Connect with us

სხვა

ტარო-პროგნოზი 2019 წლის აპრილისთვის ანჯელა პერლისგან. რა გელით წინ

თუ რთულია ცვალებად მარტს გაზაფხულის თვე ვუწოდოთ, აპრილი ნამდვილად სითბოს, აყვავებას და ზრდას მოიტანს. 2019 წელს მმართველი პლანეტების განლაგება ბუნების ძალების აქტიურ და პოზიტიურ განწყობას ემთხვევა.

ანჯელა პერლი, ასტროლოგი და ტაროლოგი 20 წლიანი გამოცდილებით, გიამბობთ, თუ როგორ მიაღწიოთ წარმატებას და ბედნიერებას აპრილში. გაიგეთ ყველაფერი ფინანსების, ჯანმრთელობის და კარიერის შესახებ.

ვერძი

ამ თვის მოსახელეებს დაბადების დღეზე კარგი საჩუქარი შეხვდებათ. ფინანსური კუთხით ყველაფერი უბრალოდ შეუდარებლად იქნება: ფული გეყოფათ ყველაფრისთვის, რაც გსურთ.

ბევრ ენერგიას, ძალას იგრძნობთ, სურვილებისა და მიზნების რეალიზებას მოახერხებთ. ეჭვიც არ შეგეპაროთ, იმოქმედეთ, რადგან ახლა შესანიშნავი დროა შეცვალოთ ცხოვრება ისე, როგორც თქვენ გსურთ. ეცადეთ, ინტუიციას მოუსმინოთ: აპრილში ნამდვილად არ გიმტყუნებთ.

კურო

აპრილის პირველივე დღეებიდან კუროს ცხოვრებაში ცვლილებები შემოიჭრება. მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც ცხოვრების შეცვლის იდეას გაგიჩენთ. მოსალოდნელია საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის ან სასწავლებლის შეცვლა. კუროს ნიშანში შესული ურანი ამ ნიშნის წარმომადგენლების ცხოვრებაზე გავლენას აუცილებლად მოახდენს.

შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მსოფლმხედველობას შეგიცვლით. კუროს ცხოვრებაში ცვლილებები უსწრაფესად და კარდინალურად შეიცვლება. ანჯელა გირჩევთ ამ პერიოდში ახლობლებს საჩუქრები გაუკეთოთ და მაშინ ცხოვრება სანუკვარი საჩუქრის გარეშე არ დაგტოვებთ.

ტყუპები

ტყუპების ცხოვრებაში ახალი პერიოდი დაიწყება. სამოქმედოდ საჭირო ენერგია, ძალა და შესაძლებლობა გექნებათ. სავსებით შესაძლებელია, ახალი ურთიერთობა დაიწყოთ ან სამსახურში პოზიტიური ცვლილებები განახორციელოთ.

სხვების ნათქვამს ყურადღება არ მიაქციოთ, რომ ამან თქვენს თვითშეფასებაზე გავლენა არ იქონიოს. ასევე ანჯელა გირჩევთ, საკუთარი ნეგატიური ფიქრების მოთოკვა ისწავლოთ. სამსახურზე ნერვიულობა არ ღირს: აპრილში თქვენი შრომა სათანადოდ დაფასებული იქნება.

კირჩხიბი

ამ პერიოდში კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მოდუნება ისწავლეთ, ნაკლებად ინერვიულეთ და სტრესულ სიტუაციებს მოერიდეთ. თუ თავად ვერ გაუმკლავდებით, დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართეთ.

ტარო-პროგნოზი კირჩხიბს ურჩევს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დაფიქრდეს. თუ ფული არასდროს გყოფნით, ამ სამსახურში რატომ რჩებით? რაღაც ახალი ისწავლეთ, თქვენი ცოდნა განავითარეთ და ინტერნეტში ანკეტები შეავსეთ. შესაძლოა, მეგობარმა მომგებიანი საქმე შემოგთავაზოთ.

ლომი

ახალი ნაცნობობა, მოლაპარაკებები, შერიგება – აპრილი ურთიერთობისთვის, შეთანხმებისა და კონტრაქტების გასაფორმებლად ხელსაყრელი თვეა.

პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები მოხდება. მარტოხელა ლომი დიდი ალბათობით მეორე ნახევარს იპოვის, დაოჯახებულ ლომს კი შესანიშნავი რომანტიული პერიოდი ელოდებათ. ჯანმრთელობა ხელს არ შეგიშლით!

ქალწული

აპრილში ბევრი ქალწული თავს ნამდვილ მეფედ და დედოფლად იგრძნობს, ამასთან თითქმის ყველა სფეროში. ძალა და წარმატება თქვენს მხარესაა. თუ გლობალური გეგმები გაქვთ, მაგრამ მოქმედება გეშინიათ, არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება.

შესანიშნავი პერიოდია, რომ შემოქმედებას და საკუთარი ნიჭის განვითარებას დრო დაუთმოთ. სხვათა შორის, ახლობელმა ადამიანმა შეიძლება საკმაოდ ძვირფასი და ლამაზი საჩუქარი მოგართვათ, რომელიც თქვენს განწყობაზე იმოქმედებს.

სასწორი

2019 წლის აპრილში სასწორს საინტერესო პერსპექტივები გამოუჩნდება. ზოგი უჩვეულო სფეროში სამსახურს დაიწყებს, ზოგი კი საკუთარ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს გადადგამს. რომელ კატეგორიაშიც არ უნდა იყოთ, თქვენ წარმატება გელით.

თვის მეორე ნახევარში შეიძლება უსარგებლო კონფლიქტში ჩართული აღმოჩნდეთ. ეცადეთ, ამაზე დრო არ დახარჯოთ და ნეგატივში არ ჩაერთოთ.

მორიელი

ფინანსური კუთხით ყველაფერი შესანიშნავად იქნება. ამასთან ფული იქედან გაჩნდება, საიდანაც არ ელოდებით. ჯანმრთელობის კუთხით ყველაფერი კარგად იქნება.

ოჯახს უფრო მეტი დრო დაუთმეთ და მათ დაეხმარეთ. მარტოსულ მორიელს ვენერას კეთილგანწყობის იმედი უნდა ჰქონდეს. ლამაზი რომანი ზღაპრის მსგავსი იქნება, ხოლო ისტორიის დასასრული – ძლიერი და ბედნიერი ქორწინება.

მშვილდოსანი

სურვილი გაგიჩნდებათ მიატოვოთ ყველაფერი, რაც არ გაწყობთ და შემდეგ კვლავ დაუბრუნდეთ. ამ პერიოდში ფრთების გაშლას, ახლის შესწავლას ან შეცნობას შეძლებთ. მოსალოდნელია ხანმოკლე, მაგრამ ნაყოფიერი მოგზაურობა.

მარტოხელა მშვილდოსანი „მეორე ნახევარს“ იპოვის. კონკრეტულად სად? სამსახურიდან დაბრუნებულმა გვერდზე გაიხედეთ.

თხის რქა

აპრილის თვეში ტარო-პროგნოზი თქვენგან აქტიურ მოქმედებას მოითხოვს, დროს ფეხი უნდა აუწყოთ და უკანასკნელ ტენდენციებს ყურადღება მიაქციოთ.

ფინანსური კუთხით, ასევე სასიყვარულო სფეროში ცვლილებებს არ ელოდოთ. ყველაფერი ჩვეულებრივად იქნება. თუმცა ზუსტად ისეთი სტაბილურობა იქნება, როგორიც თქვენ ჰარმონიის მოსაპოვებლად გჭირდებათ.

მერწყული

მერწყული აპრილში საბოლოოდ მიხვდება და გადაწყვეტს, რომ ვინმეს სურვილის მიხედვით მოქმედება არ ღირს. კარგი პერიოდია, რომ ყველაფერი ნულიდან დაიწყოთ: იქნება ეს ბიზნესი თუ ახალი ურთიერთობა.

ახალი შესაძლებლობები გაჩნდება, რომელიც ფინანსურ სფეროში ახალი ნაბიჯის გადადგმაში დაგეხმარებათ. თვითგანწყობაზე იზრუნეთ, თუ ჯანმრთელობა შეგაწუხებთ. განსაკუთრებული პრობლემები მოსალოდნელი არაა, მთავარია, გაციებას უმკურნალეთ და დაისვენეთ.

თევზები

აპრილის შუა პერიოდში დასვენების მწვავე სურვილი გაგიჩნდებათ. თუ სამსახურის ტემპის შენელების საშუალება არ გაქვთ, შვებულებაში გადით. ისე, რომ ტელეფონი გამორთოთ და სადმე უკაცრიელ ადგილას წახვიდეთ, სადაც ინტერნეტი არაა.

თვის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიურპრიზებით და რომანტიული შეხვედრებით დაგამახსოვრდებათ. ძველმა ავადმყოფობამ შეიძლება თავი იჩინოს – სახსრები, ხერხემალი და მუხლები. მასაჟს და სხვა პროცედურებს გვერდზე ვერ აუვლით.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.