Connect with us

ჯანმრთელობა

ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე საშიში პროდუქტები, რომლებიც კიბოს პროვოცირებს

დღეისათვის, კიბო – ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა მსოფლიოში. ყოველწლიურად, ონკოლოგიურად დაავადებულთა რიცხვი სულ უფრო იმატებს, რაც ნამდვილად საგანგაშოა. კიბო სხვადასხვა მიზეზის გამო ჩნდება: მემკვიდრული წინასწარგანწყობილება, ჰორმონალური ფაქტორები, ბიოლოგიური ფაქტორები, ქიმიური და ფიზიკური კანცეროგენები.

ამ მიზეზების გარდა, ონკოლოგიურად დაავადების ალბათობა არანაკლებ დამოკიდებულია იმაზეც, რასაც ვჭამთ. ონკოლოგებმა შეადგინეს იმ პროდუქტების სია, რომლებიც ქიმიურ კანცეროგენებს შეიცავს, მათი მოხმარება კი მნიშვნელოვნად ზრდის კიბოსა და ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენა/განვითარების რისკს.

კიბოს გაჩენის პროფილაქტიკისთვის, ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხეთ რაციონიდან შემდეგი პროდუქტი:

1. ალკოჰოლი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია(ჯმო) ალკოჰოლს, მოწევის შემდეგ, კიბოს გაჩენის ყველაზე მთავარ მიზეზად ასახელებს. ხშირად, სპირტიანი სასმელების მომხმარებლებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების კიბო უჩნდებათ, მათ შორის, ნაწლავების, საყლაპავი მილის, ღვიძლის, პირის ღრუსა და კისრის არეშიც.

ალკოჰოლში მთავარი კანცეროგენი ეთანოლია. იგი, ორგანიზმის მიერ გადამუშავების პროცესში, გარდაიქმნება ძმარმჟავის ალდეჰიდად, რომელიც მუტაციას იწვევს უჯრედებში და მიდრეკილს ხდის ავთვისებიანი ცვლილებებისკენ.

2. მარილი

ადამიანი, რომელიც ჭარბი რაოდენობით მარილს მოიხმარს, ორგანიზმში ქლორის დაგროვებით რისკავს, რაც ონკოლოგიური დაავადებების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია.

მარილიანი პროდუქტის რეგულარული მოხმარება ზრდის კუჭის კიბოთი დაავადების რისკს, ამასთან, მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით მამაკაცებს ახასიათებთ.

3. ძეხვეული

ძეხვები, განსაკუთრებით, შებოლილი, შეიცავს საკვებ დანამატს – ნატრიუმის ნიტრატს(E250), რომელიც სიმსივნური უჯრედების განვითარებას იწვევს.

ნატრიუმის ნიტრიტი პოპულარული საკვები დანამატია, რომელსაც საკვები საღებავისა და კონსერვანტის სახით იყენებენ ხორცპროდუქტებში. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ძეხვეულის მომხმარებლებს ყველაზე ხშირად უვითარდებათ ნაწლავების კიბო.

4. ტკბილი გაზიანი სასმელები

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ორი ჭიქა ტკბილი გაზიანი სასმლის მოხმარება კვირაში ზრდის კუჭქვეშა ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს ორჯერ! ეს იმიტომ, რომ ასეთი სასმელი უამრავ კანცეროგენს, არომატიზატორსა და შაქრისშემცვლელს შეიცავს.

5. სწრაფი კვება

ცუდი ამბავი ფასტფუდის მოყვარულთათვის.. კვლევების დანახმად, სწრაფი კვების პროდუქტის რეგულარული მოხმარებით, ადამიანები არამხოლოდ საჭმლის მონელების პრობლემებს იქმნიან, არამედ უფრო მიდრეკილი ხდებიან სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს მიმართ.

იმისათვის, რომ კიბოს თავი არ გაანადგურებინოთ, უარი თქვით მავნე ჩვევებზე, იკვებეთ სწორად, მიჰყევით ცხოვრების აქტიურ წესს და არ მიენდოთ სიზარმაცეს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.