Connect with us

ჯანმრთელობა

თავის ტკივილის დასამარცხებლად აბების ნაცვლად, უბრალო პირსახოცს ვიყენებ, ძალიან ეფექტურია

ვისაც თავის მწვავე ტკივილები ერთხელ მაინც გამოუცდია, ამ ინფორმაციას უყურადღებოდ არ ჩაუვლის. თავის მასაჟს შეუძლია პრობლემური ზონის სისხლით მომარაგება, დაძაბულობის მოხსნა და ტკივილის შემსუბუქება. გთავაზობთ მეთოდიკას, რომელიც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით მოქმედებს – თავის მასაჟი ჩვეულებრივი პირსახოცით.

ცნობილი ფაქტი: თავის ტვინის ნერვულ ქსოვილებში არაა განლაგებული რეცეპტორები, რომლებიც ტკივილს აღიქვამს. თუ თავი გტკივათ, ესე იგი, დისკომფორტი თავის ქალაში, ნერვებში, სისხლძარღვებში, კისრის კუნთებში, თვალებში ან კანქვეშა ქსოვილში გაჩნდა. თავში არსებული სისხლძარღვების გაფართოება ან შევიწროება – თავის მწვავე ტკივილების ძირითადი მიზეზებია.

მასაჟი პირსახოცით – მოქმედი საშუალება თავისა და კისრის ზონაში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, რაც ტკივილის სიმპტომებს მოხსნის. ამასთან, თავის მასაჟი ძალიან სასიამოვნოა!

თავის სამკურნალო მასაჟი პირსახოცის გამოყენებით

  1. აიღეთ შესაფერისი პირსახოცი – ძალიან სქელი არ გამოგადგებათ, საუკეთესო არჩევანია ვაფლისებრი. დაახვიეთ იგი მჭიდრო მილაკად, სპირალური მოძრაობებით.
  2. მჭიდროდ მიიდეთ პირსახოცი კეფასთან. დაიჭირეთ ორივე ხელით სხვადასხვა მხარეს, დაჭიმულ მდგომარეობაში.
  3. ამოძრავეთ პირსახოცი კისრის, თავისა და მხრების გავლით. შეასრულეთ მოძრაობა რიტმულად, ცოტათი გახსენით პირსახოცი, რომ მასაჟი უფრო ინტენსიური გახდეს.
  4. პროცედურა გააგრძელეთ 3-5 წუთის განმავლობაში – ასეტი სტიმულაცია საკმარისი იქნება მსუბუქი ტკივილის მოსაშორებლად. თუ ტკივილი არ გაქრა, შეისვენეთ 10 წუთით და გაიმეორეთ მასაჟი.

მანუალური თერაპევტები თვლიან, რომ თავის ტკივილების ყველაზე გავრცელებული მიზეზი – სპაზმია. პირსახოცით მასაჟი ადუნებს კისრისა და თავის ზონებს, ხელს უწყობს სპაზმების გაქრობას, დადებითად მოქმედებს ხერხემლის დაჭიმულობაზე საყელოს ზონაში.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.