Connect with us

კულინარია

კაკაო – ღმერთების სასმელი. რატომ არის მისი მიღება მნიშვნელოვანი ყველასთვის, ვინც 40 წელს გადააბიჯა

თუ ამ დრომდე კაკაოს იშვიათად სვამდით, მაშინ ეს უზარმაზარი დანაკარგია! ასეთი სასარგებლო და ტკბილი სასმელი საძებარია.

კაკაო მისი შემადგენლობის წყალობით ორგანიზმს არა მხოლოდ ვირუსებისა და ინფექციებისგან იცავს, არამედ ენერგიით ავსებს.

თუ დაღლილი და ცუდ ხასიათზე ხართ, კაკაო სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ.

ეს სასმელი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ტვინის სათანადოდ ფუნქციონირებას ხელს უწყობს და მეხსიერებას აუმჯობესებს, ასევე ქოლესტერინის დონეს არეგულირებს.

კაკაოში თქვენ ნახავთ: ნახშირწყლები (6-10%), ცილები (12-15%), ცხიმები, B ჯგუფის ვიტამინები, უჯრედისი და ანტიოქსიდანტები.

კოკოჰილის ნაერთი კანის უჯრედების ზრდას ააქტიურებს, ჭრილობების სწრაფად შეხორცებას ხელს უწყობს და ნაოჭების გაჩენას აფერხებს.

კიდევ ერთი ნივთიერება – ეპიკატეხინი ორგანიზმს ბევრი უსიამოვნებისა და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებისგან იცავს, როგორიცაა ინფარქტი, ინსულტი, სიმსივნე და დიაბეტი.

სიტყვაზე, ზედმეტი კილოგრამების მომატების არ შეგეშინდეთ. მასში უფრო მეტი კალორიაა, ვიდრე ჩაიში ან ყავაში, მაგრამ კაკაო ზედმეტ სანტიმეტრებს არ მოგიმატებთ. მცირე რაოდენობის კაკაო ორგანიზმს სწრაფად ანაყრებს და შედეგად თქვენ ბევრს აღარ შეჭამთ.

უმჯობესია კაკაო დღის პირველ ნახევარში მიირთვათ. ამას კიდევ ერთი საინტერესო მიზეზი აქვს: კაკაო შეიცავს მელანინს, რომელიც სითბოს სხივებს შთანთქავს და კანს ულტრაიისფერი სხივებისა და მზის დამწვრობისგან იცავს.

კაკაოს რეცეპტი დარიჩინით და მიხაკით აუცილებლად შეგიყვარდებათ!

დარიჩინი ძალიან სასარგებლოა. ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ორგანიზმში ანთებით პროცესს ამცირებს. მიხაკი ნატურალური ანტისეპტიკი და ტკივილგამაყუჩებელია.

ინგრედიენტები:

  • 1,5 ს/კ კაკაოს ფხვნილი ან ნატურალური შოკოლადი;
  • 2 ჭიქა რძე (შეგიძლიათ ნუშის რძე გამოიყენოთ, უფრო უკეთესი გემოს მისაღებად)
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • ½ ჩ/კ დაფქული მიხაკი
  • ¼ ჩ/კ სტევია (სურვილისამებრ)
  • მწიკვი მარილი

მომზადება:

მცირე ზომის ქვაბში კაკაო ან შოკოლადი, სანელებლები, სტევია და მარილი მოათავსეთ. პროდუქტებს ჩვეულებრივი ან ნუშის რძე დაასხით და საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ, სანამ სასმელი ერთგვაროვანი არ გახდება.

სასურველია, ნარევს მუდმივად ურიოთ.

თქვენ გიყვართ კაკაო? იცოდით თუ არა მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ამ დრომდე? აუცილებლად მოგვიყევით თქვენი გამოცდილებისა და ცოდნის შესახებ.