ყვავილები
იოდისა და რძის ნარევმა ჩემი ვარდები საბოლოოდ იხსნა. თუ გსურთ, თქვენი ბაღი იდეალურად ლამაზი იყოს, გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა
მცენარის ტილი ალბათ ყველაზე ამაზრზენი და გამძლე მავნებელია, რომელიც შეიძლება თქვენს ბაღში გაჩნდეს. როგორც ჩანს, საპირისპიროები ერთმანეთს იზიდავენ, სწორედ ამიტომ თავდასხმის ობიექტად ხშირად მშვენიერ, ლამაზ ვარდებს ირჩევს.
როგორ ვებრძოლოთ მცენარის ტილს ისე, რომ ყვავილი არ დავაზიანოთ? გამოცდილმა მებაღეებმა რამდენიმე რჩევა იციან, რომელიც ჩვენს მკითხველებს ვარდების სათუთად გაზრდასა და მავნებლებისა და დაავადებისგან დაცვაში დაეხმარება.
როგორ მოვიშოროთ მცენარის ტილი
პირველ რიგში, ვარდი ძლიერი და ჯანმრთელი უნდა იყოს, მაშინ ტილი მასზე არ დასახლდება. სწორედ ამიტომ, ვარდს სასუქი დროულად უნდა მიაწოდოთ, ნიადაგი გააფხვიეროთ და ყვავილის ირგვლივ სარეველები ამოიღოთ. ტილის მოშორებაში რამდენიმე ხალხური მეთოდი დაგეხმარებათ.
1. იოდი და რძე
თქვენ დაგჭირდებათ იოგის ბოთლი, საფრქვეველი, შპრიცი და ნახევარი ჭიქა რძე. საფრქვეველში 1 ლ წყალი ჩაასხით, შპრიცში კი ნახევარი კუბი იოგი. იოდი და რძე ჭიქაში აურიეთ. რძე ყვითლად შეიღებება. შემდეგ საფრქვეველაში გადაიტანეთ, სადაც 1 ლ წყალი უკვე ჩასხმულია. კარგად შეანჯღრიეთ და ვარდები დანამეთ.
ეს შემადგენლობა ტილებთან ბრძოლაში ეფექტური მეთოდია. ამასთან სოკოვანი დაავადებების (ფიტოფთორი, ნაცროვანი სოკო) საწინააღმდეგო პროფილაქტიკას წარმოადგენს. მაგალითად, ამ ნარევით შეგიძლიათ პომიდვრის ფიტოფთორები დაამუშაოთ.
2. საპნიანი ხსნარი
1 ს/კ გახეხილი დიასახლისის საპონი აიღეთ და 1 ლ წყალში გახსენით. ვარდის კოკორი ამ ხსნარში ფრთხილად დაასველეთ. შემდეგ მცენარე საპნნიანი ხსნარით რამდენიმე დღე დანამეთ.
3. ნივრიანი ნაყენი
300 გრ ნიორი ან ხახვი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. ნარევს 1/3 ლ წყალი დაასხით, 6-8 საათი დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ და კიდევ 7 ლ წყალი და 40 გრ გახეხილი დიასახლისის საპონი დაუმატეთ. ამ ხსნარით ვარდები აუცილებლობის შემთხვევაში დანამეთ.
4. კარტოფილი – საპნის ხსნარი
ნახევარი კილო კარტოფილი გაასუფთავეთ და 2 ლ ადუღებული წყალი დაასხით. 48 საათით გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და 50 გრ გახეხილი დიასახლისის საპონი დაუმატეთ. აურიეთ და სამჯერ, ერთ კვირიანი შესვენებით, ტილით დაზიანებული ვარდის ბუჩქები დაამუშავეთ.
5. ხახვის ფურცლები
ხახვის ფურცლებს ცხელი წყალი დაასხით და 1 დღე გააჩერეთ, შემდეგ მიღებული ნაყენით ვარდის ბუჩქები დაამუშავეთ.
6. თამბაქოს ნაყენი
400 გრ თამბაქო და 9 ლ წყალი აურიეთ. შემდეგ ნარევი ნახევარი საათით ადუღეთ, 2 დღე გააჩერეთ და მარლაში გადაწურეთ. 40 გრ დიასახლისის საპონი 1 ლ წყალში გახსენით და მომზადებულ თამბაქოს ნაყენს აურიეთ. ვარდი მიღებული ნარევით დანამეთ.
მებაღის მოკავშირეები მცენარის ტილთან ბრძოლაში
1. თანმხლები მცენარე
მცენარეს, რომელიც „მეგობრობს“ და ერთად ყველაზე უკეთ იზრდება, თანმხლებ მცენარეს უწოდებენ. ხავერდას, ბაზილიკას, ლავანდას ან ხახვის ძლიერი არომატი ტილს და სხვა მავნებლებს დააფრთხობს.
თუ ოთახის ვარდზეა საუბარი, ფანჯრის თაროზე მის გვერდით შეგიძლიათ ნემსიწვერას ქოთანი დადოთ. აი, ციტრუსის მეზობლობა სასარგებლო არაა, რადგან ის სხვადასხვა მავნებლებს იზიდავს.
2. ტილის ბუნებრივი მტერი
ტილის ყველაზე დიდი მტერი ჭიამაიაა. ტილის მტერი ასევე არის ყურბელა და ოქროთვალასებრი, რომლის ბაღში მოზიდვას შეძლებთ, თუ მდოგვს, კამას, კვლიავს, ზიზილას და იას დარგავთ.
3. ფრინველები
ტილებს ვახშმობის უფლებას არ აძლევენ ბეღურა, ყარანა და წივწივა, რომელთა მოზიდვას ბაღში შეძლებთ, თუ მათ პატარა სახლებს გაუკეთებთ. ასე ტილს ბაღიდან გააძევებთ და ფრინველების ჭიკჭიკით დატკბებით.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.