Connect with us

ჯანმრთელობა

აი რა არის პირში უსიამოვნო სუნის გამომწვევი მთავარი მიზეზი. მოიშორეთ ის მარტივად

პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა კბილის პასტის, ჯაგრისისა და სპეციალური ძაფის გამოყენებით ყოველთვის სასურველ შედეგს ვერ იძლევა. გაწუხებთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუში? გაინტერესებთ მისი გამომწვევი მთავარი მიზეზი და პრობლემის გადაჭრის გზა? მაშინ განაგრძეთ სტატიის კითხვა…

საცობები ყელში

ამ მოყვითალო-მოთეთრო საცობებისთვის ძალზედ უსიამოვნო სუნია დამახასიათებელი. რგორც წესი, მათი წარმოქმნის მთავარი მიზეზი ყელის და ნუშურა ჯირკვლების ქრონიკული ანთებითი დაავადებებია – ტონზილიტი.

ხალხური მედიცინა გვთავაზობს საშუალებას, რომელიც მარტივად და ეფექტურად გვაშორებს ტონზილიტურ საცობებს.

სოდის გამოვლება

200 მლ თბის წყალში გახსენით 0,5 ჩ.კ სოდა, 0,5 ჩ.კ მარილი და 2-3 წვეთი იოდი. მიღებული ხსნარი გამოივლეთ დღეში 2-3-ჯერ. მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ სითხე არ გადაყლაპოთ.

არყის გამოვლება

ძალზედ უცნაური, თუმცა ეფექტური მეთოდი. ამ პროცედურის შემდეგ უკეთესი იქნება, თუ საჭესთან არ დაჯრებით…

ბალახებით მკურნალობა

შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით გვირილის, სალბის და ფარსმანდუკის მშრალი ყვავილები. 2 ს.კ მიღებულ ნარევს დაასხით მდუღარე წყალი და მიეცით ოთახის ტემპერატურაზე გაგრილების საშუალება. გაფილტრეთ ნარევი და გამოივლეთ სითხე პირის ღრუში. ეს საშუალება ძალზედ ეფექტურია!

მექანიკურად ტონზილიტური საცობების მოშორება სახლის პირობებში ძალზედ სახიფათოა. ამ პროცედურისთვის უმჯობესია მიმართოთ ექიმს.

იზრუნეთ საკუთარ თავზე და არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება!