ჯანმრთელობა
აკაციის ნაყენი. რა ჯადოსნურ თვისებებს ფლობს და როგორ გამოვიყენოთ
თეთრი აკაცია საოცარი მცენარეა. მასში შედის ღირებული ელემენტები, რომლებიც მთელი ორგანიზმისთვის სასარგებლოა. ხალხური მედიცინის ერთ საცნობარო წიგნში წავიკითხე, რომ აკაციის ნაყენი უმკლავდება ძლიერ თავის ტკივილს, კიდურების დაბუჟებას და დამბლასაც.
წარმოიდგინეთ, დღემდე მეცნიერებმა ამ მცენარის ქიმიური შემადგენლობის მხოლოდ ნაწილი შეისწავლეს. ამ დროისთვის ცნობილია ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელსაც აკაციის ყვავილები და ქერქი შეიცავს. ესაა რობინინი, ფლავონოიდი, რომელიც ორგანიზმიდან შარდოვანას გამოდევნის. ასევე მასში გვხვდება სხვა ეთერზეთები და ფლავონოიდები, რომლებიც ადამიანისთვის სასარგებლოა.
რა შემთხვევაში დაგეხმარებათ აკაციის ნაყენი
აკაციის ნაყენი თავის ტკივილის დროს
თავიდან მიჭირდა დაჯერება, რომ ერთ უბრალო ნაყენს თავის ტკივილის შემცირება შეეძლო. მას შემდეგ, რაც ჩემმა ნაცნობმა ნაყენი საკუთარ თავზე გამოსცადა, მის ეფექტურობაში დავრწმუნდი. ის მთელი დღე შუბლზე კომპრესს იფენდა და ზუსტად 1 დღეში ძლიერი თავის ტკივილი გაქრა.
აკაციის ნაყენი ხელების და ფეხების დაბუჟების დროს
ჩვეულებრივ, პრობლემა რაღაც სერიოზული ტრავმის შემდეგ ჩნდება. მაგალითად, დეიდამ დაცემისას ხელი ძლიერ დაიზიანა, მყესიც გაუწყდა. ამის შემდეგ მძიმე ტვირთის აწევა მხოლოდ მეორე ხელით შეეძლო, რადგან ეს ხელი სულ აწუხებდა თავისით რთულად იშლებოდა. შემდეგ გაჩნდა კოპი და თან მტკივნეული.
ასეთ სიტუაციაში აკაციის სარგებელი განსაკუთრებით თვალსაჩინოა. უბრალოდ მთელი დღის განმავლობაში ყოველ 5 წუთში დაზიანებულ ადგილზე და ახალწარმონაქმნზე ნაყენი უნდა წაისვათ. პროცედურის დიდხანს გაგრძელება მოგიწევთ, მაგრამ კოპი თანდათან გაიწოვება და მტკივნეული შეგრძნებაც შემცირდება.
რაღაც დროის შემდეგ კოპი შეიძლება დაბრუნდეს. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ ხსნარი, რომელიც იოდისა და ნიშადურის სპირტის თანაბარი პროპორციებით მზადდება. ყოველდღე 2–3–ჯერ საფენები გაიკეთეთ. მთავარია, შეუპოვრობა, ხოლო დადებითი შედეგი მალე გამოჩნდება.
აკაციის ნაყენი დამბლის დროს
ნაყენი რომ მოამზადოთ, ლიტრიანი ქილა აიღეთ და თეთრი აკაციის ხმელი ყვავილებით გაავსეთ. შემდეგ სპირტი დაასხით ისე, რომ ყვავილები 1 სმ–ით დაიფაროს. საშუალება ბნელ ოთახში ნახევარი თვე გააჩერეთ. ქილა პერიოდულად შეანჟღრიეთ. როცა მზად იქნება, გადაწურეთ. საშუალება რეგულარულად გამოიყენეთ. ნაყენი პარალიზებულ კიდურებზე დღეში 2–3–ჯერ შეიზილეთ.
აი, ასეთ საოცარ თვისებებს ფლობს აკაციის ყვავილები. ნაყენის გამოყენებისას დადებითი შედეგი რომ ნახოთ, შეუპოვრობა და რეგულარულობა საჭიროა.