Connect with us

მოდა და სტილი

3 საუკეთესო ვარცხნილობა 45+ ასაკის ქალებისთვის, რომელიც გაახალგაზრდავებაში დაგეხმარებათ

45+ ასაკის ქალისთვის თმის შეჭრა მხოლოდ თვითგამოხატვის საშუალება არაა, არამედ გაახალგაზრდავების კარგი მეთოდი. მთავარია, სწორი ვარცხნილობა შეარჩიოთ და პროფესიონალი პარიკმახერის ხელში მოხვდეთ. პირველის შერჩევაში დაგეხმარებით. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორი ვარცხნილობა არის აქტუალური მოწიფული ქალებისთვის. იპოვეთ შთაგონება!

ვარცხნილობები 45+ ასაკის ქალებისთვის

სულს ცვლილებები სურს! რით დავიწყოთ? ქალი ხშირად წყვეტს გარეგნობაში ცვლილებების შეტანას, რომ მის შინაგან მდგომარეობას შეესაბამებოდეს. ზოგი გარდერობს აახლებს, ზოგი პარიკმახერთან მიდის.

ახალი ვარცხნილობა არა მხოლოდ კარგ განწყობას ქმნის, არამედ ახალი მწვერვალის დასაპყრობად შთაგონებას იძლევა. გარდა ამისა, თუ ვარცხნილობის ფორმას სწორად შეარჩევთ, ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულ იერს მიიღებთ. ეს 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის აქტუალურია.

ვარცხნილობა ბობი მარადიული კლასიკაა. მისი უპირატესობაა ის, რომ თითქმის ყველა ქალს უხდება. ბობ–კარე სხვადასხვა ფორმის და სიგრძის შეიძლება იყოს. როგორი ფორმის სახეც არ უნდა გქონდეთ, კარგი სტილისტი თქვენი თმით ნამდვილ სასწაულს მოახდენს და ბობს საოცრად მოგახდენთ.

ეს ვარცხნილობა წინამოთი შეგიძლიათ გააკეთოთ. იდეალური ვარიანტია, თუ შუბლის ჩვენებას მიჩვეული არ ხართ. თუ გსურთ, თმას მოცულობა შემატოთ, მრავალფენიანი ბობი შეიჭარით. ასეთი ვარცხნილობა იმდენად მოცულობითი გამოვა, რომ წარმოდგენაც გაგიჭირდებათ.

როგორც წესი, ასეთ ბობს განსაკუთრებული დავარცხნა არ სჭირდება. თუ ძალიან მოკლედ შეიჭრით, პრობლემები გაჩნდება. პარიკმახერთან მისვლამდე ინფორმაცია შეაგროვეთ. თუ წლებია ერთი და იმავე სტილისტთან დადიხართ, თქვენთვის იდეალურ ვარცხნილობას მარტივად შეარჩევს.

ბობის გაკეთება და ყოველდღე ლაქით დავარცხნა ცუდი იდეაა. ასე თმის სტრუქტურას დააზიანებთ და სახეს რამდენიმე წელს შემატებთ. ბანალურად ძველმოდურია. მოდაშია მსუბუქი დაუდევრობა და ბუნებრიობა.

ვარცხნილობა შეგი

ვარცხნილობა შეგი საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურება, მაგრამ 40-45 წლის ქალებს იდეალურად უხდება. მისი წყალობით თავზე მსუბუქი ქაოსი ჩნდება, რაც ვარცხნილობის მთავარი ხიბლია.

პარიკმახერი თმას გარკვეული კუთხით ხრის და შერჩევით ჭრის. ხშირად ამ ვარცხნილობას წინამოთი ჭრიან. ზოგჯერ შეგისთვის თმის შეჭრის თანმიმდევრული მეთოდი გამოიყენება. ამ შემთხვევაში თითოეული კულული გარკვეული წესით და მკაცრად ერთი კუთხით იჭრება.

შეგი ხვეულ თმაზე შესანიშნავად გამოიყურება. სხვადასხვა სიგრძის კულულების ხარჯზე ვარცხნილობა უჩვეულოდ და მოდურად გამოიყურება. თმის ერთ დონეზე შეჭრა უხეში შეცდომაა, თუ ქალი 40-45 წლისაა. ამ შემთხვევაში ვარცხნილობა მეტ ყურადღებას იქცევს, ნებისმიერი ნაკლოვანება თვალშისაცემი ხდება.

შეგის ვარცხნილობით თმა მოცულობითი ხდება, სტილი კი ჰაეროვანი და მხიარული. თან როგორ ლამაზად იშლება თმა ქარზე, ნამდვილი სანახაობა!

კასკადი წინამო ფარდით

წინამო ფარდა იერს არბილებს და რამდენიმე წლით გაახალგაზრდავებთ. კასკადთან კომბინაციაში თქვენი სახე იმდენად შეიცვლება, რომ საკუთარ ანარეკლს ვერ დაუჯერებთ, როცა სარკეში ჩაიხედავთ.

ასეთი წინამოთი ვარცხნილობა უფრო მოცულობითი ხდება. სახის პროპორციების დასაკორექტირებლად შესანიშნავი მეთოდია. ამ ვარცხნილობით გარეგნულ ნაკლოვანებებს მარტივად დამალავთ.

კასკადი ნებისმიერი ფერის თმაზე შესანიშნავად გამოიყურება. სტილისტები გირჩევთ, გაიკეთოთ ბალიაჟი, თუ წლების მოკლება გსურთ. ეს თმის შეღებვის სპეციალური ტექნიკაა, რომლის დროსაც თმის კულულები მთელ სიგრძეზე თანაბრად ღიავდება. ასეთი ვარცხნილობა ნამდვილად ახალგაზრდულად გამოიყურება.

Advertisement