Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ მივირთვათ ბრინჯი ისე, რომ მოვიშოროთ ზედმეტი 4-5 კგ ცხიმოვანი მასა

როცა გახდომა წონაში დაკლების და მომატების უსასრულო პროცესი ხდება, რაღაც უნდა შეცვალოთ. ვის სჭირდება დაბალკალორიული და ნაკლებად მიმზიდველი მენიუ, რომელიც შედეგს არ იძლევა?

დღეს გიამბობთ დიეტაზე, რომელიც მხოლოდ ერთ კვირას გრძელდება და დროის დაკარგვის გარეშე 3-4 კგ-ს გარანტირებულად დაგაკლებინებთ. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რადგან მენიუ ნოყიერ ბრინჯს შეიცავს.

დიეტა ბრინჯსა და ვაშლზე

კვების გეგმა ორგანიზმის ღრმა წმენდასა და გაჯანსაღებაზე არის გათვლილი. ბრინჯი ნოყიერი და ადვილად ასათვისებელი პროდუქტია. ერთ კვირაში არა მხოლოდ ჭარბ წონას მოიშორებთ, არამედ წიდებისა და ჭარბი სითხისგან გათავისუფლდებით.

პირველი დღე

საუზმე: 1 ჭიქა რძე, 3 ბრინჯის პური ვაშლთან ერთად, ყავა

წახემსება: 2 ვაშლი

სადილი: 150 გრ გამომცხვარი ხეკი, ბოსტნეულის სალათი, 2 ბრინჯის პური.

სამხარი: ბანანი და ვაშლი

ვახშამი: 70 გრ ბრინჯი (მოხარშული) ყაბაყთან ერთად, კვერცხი და ვაშლი

მეორე დღე

საუზმე: იოგურტი ვაშლთან ერთად, ნახევარი მუჭა ნიგოზი, ყავა

წახემსება: ფორთოხალი და ვაშლი

სადილი: ძროხის ხორცის სტეიკი (ან 250 გრ მოხარშული ძროხის ხორცის ნაჭერი), 70 გრ მოხარშული ბრინჯი და ბოსტნეულის სალათი.

სამხარი: ვაშლი, ბანანი.

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, მოხარშული ან გამომცხვარი ბროკოლი ლიმონის წვენთან და ზეთთან ერთად, ვაშლი.

მესამე დღე

საუზმე: წყვილი ბრინჯის ორცხობილა (რეცეპტი ქვემოთ იხილეთ), ბრინჯის პური, 1 ჭიქა რძე, ყავა და ვაშლი.

წახემსება: ვაშლი

სადილი: 100 გრ ქათმის მკერდი (გამომცხვარი), მოხარშული ისპანახი ზეითუნის ზეთთან და ლიმონთან ერთად, 2 ბრინჯის პური.

სამხარი: 2 ვაშლი

ვახშამი: ფარშირებული ბულგარული წიწაკა ბრინჯთან ერთად (ღუმელში გამომცხვარი), ვაშლი და 100 გრ ხაჭო მწვანილთან ერთად.

მეოთხე დღე

საუზმე: იოგურტი, 1 მუჭა ნიგოზი, ვაშლი, ყავა

წახემსება: ვაშლი და ფორთოხალი

სადილი: ხაჭო მწვანილთან ერთად, 2 ბრინჯის პური, ბოსტნეულის სალათი

სამხარი: ვაშლი და 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი

ვახშამი: 70 გრ ბრინჯი და ქათმის კარი ერთი მკერდისგან, ვაშლი

მეხუთე დღე

საუზმე: 2 ბრინჯის ორცხობილა, 1 ჭიქა რძე და ვაშლი

წახემსება: ფორთოხალი

სადილი: ძროხის სტეიკი (250 გრ), ბოსტნეულის სალათი და 2 ბრინჯის პური

სამხარი: 2 ვაშლი

ვახშამი: რიზოტო სოკოთი, ნებისმიერი მწვანილი და ვაშლი

მეექვსე დღე

საუზმე: იოგურტი ვაშლთან ერთად და 1 მუჭა კაკალი

წახემსება: ვაშლი და ფორთოხალი

სადილი: 60 გრ მოხარშული ბრინჯი პომიდორთან და მოხარშულ ბროკოლთან ერთად

სამხარი: 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი და ვაშლი

ვახშამი: ბოსტნეულის წვნიანი 2 ბრინჯის პურთან ერთად, მოხარშული კვერცხი

მეშვიდე დღე

საუზმე: 1 ჭიქა რძე 2 ბრინჯის ორცხობილასთან ერთად, ვაშლი და 1 მუჭა ნიგოზი

წახემსება: ბანანი

სადილი: რიზოტო ბოსტნეულით და 100 გრ გამომცხვარი ქათმის მკერდი

სამხარი: 2 ვაშლი

ვახშამი: 150 – 200 გრ შემწვარი ქათმის მკერდი, მოხარშული ისპანახი ბოსტნეულთან და ლიმონის წვენთან ერთად, 2 ბრინჯის პური

როგორ ხედავთ, ბრინჯის პური და ვაშლი უნდა მოიმარაგოთ. ამ ორი პროდუქტის გარდა რაციონში საკმარისად ბევრი ცილა და ცხიმი შედის. დიეტის დროს ორგანიზმი ყველა აუცილებელ კომპონენტს იღებს, ამიტომ საათივით მუშაობს, მაგრამ დაბალი კალორიულობის გამო მის დიდხანს დაცვას ვერ შეძლებთ: წონაში ძალიან სწრაფად დაიკლებთ.

ახლა, გთავაზობთ გემრიელი, გლიუტენის გარეშე ბრინჯის ორცხობილის რეცეპტს.

ორცხობილა სახლის ბრინჯის ფქვილისგან

ბრინჯის ფქვილი შეგიძლიათ სახლის პირობებში მოამზადოთ. რა თქმა უნდა, ყავის საფქვავი ამოცანას გაამარტივებს, მაგრამ თუ არ გაქვთ, ბლენდერიც გამოდგება. ბლენდერი ასეთ დატვირთვას ვერ უძლებს, ამიტომ ამოცანა უნდა შეუმსუბუქოთ: მარცვლეული ტაფაზე გააცხელეთ, სანამ ბრინჯის სუნს არ იგრძნობთ, მაგრამ დიდხანს არ გააჩეროთ, რომ ფერი და გემო არ შეეცვალოს.

გახურების დროს მარცვლეული იცვლება, ის უფრო მტვრევადი ხდება და მისი დაქუცმაცება ადვილი იქნება. ბრინჯი დაფქვით და თქვენთვის საყვარელ რეცეპტში გამოიყენეთ.

ბრინჯის ორცხობილის რეცეპტი

  • 125 გრ ბრინჯი
  • 80 გრ შაქრის ფხვნილი
  • 3 კვერცხის გული
  • 5 ჩ/კ რძე
  • 90 გრ კარაქი
  • 60 გრ სიმინდის ფქვილი

გამდნარი კარაქი შაქრის ფხვნილს აურიეთ, კვერცხის გული და რძე დაუმატეთ და კარგად აურიეთ. დაფქული ბრინჯი და სიმინდის ფქვილი გამაფხვიერებელს აურიეთ და სითხეს დაუმატეთ. ცომი მოზილეთ. საკვებ ცელოფანში შეახვიეთ და 2 საათით მაცივარში შედგით. როგორც კი ცომი დაისვენებს, ორცხობილას ფორმები ამოჭერით და 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით გამოაცხვეთ.

იყო მოხდენილი მხოლოდ ლამაზს და სასარგებლოს არ ნიშნავს, ეს გემრიელიც უნდა იყოს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.