Connect with us

ყვავილები

ბოსტანში ფუსფუსი მიყვარს, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, ღირს თუ არა ამის სერიოზულად გაკეთება

ლამაზი ბაღი და ბოსტანი ქალაქის მაცხოვრებლებისთვის შესანიშნავი ჰობი შეიძლება გახდეს. სუფთა ჰაერი, სათესი მასალის მდიდარი არჩევანი, საკუთარი ხელით მოყვანილი ახალი ხილი და ბოსტნეული. ასეთი პროდუქტი მაქსიმალურად სასარგებლოა, რადგან მათში ჰერბიციდების და ქიმიკატების დამატება არ გჭირდებათ.

სხვა საქმეა, როცა მებოსტნეობა შემოსავლის თითქმის ერთადერთი წყაროა. რამდენიმე ჰექტარის მინდორს არ ვგულისხმობთ, არამედ ჩვეულებრივ კვლებს ან პატარა ბაღს. მიწის დამუშავება მოუწევს პატარა სუსტ ბებიას, რომელმაც შემდეგ  თავისი პროდუქცია გასაყიდად დიდ და ხმაურიან ქალაქში უნდა ჩაიტანოს. ერთი და იგივე საქმეა, მაგრამ რამდენად ფარდობითია ყველაფერი!

ლამაზი ბაღი და ბოსტანი

არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი გზა დიდი ხნის წინ აირჩიეს. ის გულისხმობს წინსვლას, უკან მოხედვის გარეშე. ასეთი საყოფაცხოვრებო ეგოიზმი. სხვისი პრობლემები არ აინტერესებს, მთავარია, თავად უკეთ იყოს. და სხვანაირად არა.

ასეთ ადამიანს შეუძლია მშვიდად წავიდეს რესტორანში მეგობრებთან ერთად და მიმტანს კარგი გასამრჯელო დაუტოვოს. რატომ? რადგან ამ ქცევით სხვებისგან გამოირჩევა. თუ მატერიალურს არა, სოციალურ მოგებას მოუტანს.

ასეთი მორალური კომპასის მქონე ადამიანი საღამოს სახლში წავა და  გზისპირას დაინახავს მოხუცს, რომელიც ვაშლს ან სხვა ხილს ყიდის. ნათელია, რომ საკუთარი ხელით დაკრიფა, თითოეულ კენკრაში შრომა ჩადო. ფასიც დაბალია, ყველაზე სკრუპულოზური გათვლითაც. რას გააკეთებს ასეთი ადამიანი? რა თქმა უნდა, ფასდაკლებას მოითხოვს.

რატომ ხდება ასე? პირველ რიგში, ძლიერი მორალური დაცემის გამო. დიახ, ხალხმა ერთმანეთის დახმარება შეწყვიტა. თანაგრძნობა და გულისხმიერება სათნოებიდან სისუსტის ნიშნად იქცა. ახლობლებს ეჭვის თვალით უყურებენ. და ამ დროს ვინ არის ბებია, რომელიც უბრალო ხარახურას ყიდის. იქნებ ყველა ჯაშუშია?

აქვს თუ არა აგარაკზე მუშაობას აზრი?

რა თქმა უნდა, აგარაკზე მუშაობა ღირს, თუ ეს სიამოვნებას განიჭებთ. შესანიშნავი ჰობია, რომელიც გარემოზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის. ყვავილები პატარა მდელოს ალამაზებს. მწვანილს და ბოსტნეულს სალათში გამოიყენებთ, ხილიდან შესანიშნავი წვენი და კომპოტი გამოვა. პატარა ოჯახისთვის საკმარისია.

კარტოფილის, სიმინდის ან სხვა ბოსტნეულის თქვენთვის და გასაყიდად გაზრდა სხვა საქმეა. ეს აღარ არის საინტერესო საქმე, არამედ მძიმე შრომა, რომელიც არ ანაზღაურდება. ზოგიერთი შენიშნავს, რომ სეზონური ბოსტნეულის ფასი გაიზარდა. არ ვკამათობთ, ნამდვილად ასეა.

კვლების მომზადებისას ვკარგავთ ძვირფას რესურსს, დროს. რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ღირებული რესურსია. ბებიამ ან დედამ, რომელსაც თავისი ახალგაზრდობა ახსოვს, შეიძლება ახალგაზრდებს მინდორში მუშაობაში ჩართვა აიძულოს. არადა ამ დროს რაღაც უფრო სასარგებლო შეეძლო გაეკეთებინა. ესწავლა, სოციალური კონტაქტები დაემყარებინა, რომელიც მომავალში გამოადგებოდა, ევარჯიშა, შეყვარებოდა. ნებისმიერი საქმე უფრო სასარგებლოა, ვიდრე ძირნაყოფის ამოთხრა.

ხშირად ოჯახის უფროსის ჰობი ყველა დანარჩენი წევრის მოვალეობად იქცევა. ეს არასწორია. სხვა საქმეა, თუ მოხუცი ბებია შვილებს და შვილიშვილებს ბოსტანში მუშაობაში დახმარებას სთხოვს. ამ შემთხვევაში ბრძენი ხალხი  ეშმაკურად იქცევა. უარს არ ამბობენ, მაგრამ თოხის და ნიჩხბის დასაჭერად არ გარბიან.

ბრძენი ხალხი ადგილობრივებს უთანხმდება, რომ მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ ბოსტანში მუშაობაში დაეხმარონ. ერთად საქმე უფრო სწრაფად მიდის. დაზოგილი დრო ბებიასთან ერთად შეგიძლიათ გაატაროთ. ის ხომ მარტო ცხოვრობს და მთელი მოსავლის მეათედ ნაწილს თუ გამოიყენებს. ბაღსა და ბოსტანში მუშაობა შესანიშნავი შესაძლებლობაა ყველასთვის, რომ ერთად შეიკრიბოთ და დრო გაატაროთ.

სიხარული ქალაქელებისთვის

დიდი ქალაქის მაცხოვრებლები, რომელთაც რამდენიმე მცენარის გაზრდა სურთ, უმეტესად ოთახის მცენარეებს იძენენ. მათ უვლიან, ყვავილების მაღაზიებზე ნადირობენ, უიშვიათესი ჯიშების გაზრდას ცდილობენ. ფანჯრის წინ ციცქნა ნაკვეთზე ყვავილებს უვლიან. მეზობლების მიერ გადმოყრილი ნაგვისა და ძაღლების „საჩუქრისგან“ ასუფთავებენ.

ახლა მოდაშია მიკრომწვანილი. ადამიანების უმეტესობა უბრალოდ გაგიჟდა, როცა გაიგო, რომ სხვადასხვა მარცვლეულის გაზრდა შეიძლება სპეციალურ ხალიჩაზე, რომელიც თეთრები ღირს. და მორჩა, მხოლოდ მორწყვა, ნათურის ანთება და რამდენიმე დღე გაჩერება სჭირდება. ამოსული ყლორტები შეგიძლიათ მიირთვათ, გაყიდოთ, ნათესავებს დაურიგოთ.

პრინციპში დროის გასატარებლად კარგი საშუალებაა. მძიმე ფიზიკური შრომა საჭირო არაა. უბრალოდ ამ საქმეზე დღეში რამდენიმე წუთი დახარჯეთ, მომავალი მოსავალი მორწყეთ. ერთადერთი მინუსი ზოგიერთი მიკროფერმერის ფინანსური მოგების მიღების სურვილია. ისინი საკუთარ ბინაში სტელაჟებს მწვანილით დგამენ და ზრდის დასაჩქარებლად ქიმიით რწყავენ. ეს ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და ამის გაკეთება არ ღირს.

შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ ნებისმიერი მეურნეობა, როგორც ნებისმიერი სხვა საქმე, ზომიერად სასარგებლოა. თავისი ნაყოფი ნამდვილად შეიძლება გამოიღოს, მაგრამ მინუსების დავიწყებაც არ ღირს, როგორიცაა დროის, ენერგიის და ჯანმრთელობის დაკარგვა. ასეთი საქმე ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ მისი გაკეთება გიწევს მხოლოდ მაშინ, როცა სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

თუ გყავთ ასაკოვანი ოჯახის წევრი, რომელსაც სააგარაკო ნაკვეთის გაკეთილშობილებაში დახმარება სჭირდება, დახმარებაზე უარი არ უთხრათ, მაგრამ ეს გონივრულად გააკეთეთ. ძალა და დრო ტყუილად არ დახარჯოთ. არჩევანი მხოლოდ თქვენზეა!

Advertisement