Connect with us

საკითხავი

დანა ამ ხსნარში ჩადეთ და გალესვას სამუდამოდ დაივიწყებთ. საპარსზე ბასრი გახდება

ჩვეულებრივ, დანას საკუთარი ხელით სახლის პირობებში ვლესავთ. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთ სამზარეულოში ბლაგვი დანები ნორმაა, ბევრ დიასახლისს ასეთი ხელსაწყო არ მოსწონს. თუ ოჯახის უფროსი თავის მოვალეობებს ვერ ასრულებს, ქალს  უწევს ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოს, ანუ მოიფიქროს, როგორ გალესოს დანა დამოუკიდებლად.

დანების გალესვა საკუთარი ხელით

ადრე მსგავსი პრობლემა მარტივად გვარდებოდა: ქალაქის ქუჩებში დადიოდნენ ხელოსნები, რომლებიც ურიკას სალესი ჩარხით მიათრევდნენ. სპეციალისტები ყველა მსურველს მჭრელ იარაღებს ულესავდნენ. ხელოსნების ძახილზე დიასახლისები რიგში დგებოდნენ, რომ სამზარეულოს დანები გაელესათ. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა სტაციონარული სახელოსნოები, სადაც ინსტრუმენტებს სპეციალურ ელექტრო ჩარხზე ლესავდნენ.

ცოტა ხნის წინ ქალაქის დიასახლისს შეეძლო სადარბაზოში კიბესთან გასულიყო, რომ სამზარეულოს დანა ბეტონის საფეხურზე სწრაფად გაელესა. სოფელში ამ მიზნით მიდიოდნენ ელექტროგადამცემი ხაზის უახლოეს ბეტონ საყრდენთან.

მალე მოქალაქეებმა დანების გალესვა სახლიდან გაუსვლელად დაიწყეს. ამას ხელი შეუწყო თვითმლესავი დანების და ყველა სახის მოწყობილობის გამოგონებამ, რომელსაც სწრაფად და მარტივად ნებისმიერი პირის გალესვა შეეძლო.

დანებს ჩვეულებრივი სალესი ქვით ან მოდური სალესით ლესავენ. ყველა ყიდულობს მისი გემოვნების და ფასის მიხედვით, რადგან მაღაზიებში მსგავსი ნივთების ასორტიმენტი ძალიან დიდია და მუდმივად ფართოვდება.

როგორ გავლესოთ დანები

თუ სპეციალური სალესი არ გაქვთ, დანების გასალესად ხელმისაწვდომი მასალები გამოიყენეთ.

1. გამოგადგებათ კერამიკული ჭურჭელი. დანის პირი რამდენჯერმე სწრაფად გადაატარეთ თეფშის ან ჭიქის ძირში ყველაზე ხორკლიან ადგილზე. მყარი ზედაპირი სალესი ქვის როლს შეასრულებს.

2. დანის სალესად გაუპრიალებელი მინის კიდეც გამოგადგებათ. დანა უხეში კიდის გასწვრივ გადაატარეთ, როგორც ეს სალეს ქვაზე კეთდება. სალესად მინის პატარა ნატეხიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. უსაფრთხოების წესები დაიცავით და ხელთათმანი აუცილებლად გაიკეთეთ.

3. ფრჩხილის ქლიბი გამოიყენეთ. დანამ საჭირო სიბასრე რომ მიიღოს, ქლიბის ხორკლიანი ზედაპირზე გახეხეთ.

4. დანის სალესად გამოგადგებათ ბრტყელი ქვა გლუვი ზედაპირით. დანა ორივე მხარეს ქვაზე რამდენჯერმე გადაატარეთ, სახელურიდან დანის წვერისკენ იმოძრავეთ. კიდევ ერთი მეთოდი: ორ ერთმანეთზე მჭიდროდ მიდებულ ქვას შორის რამდენჯერმე გაატარეთ.

5. გამოცდილი მზარეულები დანებს ერთმანეთზე ენერგიულად გასმით ლესავენ.

6. ორად გაკეცილი ზუმფარის ქაღალდი სალესად გამოგადგებათ. მასში დანა მოათავსეთ, მჭიდროდ მიადეთ და შემდეგ გაატარეთ. რამდენჯერმე გაიმეორეთ.

7. სამზარეულოს დანის სალესად კუთხესახეხი მანქანის ძველი წრე შეგიძლიათ გამოიყენოთ. აბრაზიულ ზედაპირზე დანის პირი რამდენჯერმე გადაატარეთ.

რეკომენდებულია, რომ ზოგიერთი სალესი ქვა გამოყენებამდე წყლით ან ზეთით დაასველოთ. ზოგი ექსპერიმენტატორი გირჩევთ, რომ ქვა არა მხოლოდ დაასველოთ, არამედ დანის პირი 5 წუთი მარილიან სითხეში გააჩეროთ, რომ ეფექტურად გაილესოს და ბასრი გახდეს.

ხსნარის მოსამზადებლად 1 ლ წყალში 2 სუფრის კოვზი ქვის მარილის გახსნა საკმარისია. მსგავსი პროცედურა რეკომენდებული არაა, თუ დანის პირი საეჭვო ხარისხის ფოლადისგან დამზადებულია.

დანის დამოუკიდებლად გალესვა რომ ისწავლოთ, იაფ მოდელებზე ვარჯიშით დაიწყეთ. ასეთის გაფუჭება არ დაგენანებათ.

Advertisement