Connect with us

საკითხავი

მთელი ცხოვრება უძილობით ვიტანჯებოდი, არადა სამზარეულოდან საძინებელში 3 ფოთოლი უნდა შემეტანა

უძილობა თანამედროვე ადამიანის განუყოფელი ნაწილი გახდა. ცხოვრების რიტმი, სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციები ბევრ ადამიანში უძილობას ავითარებს. ცოტას თუ შეუძლია დაიკვეხნოს, რომ დღეღამეში 8 საათი სძინავს. ბევრი ღამით მუშაობს, ხოლო დღისით იძინებს. ზოგს მაქსიმუმ 5 საათი სძინავს. ეს ყველაფერი ჯანმრთელობასა და დღეგრძელობაზე ნეგატიურად აისახება.

ყველაფერი იქამდე მიდის, რომ დილით დაღლილი ვიღვიძებთ. ყოველწლიურად დაღლილობის სინდრომი მხოლოდ იზრდება. აი, გეჩვენებათ, რომ თავს ბალიშზე დადებთ და დაიძინებთ, რომ ბოლო წუთს ძილი ქრება. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ დაძლიოთ უძილობა.

როგორ დავიძინოთ უძილობის დროს

გთავაზობთ ეფექტურ მეთოდებს უძილობის წინააღმდეგ. გიზიარებთ კარგ რეცეპტს ღრმად დასაძინებლად. დაფნის ფოთოლი ჯანსაღი ძილისთვის ერთ–ერთი ყველაზე საიმედო საშუალებაა. ეს მცენარე უძველესი დროიდან ტყუილად არ ფასობდა. წმინდა და კეთილშობილ მცენარედ ითვლებოდა.

დაფნის ფოთოლი თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში არანაკლებ როლს ასრულებს. უნივერსალური სანელებელია ბევრი კერძისთვის და მთავარი საშუალება ძალების აღსადგენად.

თუ უძილობა და დაღლილობა გაწუხებთ და ღამით ვერაფრით იძინებთ, სამზარეულოდან რამდენიმე ფოთოლი დაფნა აიღეთ. ბალიშის ქვეშ შეინახეთ ან საწოლის გვერდით ტუმბოზე დადეთ. მცენარისთვის სპეციალური ქისა შეგიძლიათ შეკეროთ და სასთუმალთან ჩამოკიდოთ.

როგორც არ უნდა გამოიყენოთ, შედეგი ერთია. ძილი და სიმშვიდე დაგიბრუნდებათ. დაფნის მსუბუქი არომატი ღრმად და დილამდე დაძინებაში დაგეხმარებათ. მისი არომატი დაგამშვიდებთ, ნერვულ სისტემას მოაწესრიგებს, შფოთვას გააქრობს.

რჩევები ღრმა ძილისთვის

ღამით დაძინებაში მხოლოდ დაფნის ფოთოლი ვერ დაგეხმარებათ. წესად გქონდეთ: თქვენი საწოლი სიმშვიდის და ძილის ადგილია. საძინებელი სასადილო ან სამუშაო ზედაპირად არ აქციოთ. საძინებელი თქვენი სიმშვიდის ცენტრი უნდა იყოს.

საძინებლიდან აიღეთ ყველა ნივთი, რომელიც გაღიზიანებთ. მინიმუმი ტექნიკა და მანათობელი მოწყობილობა დატოვეთ. დღის წესრიგი დაიცავით, ერთსა და იმავე დროს დაიძინეთ. ამ დროში სცადეთ ყველა საქმის დასრულება, ხვალინდელი დღის დაგეგმვა, რომ მსუბუქი თავით დაიძინოთ.

თუ დღის განმავლობაში ძილიანობას და დაღლილობას გრძნობთ, დღის ძილისთვის დრო გამოყავით. ის მაქსიმუმ 15-40 წუთი უნდა გაგრძელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ბიორიტმი დაირღვევა და ღამით დაძინება გაგიჭირდებათ. ყოველდღე ფიზიკურად ივარჯიშეთ, ოღონდ დილით. საღამოს იოგის რამდენიმე მოსადუნებელი ვარჯიში ან მსუბუქი გაწელვა გააკეთეთ.

თქვენს სხეულს მოდუნების და დასვენების უფლება მიეცით. ძილის წინ არ შეჭამოთ და სავსე კუჭით არასდროს დაიძინოთ. უმჯობესია, დაძინებამდე 3 საათით ადრე ივახშმოთ. ამ დროში ორგანიზმს საკმარისი ძალა ექნება, რომ საჭმელი მოინელოს და გადაამუშავოს.

ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. ფეხით სიარული წნევას აწესრიგებს და მშვიდ ძილს ხელს უწყობს. საძინებელი ძილის წინ აუცილებლად გაანიავეთ. სუფთა ჰაერი ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება. თქვენი საძინებელი უნდა იყოს მშვიდი და მყუდრო ადგილი, სადაც დასვენებას და ახალი დღისთვის ძალების აღდგენას შეძლებთ.

Advertisement