ტესტები
აირჩიეთ ერთი სიმინდი და გაიგეთ, რას გიმზადებთ ზაფხულის ბოლო თვე
შეხედეთ ამ მწიფე სიმინდს, აირჩიეთ ერთი და გაიგეთ, რას გიმზადებთ ზაფხულის ბოლო თვე. ეს სწრაფი და მარტივი ტესტია ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რომლის დახმარებით გაიგებთ, რა უნდა შეცვალოთ ცხოვრებაში, რომ თავი უკეთ იგრძნოთ.
ტესტი ფსიქიკურ მდგომარეობაზე
თუ ნომერ პირველი სიმინდი აირჩიეთ, დასვენება და ცოტა პირადი სივრცე გჭირდებათ. დაიღალეთ პასუხისმგებლობით, რომელიც თქვენს სუსტ მხრებს თავად დააკისრეთ. უნდა გააცნობიეროთ, რომ ყველა პრობლემას მარტო ვერ გაუმკლავდებით ისე, რომ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ.
დასვენება და სამსახურში პაუზის აღება ძალიან მნიშვნელოვანია. ზედმეტი არ იქნება, თუ ახლობლებს დახმარებას სთხოვთ. უბედურებაში ნამდვილად არ მიგატოვებენ. გირჩევთ, აგვისტოში მცირე მოგზაურობა დაგეგმოთ. ბუნებაში წადით და სცადეთ, არაფერზე იფიქროთ. ახლა გადატვირთვა ყველაზე მეტად გჭირდებათ!
თუ მეორე სიმინდი აირჩიეთ, თქვენი ავანტიურიზმი მხოლოდ შესაშურია. მზად ხართ, პირველივე დაძახებაზე ნებისმიერ წვეულებაზე წახვიდეთ, თუნდაც შუაღამით დაიწყოს. მეგობრებთან ურთიერთობა, ახალი ნაცნობები და სასიამოვნო დროსტარება – აი, რა გელით ზაფხულის ბოლო თვეს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია.
თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე უფრო მეტად უნდა იზრუნოთ. ახალი მშვიდი ჰობი იპოვეთ. მაგალითად, ხელსაქმე ან რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა. იოგაც კარგი ვარიანტია, დამშვიდებაში დაგეხმარებათ. როგორც ჩანს, ეს სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ!
ტესტის გაშიფვრა
თუ ნომერ მესამე სიმინდი აირჩიეთ, კომფორტს შეჩვეული ხართ და ზუსტად იცით, რა გჭირდებათ. ალბათ, თქვენი აგვისტო წუთებში გაწერილია. მოქმედების მკაფიო გეგმა გაქვთ, რომელშიც შედის სამსახური, მეგობრებთან შეხვედრა და მარტო დასვენება.
მართალია, ზოგჯერ იღლებით იმით, როგორი დაგეგმილია თქვენი ცხოვრება. გირჩევთ, გაატაროთ რამდენიმე დღე ისე, რომ მთელი ორგანიზაცია სხვის ხელში იყოს. მუდმივი აზრობრივი პროცესისგან და თქვენი ცხოვრების კონტროლისგან დასვენება გჭირდებათ. შემთხვევითობას ენდეთ!
თუ მეოთხე სიმინდი აირჩიეთ, აგვისტოში ბევრი საინტერესო შემთხვევა გელით. მოკრძალებული ადამიანი ხართ, თუმცა, როგორც ამბობენ, დამდგარ წყალში ბევრი ბაცილებიაო. თქვენს ცხოვრებაში ახალი ხალხი, შესაძლოა თქვენი სიყვარული, რომ შემოუშვათ, გათავისუფლება გჭირდებათ.
რა თქმა უნდა, არ მოგიწოდებთ, თქვენი ცხოვრება თვითნებაზე მიუშვათ, თუმცა ზოგჯერ სიგიჟე არ გაწყენთ. მაგალითად, ოდესმე გიცურავიათ შიშველს? დარწმუნებული ვართ, ეს გამოცდილება სულ სხვა მხარეს დაგანახებთ. უბრალოდ სცადეთ!
ასეთი ტესტები იძლევა იმედს და შეგრძნებას, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია. სინამდვილეში ხომ სწორედ ასეა! გისურვებთ, აგვისტომ მხოლოდ ნათელი შთაბეჭდილებები გაჩუქოთ.