Connect with us

ყვავილები

ლანდშაფტის ბულგარელ დიზაინერებს რამდენიმე იდეა ვასესხე. ახლა ჩემი აგარაკის ცნობა შეუძლებელია

თქვენ ძალიან ბედნიერი ადამიანი ხართ, თუ აგარაკი გაქვთ ან კერძო სახლში ცხოვრობთ. რა თქმა უნდა, ტერიტორიის მოვლას ბევრი დრო და ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ როგორი სილამაზის შექმნა შეგიძლიათ! თქვენი ნაკვეთის გასალამაზებლად აუცილებელია არაა სხვადასხვა კონსტრუქციები და ძვირადღირებული დეკორის ელემენტები გამოიყენოთ. შეხედეთ, მაგალითად, ჰოლანდიის ან ბელგიის საცხოვრებელ ეზოებს, ისინი მხოლოდ საყვარელი ყვავილებითა და ხელნაკეთი მასალისგან დამზადებული კლუმბებით არის მორთული.

თუ ყვავილნარის შექმნას ცოტა ფანტაზიით მიუდგებით, შეუდარებელი კომპოზიციების შექმნას შეძლებთ, რომელიც თქვენი აგარაკის ხიბლი გახდება. თქვენთვის 15 შთამაგონებელი იდეა მოვამზადეთ, რომლის განხორციელებას ნებისმიერი შეძლებს.

კლუმბები და ყვავილნარები აგარაკზე

1. თუ უსარგებლო პალეტი გაქვთ, ვერტიკალური ყვავილნარის შესაქმნელად თამამად გამოიყენეთ. რამდენიმე პალეტისგან ულამაზეს ყვავილების კუთხეს შექმნით.

2. ასეთი საყვარელი კუთხე სახლს შესანიშნავად დაამშვენებს.

3. აუცილებელი არაა მთელი ნაკვეთი ყვავილებით მორთოთ. შეგიძლიათ უბრალოდ მწვანე ველზე ფერადი აქცენტები გააკეთოთ. მინიმალისტური და გემოვნებით.

4. ნაკვეთის გაფორმების დროს ღობე არ დაგავიწყდეთ! ღობეზე ყვავილები სივრცეს უფრო მყუდროს ხდის.

5. ძველი ველოსიპედის გადაგდება არ იჩქაროთ. მისგან შესანიშნავი კლუმბი გამოვა.

6. შესანიშნავი იდეა სივრცის გამოსაყოფად. უბრალოდ სამოთხე!

7. გრძელსკამიც კი უფრო მიმზიდველი გახდება, თუ მას ყვავილებით მორთავთ. აქ დაჯდომა უფრო სასიამოვნოა!

8. ასეთ კიბეებზე ფეხით ასვლა ერთი დიდი სიამოვნებაა! კლუმბი სახლის წინ უბრალოდ მშვენიერია.

9. კლუმბისგან თქვენი საყვარელი ცხოველის ფიგურა შექმენით. ძალიან საინტერესო იდეა.

10. ლამაზი და არასტანდარტული იდეა. სამწუხაროა, რომ ასეთ საწოლზე დაძინება არ შეიძლება.

11. ყვავილებიანი თაღები ძალიან მომწონს. მათთან თავი ზღაპარში მგონია.

12. მხოლოდ მწვანე ფერის მცენარე ასევე შთამბეჭდავად გამოიყურება.

13. როგორც ცნობილია, ყვავილები ბევრი არასდროს არაა. ძალიან ფერადი გადაწყვეტილება აგარაკის ნაკვეთისთვის. მთავარია – ყველას მორწყვა მოასწროთ.

14. კრეატიული მიდგომა.

15. ნებისმიერი გამოუყენებელი ნივთი შეგიძლიათ ყვავილნარად აქციოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.