Connect with us

საკითხავი

კარგი რჩევები, სად დავმალოთ ტელეფონი სანაპიროზე, რომ არ მოგვპარონ

ზაფხული ნანატრი შვებულების დროა, თუმცა დასვენებისას სიფხიზლე არ უნდა მოადუნოთ.  სასიამოვნო დროსტარებისას ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ქურდობის მსხვერპლი გახდეთ. ბოროტმოქმედების ყველაზე გავრცელებული ობიექტებია ფული და სმარტფონი.

მაშინაც კი, თუ სანაპიროზე მარტო არ ხართ, ნივთების შენახვის საკითხი ღია რჩება. ჩანთა, პირსახოცი ან საბურველი არაკეთილმოსურნეებისგან საიმედოდ ვერ დაგიცავთ. როგორ შევინახოთ ნივთები, დავიცვათ ფული და სად დავმალოთ ტელეფონი სანაპიროზე? Аlltime.ge–ს რედაქცია ამის შესახებ დეტალურად გიამბობთ.

სად დავმალოთ ტელეფონი სანაპიროზე: პოპულარული ხრიკები

ტელეფონის, ფულის, საბუთების და გასაღებების შესანახად საუკეთესო მეთოდია მათი სახლში დატოვება. თუ ეს შესაძლებელია, პრობლემა მოგვარებულია. თუ სანაპიროზე რამდენიმე ფოტოს გადაღება ან რაიმეს შეძენა გსურთ, წინასწარ იზრუნეთ, როგორ შეინახავთ ნივთებს უსაფრთხოდ.

ცოტა ხნის წინ გავიგე ერთი ხრიკის შესახებ, რომლის დახმარებით შეგიძლიათ დასვენებით ისიამოვნოთ და ნივთების უსაფრთხოებაზე არ იდარდოთ. ხრიკს ტიკტოკის მომხმარებელი აზიარებს. ვიდეომ 3 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი ნივთი, ჰერმეტული პლასტმასის ან მინის კონტეინერი. მასში სმარტფონი და სხვა ძვირფასეულობა ჩადეთ. ქვიშაში პატარა ორმო ამოთხარეთ, იქ კონტეინერი მოათავსეთ და ზემოდან ქვიშა მოაყარეთ. ბოლოს სამალავს პირსახოცი დააფარეთ.

მართალია, ზოგიერთმა კომენტატორმა ამ მეთოდის მინუსები აღნიშნა. ზოგი დარწმუნებულია, რომ გამოცდილი ქურდები ყოველთვის თვალყურს ადევნებენ, ვინ და სად ინახავს ნივთებს. სხვები თვლიან, რომ აურზაურში შეგიძლიათ დაგავიწყდეთ ძვირფასი კონტეინერის არსებობა ან ვერ გაიხსენოთ, სად დამალეთ. ზოგი აღნიშნავს, რომ ბევრი კენჭებიან სანაპიროზე ისვენებს. მეთოდი კენჭებზე უპრობლემოდ შეგიძლიათ გამოცადოთ!

სად დავმალოთ ძვირფასი ნივთები სანაპიროზე

გაჯეტი და ფული არა მხოლოდ ქურდებისგან, არამედ წყლისა და ქვიშის გავლენისგანაც უნდა დაიცვათ. ამაში დაგეხმარებათ შემდეგი ხრიკები.

ძვირფასეულობა წყალგაუმტარ ჩანთაში

ონლაინ ან სპეციალიზებულ მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური ქეისი ან ჩანთა სმარტფონისთვის. პირველ რიგში, წყალგაუმტარი ნივთი თქვენს ქონებას წყლის ან ქვიშის ზემოქმედებისგან დაიცავს. მასში შეგიძლიათ შეინახოთ სამკაული, მანქანის ან სასტუმროს გასაღები ან სხვა მნიშვნელოვანი წვრილმანი. მოსახერხებელია ისიც, რომ მსგავსი ქეისი (ჩანთა) ხელზე, ფეხზე ან წელზე შეგიძლიათ დაიმაგროთ.

ნივთები სპეციალურ პაკეტში

ნივთები შეგიძლიათ არსად დატოვოთ, არამედ თან ატაროთ. ამისთვის სპეციალური ჰერმეტული პაკეტები შექმნეს. წყალგაუმტარია და ექსტრემალურ სპორტში აქტიურად გამოიყენება. ასეთი მოწყობილობა ტურისტულ ან სპორტულ განყოფილებებში იყიდება. ზღვაზე ცურვას ნამდვილად გაუძლებს. მსგავსი ნივთის ბევრი ვარიანტი არსებობს: თასმებით, შარვალზე და საცურაო კოსტიუმზე მისამაგრებლით, ყელისთვის ან წელისთვის. ზოგიერთ ვარიანტს სპეციალური გარსი აქვს, რომლიდანაც ტელეფონის გამოყენება პირდაპირ წყალში შეგიძლიათ. გახსოვდეთ, რომ ამ მოწყობილობით ჩაყვინთვა უსაფრთხო არაა, რადგან პაკეტი საკმაოდ მსუბუქია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოსრიალდეს.

ნივთების შენახვა დაცულ ადგილას

დაიმახსოვრეთ, ფულის და ტელეფონის სხვა ნივთებს შორის შენახვა წარმატებული მეთოდი არაა. ოპტიმალურია, რიგრიგობით იბანაოთ, თუ ზღვაზე მარტო არ ისვენებთ. თუ დიდი კომპანიაა, დროის შუალედი მეგობრულად დაყავით. თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, სანაპიროზე ნივთების შესანახი საკანი იპოვეთ. სანაპიროზე მთელი ტერიტორია ყურადღებით შეისწავლეთ, რომ მომენტი ხელიდან არ გაუშვათ. ხშირად ნივთებს ახლომდებარე ბარები, მაღაზიები და ჯიხურები ინახავენ. მსგავსი სერვისისთვის ფულის გადახდა მოგიწევთ, მაგრამ არ იდარდებთ, რომ უცხო პირი თქვენი ძვირფასეულობის მისაკუთრებას გადაწყვეტს.

ამავდროულად, გახსოვდეთ, რომ არც ერთი იდეა ინტერნეტიდან, როგორ შეინახოთ ძვირფასი ნივთები სანაპიროზე, 100%–ით ეფექტური არაა. დიდი ალბათობით, ზემოთ მოცემული მეთოდებით ქურდობას თავიდან აიცილებთ, მაგრამ აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა.

Advertisement