თავის მოვლა
ბალახი, რომელიც ცხიმს წვავს, ამხნევებს გონებასა და სხეულს, კვეთს წელს და მუცლიდან ცხიმებს გვაშორებს
როზმარინის ბალახი მარადმწვანე ბუჩქია, რომელიც დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის კლდოვან სანაპიროებზე იზრდება. ანტიკურ ხანაში მას ჯადოსნურ თვისებებს მიაწერდნენ, რომელსაც ადამიანისთვის ბედნიერება მოჰქონდა და ღამის კოშმარებისგან იცავდა. შექსპირის დროს პატარძლებს როზმარინით რთავდნენ და იყენებდნენ, როგორ მუდმივობის, ერთგულების, ძლიერი სიყვარულის და ერთგულების სიმბოლოს. „ჰამლეტის“ ერთ-ერთ სცენაში ოფელია ძმარს როზმარინის გვირგვინს სთავაზობს, რომ მისი სული და მამის ხსოვნა გააღრმავოს.
ახალი, მწარე როზმარინის არომატი ჰგავს ლიმონის, ფიჭვის, ქაფურის და ევკალიპტის სუნს. სურნელოვანმა მცენარემ შუა საუკუნეების პარფიუმერებს „უნგრეთის დედოფლის წყლის“ (ისტორიაში პირველი სპირტის შემცველი სუნამო) შექმნა შთააგონა. სუნამო უნგრეთის ხანდაზმულ დედოფალს ელიზაბეტს მიართვეს, რომელსაც პოდაგრა და რევმატიზმი აწუხებდა.
როზმარინის წყლის ეფექტი წარმოუდგენელი იყო: დედოფალმა არა მხოლოდ დაავადება მოიშორა, არამედ მოულოდნელად გაახალგაზრდავდა, 72 წლის ასაკში პოლონელი მეფის გული დაიპყრო! როზმარინის სასწაულებრივ თვისებებსა და სარგებელზე არაერთხელ დაიწერა. დღეს გიამბობთ, მისი დახმარებით ნივთიერებათა ცვლა როგორ გააუმჯობესოთ, რომ ჭარბი წონა სწრაფად მოიშოროთ.
როგორ გამოვიყენოთ როზმარინი გასახდომად
1 ღერო ახალი როზმარინი (10 გრ) მხოლოდ 13 კალორიას შეიცავს. ეს მინიმალური რაოდენობა ნებისმიერ კერძში სანელებლის სახით თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ. 100 გრ მწვანე ფოთლები ზრდასრული ადამიანისთვის აუცილებელი რკინის დღიური ნორმის ნახევარს შეიცავს.
წიწვოვანი ბალახი მძიმე და ცხიმიანი საკვების გადამუშავებაში დაგეხმარებათ, ამიტომ ხორცთან ერთად მისი მიღება სასარგებლოა. ნივთიერებათა ცვლასა და ცხიმის წვის პროცესზე გავლენის წყალობით შეგიძლიათ საკვებში შეუზღუდავად მიიღოთ. მცენარის ეთერზეთი გაღიზიანებას მოგიხსნით, ამიტომ მავნე ტკბილეულით „სტრესის“ ჩახშობის სურვილი ნაკლებად გაგიჩნდებათ.
როზმარინის დახმარებით სწრაფად რომ დაიკლოთ, საკვებში სანელებლის სახით მისი გამოყენება საკმარისი არაა. სჯობს სპეციალური ცხიმის მწველი სასმელი მოამზადოთ. როზმარინის ჩაი არა მხოლოდ წელის და თეძოს გარშემო სანტიმეტრებს შეამცირებს, არამედ გაგამხნევებთ, დაღლილობას მოგიხსნით, ლიმფების მოძრაობას დააჩქარებს და ცელულიტის გაჩენას შეამცირებს.
როზმარინის ნაყენი გასახდომად
გამომშრალი როზმარინი ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს, თუმცა ახალი ფოთლები უფრო სუფთა და მკაფიო არომატს იძლევა. მთელი ღერო და ფოთლები გამოიყენეთ. ცაცხვის ყვავილებთან ერთად ნამდვილ სასწაულს ახდენს. ასეთი სასმელი ორგანიზმს გაახალგაზრდავებს და კანის მდგომარეობას გააუმჯობესებს.
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ გამომშრალი ან ახალი როზმარინი
- 1 ს/კ ცაცხვის მშრალი ყვავილები
- 400 მლ მდუღარე წყალი
მომზადება:
- მცენარე ჩაის ასადუღებელ ჭურჭელში მოათავსეთ და ცხელი წყალი (90 გრადუსი) დაასხით.
- პირსახოცი დააფარეთ და მთელი ღამე დააყენეთ.
- დილით გადაწურეთ და სითხე სამ მიღებაზე გადაანაწილეთ.
- ნაყენი ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ. კურსის ხანგრძლივობა – 21 დრეს. ამის შემდეგ 3 კვირა შეისვენეთ.
თუ დაყენება და ლოდინი არ გსურთ, შეგიძლიათ როზმარინი ყავას, შავ და მწვანე ჩაის დაუმატოთ. პროპორცია – 0,5 ჩ/კ მცენარე 1 ჭიქა სითხეზე. გახსოვდეთ, რომ როზმარინის სასმელი გაგამხნევებთ, ამიტომ ღამით მის დალევას მოერიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაძინება გაგიჭირდებათ.
როზმარინის ეთერზეთი გასახდომად
თუ როზმარინის ახალ ფოთლებს გასრესთ, მისგან წებოვანი შემადგენლობა გამოვა – ეს არის როზმარინის ზეთი. კანზე წასმის დროს ხსნის ანთებას, სისხლის მიმოქცევას აძლიერებს, სითხის შეკავებას ამცირებს და ფორებს აფართოებს, ხოლო კარნოსოლის მჟავა კანის დაბერებას აფერხებს. სწორედ ამიტომ ზეთს ცელულიტის საწინააღმდეგოდ იყენებენ.
როზმარინის ეთერზეთით მასაჟი და კომპრესი ძალიან სასარგებლოა. 7 წვეთი ეთერზეთი 2 ს/კ საბაზო ზეთს (კაკაო, ქოქოსი, ზეითუნი, ყურძნის კურკა) და 7 წვეთ ლიმონის წვენს აურიეთ. ნარევი პრობლემურ ადგილებში შეიზილეთ, საკვები ცელოფანი დააფარეთ და თბილი სახვევით შეიფუთეთ. 1 საათის შემდეგ შხაპი მიიღეთ და საშუალება ჩამოიბანეთ.
როზმარინის ზეთით შეგიძლიათ სხეულის კრემები და ლოსიონები გაამდიდროთ, უბრალოდ 3-5 წვეთი დაუმატეთ. როზმარინის არომატის შესუნთქვა ტვინის ცენტრს ააქტიურებს, რომელიც დანაყრებაზე არის პასუხისმგებელი, ამიტომ შიმშილის გრძნობა მცირდება.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.
მზია
May 7, 2019 at 9:40 am
გამარჯობა, მაქვს ნერვოზი და ხომ ვერ მეტყვით ამ შემთხვევაში როგორ იმოქმედებს თუ გასახდომად მოვიხმარ როზმარინს?