Connect with us

ჰოროსკოპი

ყურადღებით წაიკითხეთ, თუ თქვენი დაბადების წელია 1970-დან 1979 წლამდე

დაბადების თარიღი ბევრ რამეს ამბობს ადამიანზე, მის ხასიათზე და მომავალზე. დაბადების წელიც ბევრ ინფორმაციას შეიცავს და საკმაოდ ზუსტია. Аlltime.ge–ს რედაქცია ამის გადამოწმებას ეცდება.

პარაფსიქოლოგმა, ნუმეროლოგმა და მედიუმმა ლილია ნორიმ გადაწყვიტა იმ ადამიანების დახასიათება, რომლებიც გასული საუკუნის 70–იან წლებში დაიბადნენ. მათთვის, ვინც 1970-79 წლებში დაიბადა, საკუთარ თავზე რაღაც ახლის გაგება საინტერესო იქნება. თან დახასიათების სიზუსტეს შეაფასებთ.

დახასიათება დაბადების წლის მიხედვით

ლილია აცხადებს, რომ 1970 წელს დაბადებულ ადამიანს იდეა და ენერგია ყოველთვის აქვს. ასეთი ადამიანი მიისწრაფვის დოვლათისკენ. ბევრი ფულის მიღებას და სრულფასოვანი ოჯახის შექმნას ცდილობს. კავშირებს გულმოდგინედ ამყარებს, რომ საჭირო ხალხი შემოიკრიბოს. გარემოცვის შეცვლა შეუძლია. სხვა ქალაქში მარტივად გადადის და იქ ახალ მეგობრებს სწრაფად იძენს.

1971 წელს დაბადებული ადამიანი თავმომწონეა. რაღაც გამორჩეულის მიღწევა სურს, რის გამოც სხვების აღფრთოვანებას დაიმსახურებს. ამ მიზნისთვის სამოქმედოდ ყოველთვის მზადაა. მარდია, დაუფიქრებლად შეიძლება გადაწყვიტოს სამსახურის შეცვლა ან სხვაგან გადასვლა. ეს სიმსუბუქე ურთიერთობაშიც ჩნდება. თუ რაღაც არ მოსწონს, სინანულის გარეშე ბედნიერების სხვაგან მოსაძებნად მიდის.

1972 წელს დაბადებულ ადამიანს სურს, რომ მის სახლში დოვლათი იყოს. ბეჯითად შრომობს, ნამდვილი შრომისმოყვარეა. გარემოცვიდან ადვილად იშორებს მათ, ვინც არ მოსწონს. კარგი ინტუიცია აქვს და ხალხში კარგად ერკვევა.

1973 წელს დაბადებული ადამიანი ხშირად მოშურნეებით გარემოცულია. ერთი მხრივ, ეს ცუდია და გარემოცვაზე დაკვირვებას გაიძულებს. მეორე მხრივ ნიშანია, რომ შესაშური არსებობს. სწავლა და ახლის შეცნობა იცის. ზოგჯერ ადვილად ნებდება, შეუპოვრობა აკლია. ბუნებას უფრთხილდება, სწორედ აქ ბედნიერებას და სიმშვიდეს პოულობს.

1974 წელს დაბადებული ადამიანი სხვებს კარგად გრძნობს და ამას იყენებს. ხშირად ხდება კარგი ხელმძღვანელი, პერსონალის შერჩევა წარმატებით გამოსდის. როგორც წესი, კარგი ჯანმრთელობა აქვს, რაც სპორტში ან სამხედრო სამსახურში წარმატების მიღწევაში ხელს უწყობს. ზოგჯერ ასეთი ადამიანი შეიძლება გაკორტდეს, სერიოზული კრიზისი გადაიტანოს. სპეციალისტის თქმით, ეს ბედის ნიშანია, რომ სწორად მუშაობა დაიწყოთ და ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.

1975 წელს დაბადებული ადამიანი თავისუფლებას ძალიან აფასებს. დათრგუნვას ვერ იტანს, თუმცა ოჯახზე, მეორე ნახევარზე, მეგობრებზე და კოლეგებზე მცირე დამოკიდებულებას იღებს. ერთ ადგილზე მიჯაჭვული არაა, ყოველთვის შეუძლია ცხოვრება ძლიერ შეცვალოს. ფეთქებადი და ცვალებადია.

1976 წელს დაბადებული ადამიანი სახლის და ოჯახის მოყვარულია. შრომა უყვარს, მაგრამ სამუშაოდ ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოყენება ურჩევნია. ზოგჯერ ძალიან ემოციურია. უნდა გესმოდეთ, რომ თითოეულ ასეთ აფეთქებას მიზეზი აქვს. დიდხანს ითმენს, შემდეგ ერთბაშად იღვრება.

1977 წელს დაბადებული ადამიანი ყოველთვის ღრუბლებში დაფრინავს. ხშირად ერთვება აზარტულ თამაშებში, შეუძლია ჯეკპოტი მოიგოს ან ყველაფერი წააგოს. ტყუილის ამოცნობა უჭირს და მათი ამოცნობის სწავლა არ სურს. კონფლიქტს გაურბის, წყენის „გადაყლაპვა“ ურჩევნია, რომ პრობლემის მოგვარება არ მოუწიოს.

1978 წელს დაბადებული ადამიანი ძალიან შრომისმოყვარე და სისუფთავის მოყვარულია. ნებისმიერ სიტუაციაში საღი აზრით ხელმძღვანელობს და არა ემოციებით. მისთვის თვითრეალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ბიზნესში და სამსახურში წარმატების მიღწევას ცდილობს, სხვებისთვის სამაგალითოა. სხვებს იმედს აძლევს, მაგრამ თავად ძვირფასი ადამიანებისგან საკმარის სითბოს ვერ იღებს.

1979 წელს ეს სამყარო განსაკუთრებით ღირებული ადამიანებით გამდიდრდა. კარგად ესმის, კარგად ხედავს და კარგად იგებს. კარგი მასწავლებელი და მენტორია, რადგან ჭეშმარიტების ამოცნობა შეუძლია. ფიზიკურად შრომა უჭირს. ოჯახის მხარდაჭერა და ზრუნვა ძალიან სჭირდება.

Advertisement