Connect with us

ყვავილები

1 წვეთი იოდი და საკუთარ ბაღს ვეღარ იცნობთ. ფიტოფტოროზი, ნაცროვანი სოკო და მავნებლები მის წინააღმდეგ უძლურია

იოდი არა მხოლოდ დაზიანებულ მუხლებს შველის, არამედ მოსავალს მავნებლებისგან იცავს! ის მცენარეებს ფიტოფტოროზს და ნაცროვან სოკოს მოაშორებს, ფესვებს და ნაყოფს ლპობისგან დაიცავს, ნერგებს გამოკვებავს და მოსავალს გაზრდის…

დღეს გიამბობთ, თუ რით არის სასარგებლო იოდი მცენარეებისთვის. ასევე მებაღეობაში მისი გამოყენების ყველაზე პოპულარულ ხალხურ მეთოდებს გაგაცნობთ.

იოდი მცენარეებისთვის

იოდი მცენარის ფიზიოლოგიური პროცესების ნორმალურად ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის ცალკეული ამინომჟავებისა და ცილების სინთეზში, სუნთქვაში, ფოტოსინთეზსა და აზოტის ცვლაში მონაწილეობას. ამასთან, ბუნებრივ ანტისეპტიკსაც წარმოადგენს.

ეს მიკროელემენტი ბევრი სახეობის სოკოს, ვირუსსა და ბაქტერიას აქტიურად ებრძვის – განსაკუთრებით ეფექტურია ფიტოფტოროზის, ნაცროვანი სოკოს და ლპობის საწინააღმდეგოდ. იოდი მცენარეს ნორმალური განვითარებისთვის, ბუტონიზაციისა და ნაყოფის განვითარებისთვის აუცილებელია.

მცენარეში იოდის დეფიციტი სხვადასხვა დაავადების მიმართ მის მდგრადობას ამცირებს. იოდის დეფიციტის მიზეზი შეიძლება იყოს ნიადაგში ამ ელემენტის არასაკმარისი რაოდენობა (განსაკუთრებით ეს ეხება ტორფის და მოოქროსფერო ნიადაგებს, მსუბუქ ქვიშნარს, ასევე ორგანული დეფიციტის სუბსტრატებს).

იოდისთვის ძალიან მჟავე ნიადაგი არახელსაყრელია. მათში იოდი წამიერად ქვედა ფენებში გადადის და მცენარისთვის მიუწვდომელი ხდება. ბუნებრივი იოდით ყველაზე მეტად მდიდარია შავი ნიადაგი.

მცენარეში ამ ელემენტის დეფიციტის ვიზუალურად განსაზღვრა რთულია, რადგან მისი ნაკლებობის ნიშნები ძალიან ზოგადია, ზოგიერთი კი სხვადასხვა დაავადების, მავნებლის მოქმედებას და მცენარის გაყინვის ნიშნებს ემთხვევა.

სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია იოდის დამატებითი საკვები მცენარეს პროფილაქტიკის მიზნით მაინც მიაწოდოთ. ეს აგარაკის ნაკვეთისთვის ზედმეტი არ იქნება და მცენარეს ზიანს არ მიაყენებს.

ნერგების სასუქი იოდის ხსნარით

ნერგების იოდით მორწყვა მის სწრაფად ზრდას ხელს უწყობს. განვითარების ადრეულ ეტაპზე ეს ელემენტი გარემოს მავნე ფაქტორებისა და სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ მცენარის მაღალი მდგრადობის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს.

იოდის ხსნარით გამოკვება სასარგებლოა პომიდვრის, წიწაკის, კიტრის, ბადრიჯნის და კომბოსტოს ნერგებისთვის. სამუშაო ხსნარის დასამზადებლად 1 წვეთი იოდი 3 ლ წყალში გახსენით. კარგად აურიეთ და ნერგები ძირში მორწყეთ. ნერგების იოდით გასამდიდრებლად ასეთი ერთჯერადი მორწყვა საკმარისი იქნება.

რედაქციის რჩევა

იოდის სპირტიანი ხსნარის ასეთმა მცირე რაოდენობამაც კი მცენარე შეიძლება დაწვას, განსაკუთრებით ახალგაზრდა მცენარე. სწორედ ამიტომ იოდით მანიპულაციის დროს ყურადღება მიაქციეთ, რომ ხსნარი ღეროს ან ფოთლებს არ მოხვდეს. თუ ეს დასანამი საშუალებაა – დოზები მკაცრად დაიცავით.

იოდი ფიტოფთოროზის საწინააღმდეგოდ

ძაღლყურძენასებრთა კულტურის სახიფათო დაავადება ფიტოფთოროზი არის. დაავადების გამომწვევი სოკო მცენარეზე ნიადაგიდან, სარეველებიდან და ბაღის ინსტრუმენტებიდან ხვდება.

განსაკუთრებით ხშირად ცივ, სველ ამინდში პომიდორი და კარტოფილი ავადდება. ფიტოფთოროზისგან მცენარეების შეფუთვა ვერ დაგიცავთ. მცენარის არა მხოლოდ ფოთლები, არამედ ნაყოფი და ფესვებიც იტანჯება.

მცენარეზე ფიტოფთოროზის გაჩენის პირველი ნიშანი ფოთლების შიგნითა მხარეს ყავისფერი ლაქების გაჩენაა. თანდათანობით ფოთოლი ყვითლდება და პათოგენის აქტიურობის გამო ხმება. პომიდვრის დასაცავად იოდის ხსნარი გამოიყენეთ.

დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, როცა პირველი აღმონაცენები გამოჩნდება, მცენარე 15 წვეთი იოდის, 10 ლ წყლის და 1 ლ უცხიმო რძის ნარევით დანამეთ. ასეთი დამუშავება 2-3-ჯერ ორკვირიანი ინტერვალით ჩაატარეთ.

იოდი ნაცროვანი სოკოს საწინააღმდეგოდ

ნაცროვანი სოკო მებაღეების ნამდვილი მტერია. ხშირად აზიანებს მოცხარს, ხურტკმელასა და კოწახურს. აწამებს კიტრს, პომიდორსა და გოგრას. თავს ესხმის ნაზ ვარდებს, ფლოქსს, იორდასალამსა და ქრიზანთემას.

ნაცროვანი სოკოს საწინააღმდეგოდ დაგეხმარებათ ხსნარი 1 მლ იოდისა და 1 ლ უცხიმო რძისგან ან 9 ლ წყალში გახსნილი შრატი (ხსნარს შეგიძლიათ 1 ს/კ თხევადი საპონი დაუმატოთ). მორწყვა ყოველ ორ კვირაში ერთხელ შეგიძლიათ გაიმეოროთ, სანამ დაავადება მთლიანად არ გაქრება.

ასეთი იოდის ხსნარის „გვერდითი ეფექტი“ შეიძლება გახდეს გაზრდილი ნაყოფიერება, ასე რომ ნაცროვანი სოკოს გარეშეც ამ ხსნარის კიტრსა და ყაბაყზე გამოყენება ზედმეტი არ იქნება.

იოდი მავნებლების საწინააღმდეგოდ

ისეთი მავნებლები, როგორიცაა ცხვირგრძელა და მაისის ხოჭოს მატყლი, იოდის ხსნარს ვერ იტანენ. მაისის ხოჭოს საწინააღმდეგოდ ასეთი ხსნარი მოამზადეთ: 20 მლ იოდი 10 ლ წყალში გახსენით. თითოეული ბუჩქი 1 ლ ხსნარით მორწყეთ.

თუ მატყლი ახალგაზრდა მოცხარის ბუჩქებს აზიანებს, 5 ლ ამ ხსნარით მცენარე გაზაფხულსა და შემოდგომაზე სეზონურად მორწყეთ.

თუ ხედავთ, რომ მცენარე კვდება, ან ჭკნება, 5 დღის ინტერვალით 3-ჯერ იოდის ხსნარით მორწყეთ: 20 მლ 10 ლ წყალში გახსენით.

პროფილაქტიკა ცხვირგრძელას გაჩენის საწინააღმდეგოდ – კენკრა ადრეულ გაზაფხულზე დაამუშავეთ (როცა ნიადაგი ჯერ კიდევ თოვლით არის დაფარული). ამისთვის 10 ლ წყალში 1 ჩ/კ იოდი გახსენით.

იოდი, როგორც მცენარეების სასუქი და მკვებავი ნივთიერება

იოდი მცენარეებში არა მხოლოდ ანტისეპტიკური და ბაქტერიოციდული თვისებების გამო გამოიყენება, არამედ როგორც უნივერსალური მკვებავი ნივთიერება. ასეთი სასუქი დადებით გავლენას ახდენს კომბოსტოზე, კიტრზე, პომიდორზე, წიწაკსა და ბაღის მარწყვზე.

პომიდვრის, კიტრის და წიწაკის გამოსაკვებად (როგორც სათბურში, ასევე ღია მიწაში) 10 ლ წყალში გახსნილი 40 წვეთი იოდის ხსნარი გამოიყენეთ. ამ ხსნარით 0,5 ლ თითოეული მცენარე პირველი ყვავილების გამოჩენისთანავე მორწყეთ. იოდის სასუქი 3-4 კვირაში ერთხელ გამოიყენეთ.

ამ ხსნარით 1 ლ კომბოსტო ფორმირების პირველივე ეტაპზე მორწყეთ.

იოდი ოთახის მცენარეებისთვის

შეიძლება იოდი არა მხოლოდ ბოსტნეულისა და მწვანილებისთვის, არამედ ოთახის მცენარეებისთვის გამოვიყენოთ? რა თქმა უნდა, ასეთი სასუქი განსაკუთრებით კარგი იქნება დასუსტებული მცენარეებისთვის. ყვავილების იოდით მორწყვა მხოლოდ სველ ნიადაგში ხდება და სასურველია ქოთნის კუთხეებში მორწყათ, რომ მცენარის ფესვები არ დაწვათ.

როგორც ხედავთ, გონივრული დოზის გამოყენების შემთხვევაში იოდი არა მხოლოდ ადამიანს, არამედ ოთახის და ბაღის მცენარეებს გამოადგება.

თუ სტატია თქვენთვის ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
2 Comments

2 Comments

  1. gio

    March 12, 2019 at 9:42 pm

    ამ ხსნარით 1 ლ კომბოსტო ფორმირების პირველივე ეტაპზე მორწყეთ.???

  2. გელა

    March 18, 2019 at 11:34 pm

    ვაზზე თუ შეიძლება მისი გამოყენება და რა დოზით გავაზავოთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.