ჯანმრთელობა
ბრიჯიტ მაკრონის მენიუს ძირითადი პუნქტი. ასე ახერხებს ფრანგი მსახიობი 65 წლის ასაკში შეუდარებელ ფორმაში ყოფნას
პოლიტიკურმა სამყარომ ერთხმად მიიღო ბრიჯიტ მაკრონი პირველი ლედის სახით. იგი ბრწყინავს ნებისმიერ მიღებაზე როგორც გარეგნობით, ისე განათლებით, ქარიზმითა და გონიერებით. როგორც ნამდვილი ფრანგი ქალბატონი, ის არ ცდილობს ვინმეს დაპყრობას, თუმცა მაინც ახერხებს ყველას გაოცებას.
დიახ, ის 65 წლისაა, 7 შვილიშვილი ჰყავს. თუმცა, ამ ელეგანტური და ბედნიერი ქალის შემხედვარე, ყველას მოუნდება მისი უჭკნობი სილამაზის საიდუმლოს გაგება. ბრიჯიტს თავისი მეთოდები აქვს და ამას არც მალავს. მაგალითად, ელისეის სასახლის მზარეულს აქვს ნებართვა, ისაუბროს პირველი ლედის საყვარელ კერძებზე. სხვათაშორის, სწორედ მისი რაციონია ხანგრძლივი ახალგაზრდობის გასაღები.
ვინ არის გიიომ გომესი
ეს თანამედროვე საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნებაა. 1997 წლიდან ელისეის სასახლის სამზარეულოში ამზადებს კერძებს. ემანუელ მაკრონი მეოთხე პრეზიდენრია, რომელზეც იგი მუშაობს.
ვფიქრობთ, არაა საჭირო იმის თქმა, რომ მისი მომზადებული ყველა კერზი ხელოვნების ნიმუშია. სამზარეულოში ერთდროულად 25 მზარეული მუშაობს და ამ გუნდის დიდი ნაწილი კლასიკურ ფრანგულ კერძებს ამზადებს. მათთვის პროდუქტი მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე მზადდება, დედაქალაქიდან არაუმეტეს 100 კმ დაშორებით, სანელებლები კი სასახლის ბაღში მოჰყავთ.
-“ჩვენ, შეძლებისდაგვარად, ვიყენებთ მხოლოდ ფრანგულ პროდუქტს პრეზიდენტის მაგიდისთვის. ბუნებრივია, ყავა ფრანგული ვერ გვექნება, თუმცა, თევზი, ხორცი, ხილი და ბოსტნეული საფრანგეთის მიწიდან ან წყლიდან მოდის.”
რა თქმა უნდა, პრეზიდენტის მეუღლეს ნებისმიერი კერძის მოთხოვნა შეუძლია, მათ შორის, ყველაზე უჩვეულოსა და ჩვეულებრივის. თუმცა, ბრიჯიტს განსაკუთრებული გემოვნება აქვს. რა უყვარს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პირველ ლედის?
პრეზიდენტის ცოლის რაციონი
ბრიჯიტი გიიომ გომესს ყოველდღე სთხოვს, რომ ათი სხვადასხვა სახის ხილი და ბოსტნეული მიართვას. ასე ინარჩუნებს იგი ჯანმრთელობასა და ენერგიას მეშვიდე ათწლეულშიც კი.
დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკმარისია ხილის 3 და ბოსტნეულის 4 სახეობის კომბინაციაც. შეგიძლიათ სმუზისა და წვენების მომზადებაც.
ასევე, პირველ ლედის ძალიან უყვარს უცხიმო თევზი და სალათები. იგი მცირე ულუფებად, აუჩქარებლად ჭამს. ბევრი თვლის, რომ მისი სიგამხდრის მიზეზი სწორედ ესაა. სხვათაშორის, სწორედ ბრიჯიტმა დააბრუნა სასახლის მენიუში ყველი და ღვინო, რომელიც მანამდე კარლ ბრუნი-სარკოზიმ ამოიღო.
ბრიჯიტის სუფრასთან ადგილი არ უჭირავს ძეხვეულს, გადამუშავებულ საკვებსა და ფასტფუდს. მზარეულები უკვე შეეგუვნენ ასეთ მოთხოვნებს და თვლიან, რომ პირველი ლედი სწორად იკვებება.