კულინარია
ვაშლის დამჟავების ყველაზე მარტივი რეცეპტი! მოიმარჯვეთ ქილები და გააკეთეთ სულ რამდენიმე მოძრაობა
ჩემს ოჯახში ვაშლის მწნილის მომზადება ტრადიციად იქცა. საქმე ისაა, რომ იგი ოჯახის ყველა წევრს მოგვწონს გემოთი და კიდევ იმითაც, რომ ეს ოსტეოპოროზისა და სხვადასხვა ინფექციის საუკეთესო პროფილაქტიკაა. ეს ყველაფერი ვაშლის მწნილში დიდი რაოდენობით კალციუმისა და ასკორბინის მჟავის შემცველობის დამსახურებაა.
ასეთი ხილით პირის ჩატკბარუნება კარგია საკვების მიღებამდე, რამდენადაც იგი აღვიძებს მადას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
მთავარი კი ისაა, რომ ვაშლის მწნილის მომზადების პროცესს დიდი დრო და ენერგია არ სჭირდება. გიზიარებთ რეცეპტს.
ვაშლის მწნილი
ინგრედიენტები
- 2 კგ მცირე ზომის ვაშლები
- 3 ლ წყალი
- 150 გ შაქარი
- 150 გ თაფლი
- 2 ს.კ. მარილი
- ვაზისა და მოცხარის ფოთლები
მომზადება
1. კარგად გარეცხეთ ვაშლები და ჩაალაგეთ მოზრდილ ემალის ჭურჭელში.
2. ქვაბში შეურიეთ მარილი, შაქარი და თაფლი წყალს, აადუღეთ და ხარშეთ. აიღეთ ცეცხლიდან და მაშინვე დაასხით ვაშლებს.
3. დაუმატეთ ვაზისა და მოცხარის ფოთლები.
4. ზემოდან დაადეთ თეფში და რამე მძიმე ნივთი. გააჩერეთ ვაშლები ასე 2 კვირით, ოთახის ტემპერატურაზე, ფერმენტირებისთვის.
5. ბოლო ეტაპია ვაშლების გადალაგება სტერილიზებულ ქილაში და გაწურული მარინადის დასხმა.
ასეთი ვაშლი რამდენიმე თვეობით ინახება, ამიტომ მისი მომზადება დიდი რაოდენობით შეგიძლიათ, არ გაფუჭდება.
გემრიელად მიირთვით და არ დაგავიწყდეთ რეცეპტის გაზიარება ვაშლის მოყვარულებისთვის.