Connect with us

ჯანმრთელობა

შავი ბოლოკის წვენი 100-მდე დაავადების მკურნალია. მთავარია, იცოდეთ, რასთან და როგორ მიიღოთ ის

შავი ბოლოკის ძირნაყოფი ჩვენი ორგანიზმის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნივთიერებებით მდიდარია. ის ყველაზე სასარგებლო სახეობაა. ბოსტნეულის ენერგეტიკული ღირებულება მხოლოდ 34,5 კალორიას შეადგენს. სწორედ ამიტომ, რაციონში უნდა დაამატონ მათ, ვისაც ჭარბი წონა აწუხებთ.

შავი ბოლოკის წვენი ეფექტურად კურნავს გაციებას, ხველას და ბრონქებს. ამის შესახებ ალბათ ყველამ იცის. ამასთან ძირნაყოფის სხვა სამკურნალო თვისებების შესახებ ბევრს წარმოდგენაც არ აქვს. დღეს ბოლოკის სასარგებლო თვისებებზე გიამბობთ, ასევე შეშუპების და შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგოდ სახლის რეცეპტს გთავაზობთ.

შავი ბოლოკის სამკურნალო თვისებები

ვიტამინების, მაკრო და მიკროელემენტების დაბალანსებული შემადგენლობის წყალობით ბოსტნეული ორგანიზმის თითქმის მთელ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს.

  • ნივთიერებათა ცვლას სტიმულირებს;
  • ორგანიზმიდან ჭარბი სითხე გამოაქვს და შეშუპებას აქრობს;

  • ორგანიზმს ტოქსინებისგან ათავისუფლებს;
  • ნაწლავების პერისტალტიკას აუმჯობესებს, ყაბზობის დროს დაგეხმარებათ და ორგანიზმის გაწმენდას ხელს უწყობს;
  • ნაღვლმდენი და შარდმდენი თვისებები გააჩნია;
  • ქოლესტერინის დონეს ამცირებს და სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს;
  • სისხლძარღვებს წმენდს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს;
  • რევმატიზმის, ოსტეოქონდროზის, დაზიანების და დაჭიმულობის დროს ტკივილს ამცირებს;

  • როგორც ანტისეპტიკი წყლულების და ინფექციური დაზიანების დროს კანის შეხორცებას ხელს უწყობს;
  • ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს ნახველი გამოაქვს და გამოჯანმრთელების პროცესს აჩქარებს;

ხალხური მედიცინა მის გამოყენებას თირკმელზედა დაავადების, პოდაგრის, ათეროსკლეროზის, ჰაიმორიტის და შაქრიანი დიაბეტის დროს გირჩევთ.

შავი ბოლოკი შაქრიანი დიაბეტის დროს

ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევით გამოწვეული ენდოკრინული სისტემის დაავადების ორი ტიპი არსებობს: I – ინსულინ დამოკიდებული ახალგაზრდული ტიპი, II – თავდაპირველად ინსულინ დამოკიდებული ( ასევე ხანდაზმულების დიაბეტს უწოდებენ).

შავ ბოლოკზე დაფუძნებული ნატურალური საშუალება სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს და მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს საკმაოდ ეფექტურია.

შავი ბოლოკის წვენი შვრიის ნაყენით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 100 მლ ბოლოკის წვენი
  • 100 გრ შვრია
  • 1,2 ლ წყალი

შვრიას თბილი წყალი დაასხით და 4 საათით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. 200 მლ მიღებულ სითხეს ბოლოკის წვენი აურიეთ. 1-2 კვირის განმავლობაში ყოველ დილით მიიღეთ.

ბოლოკის წვენი დაფნის ფოთოლის ნაყენით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 120 მლ ბოლოკის წვენი
  • 10 გრ დაფნის ფოთოლი
  • 100 მლ წყალი

წყალი აადუღეთ და დაფნის ფოთლებს დაასხით, ქვაბს თავსახური დააფარეთ. 1 საათში გადაწურეთ.  ბოლოკის წვენი დაუმატეთ, აურიეთ და მთელი დღის განმავლობაში დალიეთ. მკურნალობის კურსი – 1 კვირა.

ბოლოკის წვენი სტაფილოთი და თაფლით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 100 მლ ბოლოკის წვენი
  • 100 მლ სტაფილოს წვენი
  • 100 მლ რძე
  • 70 გრ თაფლი

ყველა ინგრედიენტი აურიეთ. დღეში 4-5-ჯერ 30-40 მლ დალიეთ. მკურნალობის კურსი – 2 კვირა. 10 დღიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ.

შავი ბოლოკი შეშუპების დროს

შეშუპებას ორგანიზმში სითხის შეკავება იწვევს, რაც თავის მხრივ ნატრიუმის და კალიუმის დისბალანსით არის გამოწვეული. მტკივნეული მდგომარეობის მოშორებას ბოლოკით შეძლებთ, რომლის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით კალიუმის მარილები შედის. ამასთან მას შარდმდენი ეფექტი აქვს.

ბოლოკი ლიმონის წვენით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 200 გრ შავი ბოლოკი
  • 40 მლ ლიმონის წვენი

ძირნაყოფა მსხვილ სახეხზე გახეხეთ, ლიმონის წვენი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 1 კვირის განმავლობაში დღეში 4-5-ჯერ 30-40 გრ მიიღეთ.

ბოლოკის წვენი თაფლთან ერთად

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 400 გრ შავი ბოლოკი
  • 40 გრ თაფლი

ბოლოკი დააბლენდერეთ ან გახეხეთ, წვენი გაწურეთ და თაფლი დაუმატეთ. დღეში 3-4-ჯერ 50-100 მლ დალიეთ. მკურნალობის კურსი – 5 დღე.

ბოლოკის წვენი წყალთან ერთად

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 150 მლ ბოლოკის წვენი
  • 150 მლ წყალი

წყალი და წვენი აურიეთ. დღეში 2-ჯერ 100 მლ ჭამამდე დალიეთ. თანდათანობით დოზა შეგიძლიათ დღეში 500 მლ-მდე გაზარდოთ. მკურნალობის კურსი – 2-4 კვირა.

უკუჩვენება

შავი ბოლოკი რეკომენდებული არაა კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, მაღალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის, გულის რთული დაავადების დროს, ასევე ღვიძლის და თირკმლების დაავადების დროს, რომელთაც თან კენჭების დაგროვება არ ახლავს.

გარდა ამისა, პროდუქტის მიღება უკუჩვენებულია ორსულებისა და ახლახანს ინფაქტ გადატანილი ადამიანებისთვის.

თუ რისკის ჯგუფში არ შედიხართ, შავი ბოლოკი ჯანმრთელობის გასაძლიერებლად თქვენთვის ნამდვილი დამხმარე იქნება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.