Connect with us

ყვავილები

როგორ და როდის გადავჭრათ ფულის ხე სწორად

ოთახის მცენარის სწორი მოვლა არა მხოლოდ მორწყვას და დროულად გადარგვას, არამედ ყლორტების გასხვლას გულისხმობს. ის ოთახის ყვავილის კარგი ფუნქციონირებისთვის საჭიროა. ფულის ხესაც რეგულარული გასხვლა სჭირდება. ასე მცენარეს გაახალგაზრდავებთ და ზრდას ხელს შეუწყობთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გადაჭრათ ფულის ხე, რომ ჯანსაღი და ძლიერი ფოთლები მიიღოთ.

აღსანიშნავია, რომ კარგი შედეგის მიღება მხოლოდ წესების დაცვით არის შესაძლებელი. გაითვალისწინეთ ყველა ნიუანსი ამ პროცედურის ჩატარებისას და თქვენი ფულის ხე ძლიერი და ლამაზი გაიზრდება.

როდის და როგორ გადავჭრათ ფულის ხე: ძირითადი წესები

შესაფერისი დრო

კრასულას გასხვლა სჭირდება, როცა ახალგაზრდა ყლორტები აქტიურად ჩნდება. ვეგეტაციის პერიოდში ეს აუცილებელი პროცედურაა. ასე ღერო და ფესვები ძლიერდება. გვირგვინი და გვერდითი ტოტები შეამოკლეთ, შემდეგ მთლიანად გადაჭერით ყლორტები, რომლებიც ქვემოთ იზრდება.

თუ ხედავთ, რომ მცენარე ფოთლების წონას ვერ უძლებს და მოხრას იწყებს, ასევე ამ პროცედურას მიმართეთ. თუ ღერომ სიმძიმეს ვერ გაუძლო და გატყდა, ფულის ხის ორ ნახევარზე ჭრილი განაახლეთ. ქვედა ნაწილი სპეციალური სადეზინფექციო საშუალებით ან დაფქული დარიჩინით დაამუშავეთ. ასე დაავადების განვითარებას შეაფერხებთ. მცენარის ზედა ნაწილი გასაფესვიანებლად წყალში მოათავსეთ.

დეტალური სახელმძღვანელო

კრასულამ ლამაზი გარეგნობით რომ გაგახაროთ, გასხვლისას შეცდომა არ დაუშვათ. მცენარე აქტიურად ზემოთ იზრდება? ძალიან ბასრი მაკრატელი აიღეთ. სწორად გადაჭერით. ადრე აღნიშნული დარიჩინით ან წყალბადის ზეჟანგით დაამუშავეთ.

გადაჭრილი ზედა ნაწილი წყალში ჩადეთ, რომ დროთა განმავლობაში ახალი ყლორტები გამოიღოს. ამ პერიოდში მცენარეზე სათანადოდ ზრუნვა არ დაგავიწყდეთ. წყალი შვიდ დღეში ერთხელ გამოცვალეთ. ფულის ხე მზიან მხარეს ფანჯრის რაფაზე მოათავსეთ, რომ დღის სინათლე მაქსიმალურად მიიღოს.

გახსოვდეთ, რომ კრასულას გადაჭრა ღირს ვეგეტაციის პერიოდში ან როცა ღერო მოხრილია ან ფოთლების სიმძიმით გატყდა. პროცედურის ჩატარებისას ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წესი დაიცავით და თქვენი ფულის ხე ფანტასტიკურ გარეგნობას მიიღებს.

Advertisement