Connect with us

საკითხავი

საკუთარ თავზე ზრუნვა: როგორ შევინარჩუნოთ სულის მთრთოლვარე მდგომარეობა მთელი ცხოვრება

რამდენად ხშირად ვივიწყებთ საკუთარ თავს ყოველდღიურ ქაოსში? სულ სადღაც გვეჩქარება, რაღაცის მოსწრებას ვცდილობთ. ბავშვობიდან გვასწავლიან ორგანიზებას, პუნქტუალურობას, უფროსებზე, უმცროსებზე და ცხოველებზე ზრუნვას. გვასწავლიან, კარგად ვიმუშაოთ, ძალიან მომთხოვნი არ ვიყოთ და სხვებს მოვუსმინოთ. იცით, რას არ გვასწავლიან, არადა პირველ რიგში უნდა გვასწავლონ? არ გვასწავლიან, როგორ გამოვხატოთ ზრუნვა საკუთარი თავის მიმართ.

როგორ გამოვხატოთ ზრუნვა

რას გრძნობთ, როცა გეუბნებიან „იზრუნე საკუთარ თავზე“? ხშირად ადამიანი ამ სიტყვებზე უხერხულობას განიცდის. ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ არ ვიყოთ ეგოისტი, კანფეტები და სათამაშოები სხვებს გავუყოთ. თქვენი გრძნობები კი მნიშვნელოვანი არაა. რა ზრუნვაზეა ლაპარაკი.

საავადმყოფოშიც მხოლოდ მაშინ მივდივართ, როცა საკუთარი ფეხით მისვლა აღარ შეგვიძლია. ახალ სახის კრემს მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე ვყიდულობთ. აი, დგება მომენტი, როცა რაღაც ირთვება და საკუთარ თავზე ზრუნვას იწყებთ. თქვენ ირგვლივ სამყარო უფრო ნათელი ხდება, მეტ რამეს ასწრებთ და ყველაფერი უკეთ გამოგდით.

მაშინაც კი, თუ საკუთარ თავს დღეში მხოლოდ 15 წუთს უთმობთ, ეს საკმარისია განწყობის ასამაღლებლად. საკუთარ თავზე ზრუნვა ჩნდება, როცა ზამთარში მაღაზიაში 5 წუთით გასვლისას შარფს და ქუდს იხურავთ, რომ თოვლიან ამინდში თბილად და მყუდროდ იყოთ. ამინდით რომ ისიამოვნოთ და გაყინული უკან სადარბაზოში არ გაიქცეთ.

საკუთარ თავზე ზრუნვა ყოველკვირეულ დასვენებაში გამოიხატება. საკუთარ თავს უფლება მიეცით, რომ დასვენების დღეს არაფერი გააკეთოთ. ოჯახთან ერთად პარკში გაისეირნეთ. საჭმელი შეუკვეთე, კარგი ფილმი ჩართეთ და დღე სიამოვნებაში გაატარეთ. უსასრულო მზადება, დაუთოება და დალაგება დაივიწყეთ, როცა ოცნებობთ, რომ საღამო მალე დადგეს.

საკუთარ თავზე ზრუნვა

საკუთარ თავზე ზრუნვა იწყება, როცა აღარ გინდათ იმის მოსმენა, როგორ იცხოვროთ. გაფილტრეთ ყველაფერი, რასაც ისმენთ, და შეწყვიტეთ ნეგატივის და დარიგების მიღება.

ეს თქვენი ცხოვრებაა და მხოლოდ თქვენ იცით, როგორ მოიქცეთ სწორად. ეჭვობთ, იკითხეთ, იცით, გააკეთეთ. სხვის უარყოფით გამოცდილებას თქვენს ბედზე დაღის დასმის საშუალება არ მისცეთ. თქვენ სხვა ხართ და მხოლოდ თქვენ იცით, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი.

საკუთარ თავზე ზრუნვა ყოველდღიური ვარჯიშია, თუნდაც 15 წუთი. ესაა გემრიელი სასარგებლო საჭმელი, საკმარისი რაოდენობის წყალი, პიროვნული განვითარების შესაძლებლობა, დროულად დაძინება. შეწყვიტეთ ყველას სიამოვნება, ცარიელ საუბრებზე დროის დახარჯვა. საკუთარ თავზე ზრუნვაა ისწავლოთ არას თქმა უსიამოვნო ხალხისთვის.

ასევე საკუთარ თავზე ზრუნვაა, როცა ხვდებით, რომ მუშაობას სიხარული და მატერიალური კომფორტი არ მოაქვს. ხვდებით, რომ წინსვლის დროა, რომ ენერგია უფრო მომგებიან პროექტში უნდა დახარჯოთ. სამსახურს სინანულის გარეშე ტოვებთ, ახალი პერსპექტიული შეთავაზებებისთვის მზად ხართ. ეს შეთავაზება მხოლოდ მზრუნველ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს.

საკუთარ თავზე ზრუნვაა, როცა იცით, რა არის თქვენთვის სასიამოვნო, საინტერესო და მნიშვნელოვანი, იცით, რას გახვევენ თავს და რის გაკეთებას გაიძულებენ. საკუთარ თავზე ზრუნვაა, როცა ტაქსით მიდიხართ, რადგან დაღლილი ხართ ან ძალების შენარჩუნება გსურთ. როცა საყვარელ კაფეში ყავის დალევა შეგიძლიათ, რადგან ასე გსურთ.

საკუთარ თავზე ზრუნვა მდგომარეობს იმაში, რომ აირჩიოთ თქვენი გარემოცვა, საყვარელი წიგნები და კარგი ფილმები. რაც უფრო მეტი ადამიანი ისწავლის საკუთარ თავზე ზრუნვას, მით უფრო კეთილი და მშვიდი გახდება ჩვენი სამყარო.

Advertisement