Connect with us

ყვავილები

როგორ აღმოვაცენოთ ულამაზესი ვარდები პირდაპირ ფანჯრის რაფაზე. გთავაზობთ ოქროს რეცეპტს

რა სამწუხაროა, როცა რამდენიმე დღეში სიყვარულით ნაჩუქარი ულამაზესი ყვავილების თაიგული ჭკნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალ მოჭრილი, საყვარელი ვარდებით ტკბობა უნდა შეწყვიტოთ! გპირდებით ნაჩუქარი ვარდები თავისი ყვავილობით კიდევ დიდხანს გაგახარებთ, თუ მათ სწორად და დროულად დააფესვიანებთ.

მებაღეები ამბობენ, მსგავსი ხრიკი მხოლოდ ახალგაზრდა მცენარეებზე მოქმედებს, ხოლო თუ ვარდი ლარნაკში ერთი კვირა გაჩერებული გქონდათ და შესამჩნევად დაჭკნა მისი გაფესვინების შანსი ძალიან ცოტაა. თუმცა თქვენ არავის მოუსმინოთ. ჩვენი საიდუმლო რეცეპტის დახმარებით ყველაზე დამჭკნარ ვარდსაც კი ყვავილობას აიძულებთ.

როგორ აღმოვაცენოთ ვარდები კალმებიდან

როგორ აღმოვაცენოთ ვარდი სახლის პირობებში? ეს ძალიან მარტივია. სურნელოვანი ვარდის გასაზრდელად ეს ეფექტური და მისაღები რეცეპტი „სამეული“ გამოიყენეთ, რომლის დახმარებით გამოუცდელი მებაღეც კი მსხვილი კალმიდან ყვავილის გაზრდას შეძლებს. ინგრედიენტები მოამზადეთ და მოთმინება მოიკრიბეთ. ვარდები განმეორებითი ყვავილობით აუცილებლად გაგახარებენ!

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 2 ჩ/კ ალოეს წვენი
  • 1 ჩ/კ ხის ნაცარი
  • 120 მლ დაყენებული წყალი
  • ნიადაგი

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ

1. პირველ რიგში, კალამი მოამზადეთ. ყვავილი სწორი კუთხით გადაჭერით, ღეროს მხოლოდ ზედა ნაწილი დატოვეთ 3-5 კვირტით და ფოთლები. ქვედა ნაწილის ხაზი ირიბი გააკეთეთ.

2. თაფლი, ალოე და ნაცარი აურიეთ, შემდეგ 120 მლ ოთახის ტემპერატურის დაყენებული წყალი დაუმატეთ. კალმები მკვებავ ხსნარში ნახევარი დღით ჩადგით. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო სავალალო მდგომარეობაა, მით უფრო დიდი დრო დასჭირდება აღსადგენად.

3. დროის გასვლის შემდეგ კალმები ხსნარიდან ამოიღეთ და ჰუმუსით მდიდარ ნიადაგში ჩარგეთ.

4. დარგული კალმები შეფუთეთ, რომ არ გამოშრეს. პლასტმასის ბოთლი ან გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი გამოდგება. ქოთანი თბილ ადგილას დადგით, დრო და დრო პაკეტი გადახადეთ, რომ მცენარემ საჭირო რაოდენობის ჟანგბადი მიიღოს.

არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ზედმეტად გამომშრალი ნიადაგი უნდა მორწყათ. როდის გაღვივდება კალმები? ყველაფერი ტემპერატურასა და დარგვამდე მცენარის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, მაგრამ საშუალოდ აღმოსაცენებლად 40-45 დღეა საჭირო.

5. როცა ვარდი აღმოცენდება, შეგიძლაით ბაღში დარგოთ ან ყვავილები სახლში, ფანჯრის რაფაზე დაიტოვოთ.

სახლის პირობებში თაიგულიდან ვარდების გაზრდა რთული არაა. სასიამოვნო და მსუბუქი საქმიანობა ბაღში ან ფანჯრის რაფაზე კიდევ ერთი მშვენიერი ყვავილის გაჩენას გპირდებათ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.