ყვავილები
ამ ეფექტური მეთოდებით ნაკვეთიდან თხუნელა მოვიშორე
თხუნელების ნაკვეთიდან მოშორება მარტივი საქმე არაა, მაგრამ შესაძლებელია. ამისთვის რამდენიმე ეფექტური მეთოდები არსებობს. ზოგიერთი მეთოდის ეფექტურობაში თავად დავრწმუნდი, როცა ნაკვეთიდან თხუნელების გაძევება დამჭირდა. თხუნელები ჩემს გაზონს და ნარგავებს დიდ ზიანს აყენებდა. გიზიარებთ გამოცდილებს და გიამბობთ, როგორ მოვიშორე თხუნელები ნაკვეთიდან.
პრობლემის მასშტაბი
სანამ მოქმედებაზე გადახვალთ, ბაღი და ბოსტანი შემოიარეთ. დაადგინეთ, დაახლოებით რამდენი თხუნელაა თქვენს ნაკვეთზე და რა ზიანი მოგადგათ. ყურადღება თხუნელების მიერ გათხრილ გვირაბებს და თხრილებს მიაქციეთ. ასე გაიგებთ, სად აქტიურობენ თხუნელები და როგორ გადაადგილდებიან მიწისქვეშ.
სუნით დაფრთხობის მეთოდები
თხუნელები სუნით შეგიძლიათ მოიშოროთ. უკვე მზა ნარევი შეიძინეთ ან სახლში საკუთარი ხელით გააკეთეთ. დაყარეთ ნივრის ან ხახვის ფურცლები, წიწაკა, ცხარე სანელებელი ნაკვეთის საზღვარზე ან თხუნელების შემჩნევის ადგილებში. მძაფრი სუნები არ უყვარს და გაიქცევა.
ხმით დაფრთხობის მეთოდები
კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი თხუნელას მოსაშორებლად. მოწყობილობა გადმოსცემს ხმის მაღალ ტალღებს, რომელიც ადამიანს არ ესმის, მაგრამ თხუნელას გაქცევას აიძულებს. მაღაზიაში ან ონლაინ შეიძინეთ. თხუნელების შემჩნევის ადგილებში მოათავსეთ. მალე თქვენს ნაკვეთს დაივიწყებს.
რეპელენტები
ქიმიური საშუალება ცხოველს არ აზიანებს, მაგრამ აფრთხობს და ნაკვეთს დაბრუნების სურვილს უკარგავს. მზა რეპელენტი იყიდეთ ან თავად გააკეთეთ. ამ მიზნით კატის ან ძაღლის შარდი გამოგადგებათ. თხუნელების გვირაბებსა და ხვრელებში თითო წვეთი შარდი ჩააწვეთეთ. ამიაკის ნარევიც ეფექტურია. თხუნელას ისიც გაქცევას აიძულებს.
ბარიერები შექმენით
ნაკვეთზე ბარიერების დადგმით თხუნელებს სამუდამოდ მოიშორებთ. ფიზიკური ბარიერი დადგით. მაგალითად, ღობე თხუნელას გამოჩენას გამორიცხავს. კარგია სპეციალური ბადე. ის თითოეულ თხრილში უნდა ჩადოთ. მცენარეული ბარიერიც ეფექტურია. თხუნელას დედოფლის ყვავილის, პიტნის, ლავანდის და როზმარინის სუნი არ მოსწონს, ამიტომ ნაკვეთზე მათი დარგვა შეგიძლიათ.
ნაკვეთიდან თხუნელების მოსაშორებლად ზემოთ მოცემული ერთ–ერთი მეთოდი გამოიყენეთ. თითოეულის დადებითი და უარყოფითი მომენტი შეაფასეთ და თქვენთვის შესაფერისი აირჩიეთ. რამდენიმე მეთოდის კომბინირებული გამოყენებით თხუნელებს უფრო ეფექტურად შეებრძოლებით.