Connect with us

ყვავილები

ამ მეთოდით ხახვი, სტაფილო და ბოლოკი ზუსტად 1 კვირაში აღმოცენდება. გაანაყოფიერეთ მიწის ნაკვეთი მარტივად

ვის არ უყვარს დილის დაწყება ომლეტით ან კვერცხის თვლებით? მსგავსი საუზმის მოყვარულები მუდმივად ყიდულობენ კვერცხს შეკვრებით, შეფუთვას კი სანაგვეზე მოისვრიან.

აღმოჩნდა, რომ ამ შეფუთვას აგარაკზე ძალიან დიდი ფუნქცია აკისრია. გამოცდილი მებაღეები მას სანაგვეზე არ მოისვრიან – კარგი მოსავლის მოსაყვანად იყენებენ.

ჩვენ გაგიზიარებთ მარტივ ხრიკს, რომლითაც გამოცდილი და მოხერხებული მებაღეები სარგებლობენ. იმისათვის, რომ ხახვის, სტაფილოს, ნივრისა და ბოლოკის ნარგავები წესრიგში იყოს, გამოიყენეთ ჩვენი რჩევა.

ბოსტნეულის დათესვა

ნიადაგის მომზადება დასარგავად საკმაოდ საპასუხისმგებლო და შრომატევადი საქმეა, რადგან ამ სამუშაოს შესრულების ხარისხზეა დამოკიდებული სამომავლო მოსავალი. ყველა მებაღეს ხომ ის უნდა, რომ მისი ბაღი გამოიყურებოდეს ისე, როგორც ფოტოებშია: ლამაზი, სწორ ხაზად ჩამწკრივებული, უხვი მოსავლით.

როცა ნიადაგი დასარგავად მზად იქნება, დროა მომავალი ნერგებისთვის თხრილების მომზადებისა. რაოდენ დიდი შვება იქნება მებაღისთვის, თუ იარსებებს საშუალება, რომელიც ამ დამღლელ და მოსაბეზრებელ საქმიანობას გაუმარტივებს. საბედნიეროდ, არსებობს მარტივი ხერხი, რომლის შესასრულებლადაც კვერცხის მუყაოს შეფუთვა გჭირდებათ.

ყველაფერი გენიალური – მარტივია! იმისათვის, რომ თხრილების სათითაოდ გაკეთებაში დიდი დრო არ დაგეხარჯოთ, აიღეთ კვერცხის შეფუთვა, დაადეთ ნიადაგს და დააჭირეთ, რათა მასში ჩაღრმავებები გაჩნდეს. გაიმეორეთ ასეთი ხრიკი მთელ სიგრძეზე, სადაც ნარგავების მოწყობა გსურთ.

მხოლოდ თესლის ჩაყრა და ნერგების ამოსვლისთვის ლოდინიღა დაგრჩენიათ. ალბათ, თხრილების გასაკეთებლად ამაზე უფრო მარტივი საშუალება არ არსებობს.

თუმცა, კვერცხის შეფუთვის გამოყენება მხოლოდ ამ გზით კი არაა შესაძლებელი. გთავაზობთ კიდევ რამდენიმე მარტივ, თუმცა სასარგებლო ვარიანტს.

1. კონტეინერი ნერგებისთვის

კვერცხის შეფუთვები იდეალური ჭურჭელია ნერგებისთვის. პირველ რიგში, ის მცირე ადგილს იკავებს და ნებისმიერ ადგილას შეიძლება მისი მოთავსება, მეორეც, ასეთი ჭურჭლიდან გადარგვისასმ მცენარის დაზიანების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.

ზოგიერთი მებაღე ნიადაგში ნერგებს პირდაპირ ყუთიანად რგავს. მუყაო, რაღაც დროის შემდეგ, დეგრადირდება და ნეშომპალად იქცევა.

2. ნეშომპალას მომზადება

კვერცხის მუყაოს ყუთები შესანიშნავი ინგრედიენტია ბაღისთვის ნეშომპალას მოსამზადებლად. სწორად მომზადებული კომპოსტი კი, როგორც ცნონილია, ზრდის ნიადაგის ნაყოფიერებას, აუმჯობესებს მის სტრუქტურას და აღადგენს მის ცხოვრებისეულ ძალებს.

3. ჩიტების საკვები ჭურჭელი

თუ თქვენც იმ კეთილ ადამიანთაგანი ხართ, რომლებიც მუდმივად კვებავენ ჩიტუნიებს ცივ და უნაყოფო სეზონებზე, კვერცხის შეფუთვა ნამდვილად გამოგადგებათ. მუყაო, ძაფი და ცოტაოდენი საკვები – ფრინველებიც დანაყრდებიან და თქვენც მადლს მოიგებთ.

4. მასალა ხელსაქმისთვის

აგარაკით არ შემოვიფარგლებით! მოხერხებული და კრეატიული ხელსაქმოსნები წარმატებით იყენებენ კვერცხის შეფუთვებს. ეს ორი იდეა სწორედ მათგანაა.

თქვენ იყენებთ კვერცხის შეფუთვებს? როგორ? რა რჩევებს მისცემდით მებაღეებს? გაგვიზიარე გამოცდილება.