბარდაა, რომელსაც კაკლის არომატი აქვს და ბრინჯთან კომბინაციაში სრულად იხსნება. ბრინჯი მანგის ლობიოსთან ერთად ღამით უნდა დაალბოთ, შემდეგ წყალში დაბალ ცეცხლზე უნდა მოხარშოთ. ძალიან ნოყიერ და სასარგებლო კერძს მიიღებთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.