Connect with us

ჯანმრთელობა

ვირუსებისა და ინფექციების მკვლელი იასამნისფერი სითხე, კალიუმის პერმანგანატი, იგივე მარგანცოვკა

კალიუმის პერმანგანატი, ე.წ. “მარგანცოვკა” – ეფექტური საშუალებაა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ყველა სახლში. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად სასარგებლო თვისებები აქვს ამ ნივთიერებას. სწორედ ამიტომ, მის სამკურნალო თვისებებს სრული შემადგენლობით წარმოგიდგენთ.

მოკლედ კალიუმის პერმანგანატის შესახებ

ამ სასწაულმოქმედი საშუალების ქვეშ მოიაზრება კრისტალიზებული ფხვნილი, რომლის ნაწილაკებსაც გაჯერებული იისფერი აქვთ. იგი შესანიშნავად იხსნება წყალში და აიისფრებს მას. თავისი თვისებების წყალობით, “მარგანცოვკა” ხშირად გამოიყენება თერაპევტული მიზნებითაც. აღნიშნული საშუალება ვირუსების სხვადასხვა სახეობებს ანადგურებს. აქტიურად გამოიყენება დასაბანად, კანისა და ლორწოვანას გამოსაშრობად.

ხსნარების კონცენტრაცია გამოყენების მიზნების მიხედვით:

  • კუჭის გაწმენდის მიზნით საჭიროა მოვარდისფრო ხსნარი, რომელიც 0.01-0.1% ფხვნილს შეიცავს;
  • ჭრილობების დასამუშავებლად, კალიუმის პერმანგანატის 0.1-0.5%-იანი ვარდისფერი ხსნარი უნდა გამოიყენოთ;
  • 2-5%-იანი KMnO4 ხსნარი ორიენტირებულია წყლულებისა და დამწვრობების ჩამოსაბანად. ამ შემთხვევაში, ფერი მაძღარი იისფერია.

კალიუმის პერმანგანატი მოწამლვის დროს

ამ შემთხვევაში, ნივთიერება მომწამვლელ ნივთიერებას შინაგანად მოგაშორებთ. სუსტი კონცენტრირებული ხსნარი უნდა მიიღოს პაციენტმა, რის შემდეგაც მას გული აერევა.

მნიშვნელოვანია! ხსნარში ყველა კრისტალი უნდა გაიხსნას, რამდენადაც მას კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება შეუძლია. მსგავსი სიტუაციის თავიდან ასაცდილებლად, მოამზადეთ სუსტი ხსნარი, ამის შემდეგ კი მისი მცირე ნაწილი დაუმატეთ წყალს. აღნიშნული ხსნარი გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაწუროთ რამდენიმე ფენად გაკეცილ მარლაში.

საბავშვო აბაზანები

დიდი ხანია ცნობილია, რომ “მარგანცოვკაში” ბანაობა ბავშვის კანის გამოშრობას იწვევს. აქ მთავარია იმის გათვალისწინება, რომ წყალში კალიუმის პერმანგანატის ფხვნილი კი არა, მისი ხსნარი უნდა გახსნათ. შედეგად ოდნავ მოვარდისფრო წყალი უნდა მიიღოთ.

თვალის ინფექცია

საბავშვო აბაზანის ანალოგიური კონცენტრაციის ხსნარი უნდა გამოიყენოთ თვალის გამოსარეცხავად, გარკვეული ინფექციების დროს.

დიარეა

დიარეის სამკურნალოდ გირჩევთ, დღეში 1 ჭიქა სუსტი კონცენტრაციის ხსნარი დალიოთ. როგორც წესი, საკმარისია ხსნარის მხოლოდ ერთხელ მიღება.

მძიმე ავადმყოფი სახლში

ამ შემთხვევაში, ოთახი თითქოს შმორდება. ამ პრობლემის გადაწყვეტა შეგიძლიათ ოთახში 1 ჭიქა “მარგანცოვკის” ხსნარის დადგმა. ეს განაახლებს ჰაერს და გაწმენდს მას, რაც ავადმყოფის ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება.

დამწვრობა

დამწვრობის სამკურნალოდ იყენებენ სახვევებს, ჩალბობილს კალიუმის პერმანგანატის ცივ ხსნარში. უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო ძლიერია დამწვრობა, მით უფრო კონცენტრირებული უნდა იყოს კომპრესი. როგორც წესი, იყენებენ 2-5%-იან ხსნარს.

სტომატიტი და ანგინა

აღნიშნული დაავადებების არსებობის შემთხვევაში, გამოივლეთ ყელი სუსტი ხსნარით. პროცედურა დღეში ხუთჯერ უნდა ჩაიტაროთ.

ჰაიმორიტი

დღეში რამდენჯერმე გამოირეცხეთ ცხვირის ლორწოვანი გარსი ოდნავ მოვარდისფრო ხსნარით. მნიშვნელოვანია, რომ გამოსავლები წყალი თბილი იყოს.

აღნიშნულ საშუალებას არ აქვს უკუჩვენებები, თუმცა, გახსოვდეთ, რომ კანთან ან ლორწოვან გარსთან კონტაქტისას სერიოზული დამწვრობის მიღება შეიძლება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ “მარგანცოვკის” გამოყენებისას აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ მას ძველი დროიდან იყენებენ, გამოყენებამდე მაინც გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.