Connect with us

ჯანმრთელობა

თუ თქვენთვის საკუთარი ფიგურა და ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, არასდროს მიირთვათ ეს 8 პროდუქტი ღამით

არსებობს მოსაზრება, რომ ღამის საათებში ჭამა საერთოდ არ შეიძლება. რამდენად შეესაბამება ეს პოპულარული მოსაზრება სიმართლეს? როგორ მოვიქცეთ, თუ სამსახურში მთელ დღეს ვატარებთ და შინ გვიან ვბრუნდებით, თანაც შიმშილის შეგრძნება მოსვენებას არ გვაძლევს, ან უკვე საღამოს 9 საათია, ძალიან გვშია და გვიანობამდე არაერთი საქმე გვაქვს მოსასწრები? ასე თუ ისე, კუჭი ყოველთვის გვიგზავნის კონკრეტულ სიგნალებს, რომ საკვების მიღებისა და ორგანიზმის საჭირო ენერგიით მომარაგების დროა.

ოპტიმალური ვარიანტი ასეთ შემთხვევებში დაძინებამდე 3 საათით ადრე ვახშმობაა. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის და შიმშილის შეგრძნებას ვერაფერს უხერხებთ, აუცილებლად წაიხემსეთ. მშიერი, ისევე როგორც გამოვსებული კუჭით დაძინება – სახიფათო და საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მთავარია, არ დაუშვათ ისეთი შეცდომები, რომლებიც ჯანმრთელობის ფასად შეიძლება დაგვიჯდეს. მოდით, გავერკვიოთ, თუ რომელი პროდუქტების მიღებისგან უნდა შევიკავოთ თავი ღამის საათებში.

პროდუქტები, რომლებიც არ უნდა მიირთვათ ღამის საათებში

1. ხორცი (საქონლის, ღორის, ფრინველის), თევზი, კვერცხი

ცხოველური წარმოშობის ცილოვან საკვებს კუჭში გადასამუშავებლად საკმაოდ დიდი დრო სჭირდება – 4-დან 6 საათამდე. საკვების ნარჩენები, რომელთა სწრაფად გადამუშავება ვერ ხერხდება და ღამით კუჭში რჩება, ხრწნას იწყებს, რის შედეგადაც სისხლში ტოქსინები ხვდება, გვიუარესდება განწყობა და თავს იჩენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები.

2. ნებისმიერი სახის მარცვლეული

მარცვლეული (მაგ: ლობიო, ბარდა, ოსპი) დაბალი გლიკემიური ინდექსით გამოირჩევა, ანუ ისინი საკმაოდ ნელა გადამუშავდება. გარდა ამისა, ღამის საათებში სხვადასხვა სახის მარცვლეულის მირთმევამ შეიძლება მიგვიყვანოს მუცლის შებერილობამდე და ნაწლავებში ჭარბი რაოდენობით გაზების ფორმირებამდე.

3. ჩაი, ყავა, კოლა, შოკოლადი

კოფეინი, რომელთაც ეს პროდუქტები შეიცავს, სტიმულირებს ცენტრული ნერვული სისტემის მუშაობას. ეს ნიშნავს, რომ ღამის საათებში ჩამოთვლილი პროდუქტების მირთმევის შემდეგ ძილთან დაკავშირებული პრობლემები გარანტირებულია. ძილის დარღვევა, რა თქმა უნდა, უარყოფითად ისახება ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზეც: სუსტდება იმუნიტეტი, ვიმატებთ წონას და ა.შ. მაქსიმალურად მოერიდეთ დაძინებს წინ კოფეინის შემცველი პროდუქტების მირთმევას.

4. პოპკორნი, ჩიფსი, კრეკერები, სუხარიკები

ყველამ ისედაც კარგად ვიცით, რომ მოცემული პროდუქტები საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ მათ ღამის საათებში მივირთმევთ. მათი გადამუშავების ხარისხის, ქიმიური ნივთიერებების შემცველობისა და კალორიულობის გათვალისწინებით, ჩამოთვლილი პროდუქტები აუცილებლად შავ სიაში უნდა მოვახვედროთ. თუ ასე არ მოიქცევით, ზედმეტი კილოგრამების მატება, ფიგურისა და ჯანმრთელობიის დაზიანება გარდაუვალი იქნება.

5. პური, ფუნთუშები, ორცხობილები (ფქვილის ნაწარმი)

პური და სხვა ნებისმიერი ფქვილის ნაწარმი საკმაოდ სწრაფად გადამუშავდება, თუმცა მათი მირთმევის შემდეგ სისხლში შაქრის დონე საგრძნობლად იმატებს. თუ საკუთარი გარეგნობა და ჯანმრთელობა თქვენთვის მნიშვნელოვანია, ძილის წინ არავითარ შემთხვევაში მიირთვათ ჩამოთვლილი პროდუქტები.

6. თხილეული და ჩირები

ეჭვგარეშეა, თხილეული და სხვადასხვა ხილის ჩირები ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა არსებობს ერთი ნიუანსი. 100 გრამი თხილეული შეიცავს ადამიანის დღიური რაციონის კალორაჟის ნორმის დაახლოებით ნახევარს. რაც შეეხება ხილის ჩირებს, ისინი ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, რაც საზიანოა ჩვენი ფიგურისთვის.

7. ალკოჰოლური სასმელები

არ აქვს მნიშვნელობა, ძლიერ თუ მსუბუქ ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევთ, ყველა მათგანი საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თუ ალკოჰოლს ღამის საათებში მიირთმევთ, მართალია, სწრაფად ჩაგეძინებათ, თუმცა ორგანიზმი ვერ მოახერხებს მისთვის ასე საჭირო და აუცილებელ ხარისხიან დასვენებას. სპირტის შემცველ სასმელებს უარყოფითი გავლენა აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ალკოჰოლის მავნე ზეგავლენა რომ შევამციროთ, საჭიროა არა ძილი, არამედ ინტენსიურად მოძრაობა.

8. ხახვი, ნიორი, სანელებლები

ყველა ცხარე პროდუქტი (წიწაკა, ჯანაჯფილი, ნიორი, ხახვი) აჩქარებს სისხლის მიმოქცევას, რაც განაპირობებს მადის სტიმულირებას. თუ ჩამოთვლილ პროდუქტებს მიირთმევთ, დარწმუნებული იყავით, რომ დაახლოებით 2 საათში ისევ მოგშივდებათ. ასევე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ზედმეტად ცხარე და მარილიანი პროდუქტები განაპირობებს ორგანიზმში სითხის დაგროვებას, რასაც შეშუპებამდე მივყავართ.

თუ თქვენთვის საკუთარი ფიგურა და ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია და არასდროს მიირთვათ ჩამოთვლილი პროდუქტები ღამის საათებში.

მოგეწონათ სტატია? მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.