Connect with us

საკითხავი

მტვერსასრუტი სახლისთვის. როგორ ვიყიდოთ კარგი ტექნიკა ზედმეტის გადახდის გარეშე

ცხოვრებამ დიდი ხანია მასწავლა მარტივი წესი, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია, რომ ძუნწი ორჯერ იხდის. ეს ჭეშმარიტება საყოფაცხოვრებო ტექნიკის არჩევისას განსაკუთრებით აქტუალურია. მაგალითად, თუ გსურთ კარგი მტვერსასრუტი, რომელიც ყველა ფუნქციას შეასრულებს და დიდხანს გამართულად იმუშავებს, ცნობილი ბრენდის ძვირადღირებული მოდელის შეძენა სჯობს. ეს აუცილებელია?

როგორც წესი, ტექნიკა ძვირია, აქვს ბევრი სპეციფიკური ფუნქცია, რომელიც შეიძლება არც დაგჭირდეთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ შეარჩიოთ კარგი მტვერსასრუტი სახლისთვის ზედმეტის გადახდის გარეშე. აი, რას გვირჩევენ ექსპერტები.

კარგი მტვერსასრუტი ვიყიდოთ და ზედმეტი არ გადავიხადოთ: ეს შესაძლებელია?

მტვერსასრუტის არჩევის კრიტერიუმები

სიმძლავრე და შეწოვის ძალა

დღეს პოპულარულია ღია დაგეგმარება დანაყოფების გარეშე. ჩვეულებრივი ერთოთახიანი ბინაც დიდებულ სტუდიად შეგიძლიათ გადააკეთოთ, თუ სამზარეულოსა და ოთახს შორის კედელს მოხსნით, აივანს შემინავთ, დათბუნავთ და საცხოვრებელ ოთახთან გააერთიანებთ. ამით საერთო ფართობი არ გაიზრდება. ხშირად ბინაში ხალიჩას და სხვადასხვა ტექსტილს საერთოდ არ იყენებენ.

თუ ცხოვრობთ ასეთ ფუნქციურ ბინაში ხალიჩის გარეშე, 2 კვტ და მეტი სიმძლავრის მტვერსასრუტის შეძენა საჭირო არაა. კომპაქტური „ელექტრო ცოცხი“ ან 150-350 ვტ სიმძლავრის მტვერსასრუტი საკმარისია.

სხვა ისტორიაა სახლი, სადაც ცხოვრობს დიდი ოჯახი, ასევე შინაური ცხოველები. ხალიჩების გაწმენდა და ბეწვის მოშორება მხოლოდ 600 ვტ და მეტი სიმძლავრის მტვერსასრუტით არის შესაძლებელი.

სიმძლავრეს და შეწოვის ძალას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ბოლო პარამეტრი დალაგების ხარისხსა და სისუფთავეზე გავლენას ახდენს. გაითვალისწინეთ, რომ მტვერსასრუტის სიმძლავრე ცვლადია. ის დალაგების პროცესში შეიძლება შეიცვალოს ტომრის შევსების ხარისხის მიხედვით.

მტვერსასრუტის ტიპი

ყველაზე ხელმისაწვდომია მოწყობილობა მშრალი წმენდის ტომრით. უპირატესობა:

  • იაფია.
  • მარტივად გამოიყენება. საკმარისია, ტომრიდან მტვერი გადმოფერთხოთ.
  • საიმედო და გამოცდილი კონსტრუქცია.

აი, წვრილად გაფანტულ ჭუჭყს კარგად ვერ უმკლავდება. ზოგიერთ ადგილას რამდენჯერმე მოწმენდა მოგიწევთ.

მტვერსასრუტი აკვაფილტრით უფრო პროგრესული ვარიანტია. ხალიჩას კარგად წმენდს და სახლში ჰაერს ატენიანებს. უარყოფით მხარეში შედის მაღალი ფასი და სათანადო მოვლის აუცილებლობა, რომ მასში ობი და უსიამოვნო სუნი არ გაჩნდეს.

ციკლონის ფილტრი მაღალი და სტაბილური შეწოვის ძალით გამოირჩევა. მინუსი: უფრო მაღალი ფასი და დაზიანების ალბათობა, თუ შიგნით ლითონის ობიექტები მოხვდება.

სარეცხი მტვერსასრუტები სარეცხი საშუალებების გამოყენებით ჰიგიენური დამუშავებისთვის გამოგადგებათ. ჯერ წყალს ასხურებს, შემდეგ მტვერთან და ბეწვთან ერთად იწოვს. უხალიჩო ბინისთვის იდეალური ვარიანტია, რადგან შვაბრით იატაკის წმენდის აუცილებლობას მოგაშორებთ. მართალია, უფრო ძვირი ღირს.

იაფი მტვერსასრუტი სახლისთვის: სად ვიყიდოთ

საჭირო პარამეტრების განსაზღვრის შემდეგ ოპტიმალური მოდელი შეგიძლიათ შეარჩიოთ. მშრალი წმენდის მტვერსასრუტის ფასები 150-200 ლარიდან იწყება. თუ მოგწონთ რეგულარულად სველი წმენდის შესრულება ისე, რომ არ დაიტვირთოთ, საყოფაცხოვრებო ტექნიკა 500 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ მოძებნოთ. მტვერსასრუტი აკვაფილტრით 400 და მეტი დაგიჯდებათ.

Advertisement