საკითხავი
საიმპერატორო თეატრის ბალერინა გვირჩევს: „ღამით აუცილებლად გახსენით 1 ჩ/კ თაფლი ერთ ჭიქა წყალში“
ჩვენ, ქალებს გვსურს ღრმა სიბერემდე კარგად გამოვიყურებოდეთ და მუდმივად ახალგაზრდობის საიდუმლოს ძიებაში ვართ. სვეტლანა დრუჟინინას სოციალურ ქსელში ბოლოს გამოქვეყნებული სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მან ეს საიდუმლო უკვე აღმოაჩინა.
როგორ ახერხებს ასაკის მიუხედავად ყოველთვის შეუდარებელ ფორმასა და კარგ განწყობაში იყოს? დღეს ამის გარკვევა ვცადეთ და ახლა თქვენ გიზიარებთ. საქმე არა საიდუმლო დიეტებში, არამედ სიბრძნეშია.
ბრძნული რჩევები
„ბედნიერება ეს არის ცხოვრება და ცხოვრების ნიჭი“ – ამბობს სვეტლანა დრუჟინინა. მისი საიდუმლო ცხოვრების თითოეული წუთით ტკბობის და ბედნიერების განცდის უნარია. ის მეუღლესთან, ოპერატორ ანტოლი მუკასეემთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს, შესანიშნავი შვილები და შვილიშვილები ჰყავს და მუდმივად სამუშაოთი არის დაკავებული. ვინ იცის, იქნებ ეს არის მთელი საიდუმლო.
თუმცა მან ვერ მოახერხა თავის არიდება კითხვებზე, თუ როგორ ინარჩუნებს ახალგაზრდობას. თავისი 80 წლის ასაკში ის შესანიშნავად გამოიყურება. ცოტა ხნის წინ, სვეტლანამ კვიპროსში დასვენების დროს გადაღებული სურათი გააზიარა, რითაც თაყვანისმცემლები გააოცა. მისი ფიგურა და მოხდენილი ფეხები ბევრ ახალგაზრდა ქალს შეშურდება. რაში მდგომარეობს მისი მოხდენილობის საიდუმლო?
მსახიობი იმ დროის მოგონებებს გვიზიარებს, როცა ის ბალერინა იყო: „ჩვენი მასწავლებლები საბალეტო თეატრის მოცეკვავეები იყვნენ. ისინი რევოლუციამდე შემუშავებულ მეთოდებს იყენებდნენ. მაგალითად, დანაწევრებული კვება. საბჭოთა კავშირის დროს ამის შესახებ ცოტამ თუ იცოდა, მაგრამ ჩვენი პროფესია ისეთი კვების სისტემის დაცვას გვაიძულებდა, რომ საბალეტო პაჩკებში ჩავტეულიყავით“.
შესაძლოა, იმ დროის წესები დრუჟინინას მოხდენილი ფორმების შენარჩუნებაში დაეხმარა. თუმცა მსახიობი ამბობს, რომ ახლა რაიმე განსაკუთრებულ დიეტას არ იცავს და მარტივ კერძს (კარტოფილი სოსისთან ერთად) ანიჭებს უპირატესობას.
მსახიობმა და რეჟისორმა საიდუმლო რეცეპტი გაგვიზიარა: „ჯერ კიდევ საიმპერატორო თეატრის ბალერინები გვეუბნებოდნენ: ღამით ჭიქაში 1 კოვზი თაფლი ჩაასხით. ამასთან ვერცხლის კოვზი აიღეთ, რომელიც ნათესავებმა პირველი კბილის ამოღების დროს გაჩუქეს. თაფლს წყალი დაასხით და ნახევარი ლიმონი ჩაწურეთ.
ახლა წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს 40 წლის უკან: თაფლი, ვერცხლის კოვზი და თაფლი. მაგრამ ჩვენ ასე გვასწავლეს. და არ დავმალავ: ახლაც თან დამაქვს ვერცხლის კოვზი, რომელიც ქორწილის დღეს მაჩუქეს, და 1 ქილა თაფლი. და თაფლიან წყალში ნახევარ ლიმონს ვწურავ. ეს კანონია“.
ფიზიკური ვარჯიშის შესახებ სვეტლანას თავისი მოსაზრება აქვს: „შემიძლია ვთქვა, რომ დილით ვარჯიშს ყოველთვის არ ვასრულებ, მაგრამ დღეში რამდენიმე ვარჯიშის გაკეთება აუცილებელია. და რაც მთავარია – ცხელი შხაპი. ჩვენ გვასწავლეს: დილით ცხელი შხაპი მიიღეთ, ხელები და ფეხები გაიწმინდეთ. შემდეგ საათის ისრის მიმართულებით სახე ხელისგულებით დაიზილეთ, ე.წ. „დაუთოება“ გაიკეთეთ“. არაფერი განსაკუთრებული, ასე არაა? ეს რჩევები ყველამ იცის, მაგრამ ყველა მის დაცვას ვერ ახერხებს.
შესაძლოა, მთელი საიდუმლო ვერცხლის კოვზასა და თაფლში, დანაწევრებულ კვებასა და ყოველდღიურ ვარჯიშშია? ან სვეტლანამ მარადიული ახალგაზრდობის ელექსირი იპოვა? ჩვენ ზუსტად არ ვიცით. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ქალისგან რაღაცის სწავლა ნამდვილად შეიძლება. მას ნამდვილად შეუძლია ცხოვრებით ტკბობა, თითოეული წამით სიამოვნების მიღება და შესანიშნავი განწყობის შენარჩუნება.
იქნებ არ ღირს საიდუმლოს ძებნა და უბრალოდ სჯობს, ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება ვისწავლოთ? თქვენ როგორ ფიქრობთ?
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.