თავის მოვლა
დაბერება სწორედ ჩვენი ტვინიდან იწყება! აუცილებელია, იზრუნოთ თქვენს ფსიქოლოგიურ ასაკზე
ყველას უკვე გააზრებული აქვს, რომ პასპორტის ასაკს ბიოლოგურთან საერთო არაფერი აქვს. ქალებში ამის შემჩნევა უფრო ნათლად შეიძლება. ალბათ შეგინიშნავთ, რომ ზოგიერთი 30 წლის ქალი 50 წლის ქალივით გამოიყურება, ხოლო ზოგიერთი 60 წლის ქალს თამამად შეუძლია 25 წლის გოგოს შეედაროს. რატომ ხდება ასე?
კვლევა ირწმუნება, რომ ხანგრძლივი ცხოვრების საკითხში მნიშვნელოვან როლს გენეტიკა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებელი საშუალებები არ ასრულებენ. დაბერების სიჩქარეს სწორედ ტვინი განსაზღვრავს.
სოციალურ – ფსიქოლოგიური ასაკი
არსებობს ფენომენი – ადამიანის ფსიქოლოგიური ასაკი. სწორედ ის განსაზღვრავს ადამიანის გარეგნობას და ქცევას და სრულად თავის ტვინის პროცესებზე დამოკიდებული. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში 35-40 წლის მამაკაცებს და ქალებს ღრმა მოხუცებად თვლიდნენ. ინფორმაციის სიმრავლის და უფრო მეტი დასაქმების გამო, კაცობრიობა უფრო დიდხანს ცხოვრობს, ანუ დრო მოვიდა ასაკობრივი კლასიფიკაციის გაგებას გადავხედოთ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ასაკობრივი ზღვარი განსაზღვრა: ახლა ახალგაზრდობა 25-დან 44 წლამდე გრძელდება. ასე რომ 40 წლის ქალი ჯერ კიდევ გოგოა და არა მეორე ხარისხოვანი, როგორც ამაზე ხუმრობენ. შემდეგ 44-დან 60-მდე თანამედროვე ადამიანი შუა ასაკის ხდება, ხოლო 60-დან 75-მდე ხანდაზმულ ასაკში, 75-დან 90 წლებში სიბერეში შედის. 90 წელს მეტი ხნის ადამიანებს ხანგრძლივად მცხოვრებს უწოდებენ.
40 წლის ასაკში ახალგაზრდული სხეულის და სახის შენარჩუნებას ყველა ვერ ახერხებს, მით უმეტეს 50 და 60 წლის ასაკში. სხეულისა და სულის ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ხელს, პირველ რიგში, ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, შინაგანი ჩარჩოები და ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება გვიშლის. გარეგნული სილამაზე მათზე არის დამოკიდებული. მთავარი ჰიპოთეზა, რომლის კვლევაზე მილიონობით დოლარი დაიხარჯა, ამბობს: „ჩვენი დაბერების სიჩქარე სწორედ ტვინზეა დამოკიდებული“.
ეს მარტივად მტკიცდება. ცხოვრების დასაწყისში ჩვენი ტვინი დაკავებულია სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობით, ცოდნის მიღებით და ახალი დასკვნების გამოტანით. შედეგად, მთელი ორგანიზმი ამ პროცესებში ჩართულია და შესაძლებლობის ზღვარზე მუშაობს. როგორც კი უინტერესო ვხვდებით, შეცნობას ვწყვეტთ, კომპეტენციას აღარ ვაფართოებთ, არ ვსწავლობთ, იმწამსვე სიბერე იწყება. თქვენი ტვინი და ორგანიზმი აქტიურად აღარ მუშაობს. სხვათა შორის, აქედან მოდის ალცჰაიმერის ტიპის დაავადება.
ფსიქოლოგიური სიბერე დროულად უნდა შეამჩნიოთ. ამის 3 ძირითადი მაჩვენებელია.
ფსიქოლოგიური სიბერის მაჩვენებლები
1. დროსთან ურთიერთობა
როგორც კი გიჩნდებათ შთაბეჭდილება, რომ ცხოვრებაში ყველაფერი კარგი უკვე მოხდა და რაღაცისთვის უკვე გვიანია, თქვენ დაბერება დაიწყეთ. ფსიქოლოგიურად მოხუცი ადამიანი მოგონებებით ცხოვრობს, ახალგაზრდა კი – გეგმებით. პესიმიზმი, უიმედობის გრძნობა, გეგმების არ არსებობა, უსაზღვრო მოგონებები – ყველაფერი ფსიქილოგიურ სიბერეზე მიუთითებენ.
ამერიკაში, 60 წლის ასაკში ინსტიტუტსა და კურსებზე ტყუილად არ დადიან. ყველაფერი ახალი ტვინის მუშაობას და ოპტიმისტურ განწყობას, ანუ ახალგაზრდობას შენარჩუნებას ხელს უწყობს.
2. შეზღუდვები
ფსიქოლოგიური სიბერე პირდაპირ საკუთარი თავის შეცოდებასთან არის დაკავშირებული: „50 წლის ასაკში არ შემიძლია გავაკეთო ის, რასაც 20 წლის ასაკში ვაკეთებდი. სალტოს გაკეთების ან პარაშუტით გადმოხტომის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემ. ასაკთან ერთად საკუთარ თავს ჩარჩოებს ვუწესებთ, რაც ფიზიკურ მონაცემებთან და პასუხისმგებლობასთან (ბავშვები, თანამშრომლები) არის დაკავშირებული.
უნდა გახსოვდეთ, ცხოვრების ყველა პერიოდში ახალი შესაძლებლობები იხსნება. თუ ფიზიკურად რაღაცის გაკეთება გიჭირთ, შეგიძლიათ უფრო მეტად შემოქმედებითი კუთხით განვითარდეთ.
ახალი ენა შეისწავლეთ, ლაშქრობაში წადით, ახალი ქვეყანა მოინახულეთ, სხვადასხვა ღონისძიებებს ორგანიზება გაუწიეთ. და ბევრი 20 წლის გოგო კონკურენციას ვერ გაგიწევთ. საკუთარი თავი არ შეზღუდოთ, არამედ შესაძლებლობები ეძებეთ.
3. ემოციური სტაბილურობა
თანამედროვე მეცნიერება და ათასწლოვანი სიბრძნე ამტკიცებს, რომ მადლიერი და ბედნიერი ადამიანი უფრო დიდხანს ცხოვრობს და უფრო ლამაზად გამოიყურება. სტაბილური ფსიქიკა ახალგაზრდობის გარანტიაა. ადამიანი, რომელიც ცვლილებებს მშვიდად ეგუება და სირთულეებს ისე უმკლავდება, რომ გულთან ახლოს არ მიაქვს და პრობლემაზე ჩაციკლული არ ხდება, ყოველთვის უფრო ახალგაზრდა იქნება.
მხიარულ ადამიანებს სახის სხვანაირი ფორმები აქვთ, მათ ნაკლები ნაოჭები აქვთ და უფრო მიმზიდველები არიან.
კარგის დანახვა, იუმორის გრძნობა და ცხოვრების მიმართ მადლიერება ფსიქოლოგიური ახალგაზრდობის გარანტიაა. ეს მთელ რიგ ჰორმონალურ და ნეიროქიმიურ პროცესებთან არის დაკავშირებული, რომელიც ტვინში გადის.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.