ჯანმრთელობა
ჯანსაღი ფეხები ვარიკოზის გარეშე. საკმარისია შეათბოთ და ეს საშუალება პრობლემის მე-4 სტადიაზეც კი მუშაობს
შეუხედავი ფეხები ვარიკოზული გაფართოებული ვენების ყველაზე ნაკლებად სახიფათო შედეგია. დაავადების ოთხი ეტაპი არსებობს. პირველ ეტაპს ახასიათებს ვარსკვლავების ან „ობობების“ გამოჩენა, მეორეს თან გამოშვერილი, მძივების მსგავსი ვენები ახლავს. მესამე დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში კრუნჩხვებს, ქავილს და გამონაყარს იწვევს. მეოთხე წინა ეტაპებისგან ვენებისა და კანის ანთებით და შეუხორცებელი ჭრილობებით გამოირჩევა.
თუ მსგავსი ავადმყოფობისკენ მიდრეკილება გაქვთ და გრძელვადიანი მკურნალობა იმედს არ გიტოვებთ, ფეხის ვარიკოზის სამკურნალო ეფექტურ საშუალებაზე დაფიქრდით. გაოცებული დარჩებით, მაგრამ ნატურალური ზეითუნის ზეთი ფეხზე ვარსკვლავებს მოგაშორებთ და არსებობის შემთხვევაში კვანძებსაც შეამცირებს.
ფეხზე ვარიკოზის გაჩენის მიზეზი
1. ვენური ბადის სისუსტე ადამიანს მშობლისგან გენეტიკურად გადაეცემა.
2. ჰორმონალური დარღვევით გამოწვეული მაღალი წნევა.
3. მუდმივად ფეხზე დგომა.
4. ვენის ტონუსის შემცირება ან მენჯის დაავადება.
5. ჭარბი წონა, რომელიც სისხლძარღვებსა და კაპილარებზე მძიმე დატვირთვას ახდენს.
გაფართოებული ვარიკოზული ვენები მაშინაც კი შეიძლება გაჩნდეს, თუ ზემოთ მოცემულ არც ერთ მიზეზს არ გახასიათებთ. უბრალოდ, წლების მატებასთან ერთად სისხლძარღვების კედლები მოქნილობას კარგავენ. სწორედ ამიტომ ვარიკოზი ხანდაზმულ ასაკში გავრცელებულია.
ზეითუნის ზეთი ვარიკოზის დროს
ვარიკოზის სამკურნალო ხალხურ საუკეთესო საშუალებად სწორედ ზეითუნის ზეთს თვლიან. ნატურალურ პროდუქტს მთელი რიგი უსიამოვნო ნიშნების გაქრობა და გაფართოების პროგრესის შეფერხება შეუძლია. გარკვეული დროის შემდეგ ვენები ნაკლებად შესამჩნევი ხდება.
ეტაპი 1. ზეითუნის ზეთის ეფექტის გასაძლიერებლად სახლის ექსფოლიანტი მოამზადეთ. ამისთვის რძე, თაფლი, შაქარი და შვრიის ფანტელები აურიეთ. სუფთა კანზე წაისვით და მსუბუქი წრიული მოძრაობით შეიზილეთ. მკვდარი კანის უჯრედები მოიშორეთ.
ეტაპი 2. ზეითუნის ზეთი წყლის ორთქლზე გააცხელეთ იმ ტემპერატურამდე, რომელიც კანისთვის კომფორტული იქნება. ვარიკოზის საწინააღმდეგო ასეთი ხალხური საშუალების გამოყენების დროს ძალიან ფრთხილად იყავით: მცენარეული ზეთით დამწვრობა არა უბრალოდ მტკივნეულია, არამედ ნაიარევს ტოვებს.
ეტაპი 3. ხელები ზეთში დაისველეთ და მსუბუქი წრიული მოძრაობით დაზიანებულ ადგილზე შეიზილეთ. რბილი წრიული მოძრაობა სისხლის მიმოქცევას სტიმულირებს.
ეს მარტივი პროცედურა შეგიძლიათ ყოველდღე ჩაიტაროთ. რამდენიმე კვირაში გამობერილი ვენების სისქე შემცირდება, ხოლო რამდენიმე თვეში ვარიკოზული გაფართოებული ვენები მთელ სიგრძეზე გაქრება.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.