Connect with us

ჰოროსკოპი

გათვალვისგან დაცვა. რა უნდა გააკეთოთ, თუ ავადმყოფობა გამოგიგზავნეს

ძალიან ხშირად ადამიანები უსამართლოდ თვლიან, რომ სხვებზე უბედურები არიან. როგორც არ უნდა დაუმტკიცოთ, რომ ბედნიერება ძალიან ინდივიდუალური რამ არის, ყველანაირად ცდილობენ, რომ ბედნიერი არ იყო. ავადმყოფობის გადაცემის მთელი რიგი რიტუალები არსებობს. დიდხანს შეიძლება ვერც ხვდებოდე, რომ რაღაც დაავადება გადმოგცეს. ამ შემთხვევაში გათვალვისგან დაცვა გჭირდებათ.

გათვალვისგან დაცვა

როგორც წესი, ასეთი ხალხი ავადმყოფობის გადასაცემად საზოგადოებრივ ადგილებს იყენებს. ტრანსპორტში ან მაღაზიაში შეიძლება მოგედონ და თქვენ იგრძნობთ იმ ორგანოს ან სხეულის ნაწილის ტკივილს, რომლის მოშორებასაც ადამიანი ცდილობს.

ავადმყოფობის გადაცემის კიდევ ერთი მეთოდი არსებობს, ვერბალური მეთოდი. ადამიანი თავისი დაავადების სიმპტომებზე დეტალურად გიამბობთ.

თუ ძალიან ყურადღებიანი და მგრძნობიარე ხართ, ამ საუბარს გულთან ახლოს მიიტანთ და დაავადებას მიიღებთ. თუ დაავადების გადაცემის მეთოდები არსებობს, ჯანმრთელობის დაცვის მეთოდებიც არსებობს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ დაიცვათ თავი ჯადოსგან.

როგორ დავიცვათ თავი

სოციუმისგან გამოყოფა და ხალხთან ურთიერთობის შეწყვეტა შეუძლებელია. ზოგჯერ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს, რომ დაავადებებზე საუბრით მისი გაზიარება შეუძლია. თუმცა, როგორც წესი, ადამიანი ამას გაცნობიერებულად აკეთებს.

ეს ამ ადამიანის ბოროტებაზე და შურზე საუბრობს. სხვებს უსურვებს უსიამოვნებას და უბედურებას და წარმოდგენა არ აქვს, რომ ასეთი ქცევით საკუთარ თავს უფრო მეტად აზიანებს.

პირველი, რაც სხვებთან ურთიერთობისას უნდა გახსოვდეთ. როგორც კი ადამიანი თავისი ავადმყოფობის დეტალურად აღწერას იწყებს, თემა უფრო სასიამოვნო საკითხით შეცვალეთ ან პირდაპირ უთხარით, რომ ამის მოსმენა თქვენთვის უსიამოვნოა.

არიან ადამიანები, რომლებიც სხვების ნათქვამს უგულებელყოფენ და მოყოლას აგრძელებენ. თუ ასეთ ადამიანთან გაქვთ ურთიერთობა, მისი ნაამბობი გულთან ახლოს არ მიიტანოთ. გონებით რაღაც სასიამოვნოზე იფიქრეთ. ასეთ ადამიანს არასდროს თანაუგრძნო.

ასეთ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ სახლში მისვლისას ხელ–პირი ცივი წყლით დაიბანეთ. ეს სამჯერ გააკეთეთ და სამჯერ თქვით: „ცივი წყლით სხვის უსიამოვნებას ვიშორებ, უკან ვაგზავნი“.

ამის შემდეგ აღარ გეშინოდეთ, რომ რაღაც დაავადება აიკიდეთ. ყოველთვის, როცა გრძნობთ, რომ ადამიანი ავადმყოფობის ან პრობლემის თქვენზე გადმოტანას ცდილობს, ეს მარტივი რიტუალი შეასრულეთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ამას ყველა ადამიანი იმსახურებს.

Advertisement