Connect with us

ყვავილები

სად ჯობს ფულის ხის დადგმა: მებაღეების რჩევები მოვლის შესახებ

სად ჯობს ფულის ხის დადგმა

ეს რეკომენდაციები დაგეხმარებათ, რომ ნეფრიტის მცენარე ჯანმრთელად გაიზარდოს. ექსპერტებმა ასევე განმარტეს, სად ჯობს „ფულის ხის“ დადგმა, რათა სახლს სიმრავლისა და კეთილდღეობის სიმბოლური მნიშვნელობა შემატოს.

შიდა მცენარეების მრავალი სახეობა არსებობს, თუმცა ზოგი მათგანი განსაკუთრებით იპყრობს ყურადღებას თავისი გამორჩეული იერითა და შედარებითი უპრეტენზიობით.

რა არ უყვარს „ფულის ხეს“

სპეციალისტები გვირჩევენ, „ფულის ხე“ კარგად დრენირებულ ნიადაგში დარგოთ. „სწორი ნიადაგის ნარევი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნეფრიტის მცენარეს ფესვების გარშემო ბევრი ჟანგბადი სჭირდება“, — განმარტავს ელდრედ შტაინკოპფი.

მოერიდეთ მცენარის ზედმეტად დიდ ქოთანში გადარგვას. შტაინკოპფის თქმით, სჯობს „დოლარის ხე“ შედარებით პატარა ქოთანში იყოს, ვიდრე ძალიან დიდში. მიზეზი ისაა, რომ ამ მცენარეს ფესვთა სისტემა ძლიერად არ აქვს განვითარებული; დიდ ქოთანში ზედმეტი ნიადაგი დიდხანს ნესტიანდება, რაც ფესვების ლპობის რისკს ზრდის.

რამდენი სინათლე სჭირდება „ფულის ხეს“

ამ კატეგორიას მიეკუთვნება ნეფრიტის მცენარე — მსუქანა ოვალური (Crassula ovata), რომელსაც ხშირად „ფულის ხედაც“ მოიხსენიებენ, წერს Veranda. ნეფრიტის მცენარეს ზოგჯერ უწოდებენ „ფულის ხეს“, „ბედნიერების ხეს“, „დოლარის ხეს“ ან „მეგობრობის ხეს“.

სად უნდა დავდგათ „ფულის ხე“

„ითვლება, რომ ეს მცენარე იღბალს მოაქვს და ფენგ-შუის მიხედვით მას ხშირად შესასვლელ კართან დგამენ, რათა სიმდიდრე სახლს შემოიზიდოს“, — ამბობს ოთახის მცენარეების სპეციალისტი ელდრედ შტაინკოპფი.

„ნეფრიტის მცენარეს მაქსიმალურად ბევრი მზე სჭირდება. თუ სინათლე აკლია, ის გაიწელება — ანუ მზისკენ ზრდას დაიწყებს. ამას ხშირად მოჰყვება ისიც, რომ მცენარე რბილდება და ვეღარ დგას სწორად და მყარად, როგორც უნდა“, — განმარტავს ის.

იდეალურ შემთხვევაში, მცენარეს დღის განმავლობაში რამდენიმე საათით პირდაპირი მზის სხივებიც უნდა ხვდებოდეს. „ყველაზე კარგი ვარიანტია დასავლეთისკენ ან სამხრეთისკენ მიმართული ფანჯარა“, — დასძენს მებაღე ლესლი ფ. ჰალეკი.

მისივე თქმით, მცენარისთვის ძალიან ხელსაყრელია აგრეთვე აივანი ან ტერასა, თუ იქ დილის მზე ხვდება, ან დღის განმავლობაში გაფანტული სინათლეა.

როგორ უნდა მორწყათ ფულის ხე

„მცენარე საფუძვლიანად მორწყეთ. დარწმუნდით, რომ ქოთანს აქვს დრენაჟის ხვრელი და წყალი თავისუფლად გადის. ხელახლა მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როცა ნიადაგი თითქმის მთლიანად გამოშრება. ზედმეტი ტენიანობა ფესვების ლპობას იწვევს“, — ამბობს შტაინკოპფი.

ჰალეკიც აღნიშნავს, რომ „ფულის ხეს“ მორწყვებს შორის გამოშრობა აუცილებლად სჭირდება.

„თუ გეჩვენებათ, რომ მცენარე ზედმეტი მორწყვისგან ზიანდება, მისი უფრო ნათელ ადგილზე გადატანა ან ფიტოლამპის დამატება ხშირად საუკეთესო გამოსავალია“, — ურჩევს ის.

Advertisement
Advertisement