ყვავილები
მორწყეთ პომიდორი ამ ნარევით და შედეგს მაშინვე დაინახავთ: ძლიერი ფესვები და უხვი მოსავალი
პომიდვრის კარგი მოსავლის აღება სულ უფრო რთულდება, რადგან ყოველწლიურად მცენარე დაავადებების მიმართ უფრო მგრძნობიარე, პრეტენზიული ხდება და ზრდას წყვეტს. მებოსტნეები ხშირად ფიქრობენ, რით მორწყან პომიდორი გასაზრდელად და აქტიური ნაყოფიერებისთვის. თუ ნერგს მიწაში უბრალოდ ჩარგავთ, არაფრით მორწყავთ და დაამუშავებთ, მოსავალს ვერ მიიღებთ. აყვავებული ბუჩქიც დაჭკნება და სუფრაზე უხვი პომიდვრის ნაცვლად სრულ იმედგაცრუებას მიიღებთ.
რით მოვრწყათ პომიდორი გასაზრდელად
სანამ პომიდორს გასაზრდელად მორწყავთ, საკვები და განვითარების მასტიმულირებელი საშუალებები უნდა შეარჩიოთ. მებაღეების და მებოსტნეების უმეტესობა საკუთარ ნაკვეთზე ქიმიკატების გამოყენებაზე თანდათან უარს ამბობს. ისინი გადადიან ნატურალურ სასუქებზე, როგორიცაა ნაცარი, ქათმის სკინტლი ან საფუარი.
რა შუაშია საფუარი? მისი დახმარებით მცენარის ზრდის პრობლემას მოაგვარებთ. სასარგებლო ნივთიერება, რომელიც საფუარის დუღილისას წარმოიქმნება, სათბურში ან კვლებში ნერგების ზრდას და განვითარებას სტიმულირებს. შემდგომი მორწყვისას ბუჩქს რჩეული ნაყოფით დაფარვას აიძულებს.
რა სარგებელი აქვს საფუარით პომიდვრის მორწყვას? საფუარის ხსნარით ნერგის მორწყვა მცენარის ზრდას ბუნებრივად სტიმულირებს, ფესვების სისტემას ააქტიურებს და დაავადებების მიმართ უფრო გამძლეს ხდის. საფუარი მკვებავი ნივთიერებაა, რომელიც ბოსტნეულის სრულფასოვანი განვითარებისა და ნაყოფიერებისთვის საჭირო ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს.
საფუარის ხსნარში არსებული ფერმენტები მიწაში სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას ხელს უწყობს. საფუარით პერიოდული მორწყვა პომიდვრის უხვ ყვავილობას და მდიდარ ნაყოფიერებას იწვევს. საფუარის ხსნარი კვლებში სხვადასხვა სარეველების ზრდას აფერხებს. საფუარის სპეციფიკური არომატი ლოქორებს აფრთხობს და ზოგიერთ მავნებელს მადას უკარგავს.
საფუარის ხსნარის მომზადების ეტაპები პომიდვრის მოსარწყავად
1. ქვაბში 1 ლ წყალი ჩაასხით და 30 გრადუსამდე შეათბეთ. 4 ს/კ შაქრის ფხვნილი ჩაასხით და აურიეთ. 50 გ დაპრესილი საფუარი ტკბილ წყალში გახსენით და სითბოში გააჩერეთ, რომ საფუარი დადუღდეს.
2. დაპრესილი საფუარის ნაცვლად პატარა შეკვრა მშრალი საფუარი შეგიძლიათ გამოიყენოთ. დუღილის პროცესი მინიმუმ 2 საათი უნდა გაგრძელდეს.
3. დადუღებული სითხე 50 ლ ოთახის ტემპერატურის სუფთა წყალში გააზავეთ. მიღებული ხსნარით პომიდვრები მორწყეთ.
ეს საშუალება სხვა ბოსტნეულის ან კენკრის მოსარწყავად შეგიძლიათ გამოიყენოთ. გარდა ამისა, ოთახის მცენარის გამოსაკვებად გამოგადგებათ. ასე მის ზრდას და ყვავილობას ხელს შეუწყობთ. მზა სითხე მაშინვე გამოიყენეთ, მისი დიდხანს შენახვა არ შეიძლება. მორიგი მორწყვისთვის ახალი ხსნარი მოამზადეთ.
როგორც ცოცხალი, ასევე მშრალი საფუარი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ყურადღება მიაქციეთ შენახვის ვადას, რადგან ვადაგასული პროდუქტი სათანადო ეფექტს ვერ მოგცემთ. პომიდორი ამ ხსნარით სეზონზე მაქსიმუმ 3–ჯერ მორწყეთ. პირველად ნერგის კვალში გადარგვიდან 1 კვირის შემდეგ მორწყეთ. პატარა მცენარისთვის 0,5-1 ლ სითხე საკმარისია, რომელიც ფესვებთან ახლოს უნდა ჩაასხათ. დიდი ბუჩქის ქვეშ 2 ლ საფუარის ხსნარი დაგჭირდებათ.
საკუთარ ბოსტანში მხოლოდ ნატურალური სასუქი გამოიყენეთ, ასე ბოსტნეულის ხარისხში ეჭვი არ შეგეპარებათ, ხოლო მოსავლიანობა მაღალი იქნება.