Connect with us

ყვავილები

რჩევები და რეკომენდაციები, როგორ ებრძოლოთ მღრღნელებს კვლებში

საყვარელი გარეგნობის მემინდვრიები ფერმერისთვის ნამდვილი კოშმარია. ამ პატარა არსებას მთელი მოსავლის, ყვავილების, ხეებისა და ბუჩქების განადგურება შეუძლია. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ რჩევებს და რეკომენდაციებს, როგორ ებრძოლოთ მღრღნელებს ნაკვეთზე.

მემინდვრიები

როგორც ყოველთვის პროფილაქტიკა იდეალური მეთოდია. ეს სეზონის დაწყებამდე გააკეთეთ, რომ სეზონზე მღრღნელების შედეგებს არ ებრძოლოთ. მავნებელი მცენარეს და მის ფესვებს აზიანებს, ასევე მცენარისთვის და ადამიანისთვის სახიფათო დაავადებების გადამტანი შეიძლება იყოს.

მინდვრის თაგვები მიწაში სოროებს და გვირაბებს თხრის, ბაღის და ბოსტნის ინფრასტრუქტურას, მცენარეების ფესვების სისტემას აზიანებს. სხვა მავნებლების გადამზიდიც შეიძლება იყოს. როგორც ხვდებით, მათთან ბრძოლის მეთოდების ცოდნა აუცილებელია.

მღრღნელები თქვენს ნაკვეთს რომ არ გაეკაროს, რამდენიმე ეფექტურ მეთოდს გიზიარებთ. პირველ რიგში, ნაკვეთი გაწმინდეთ. ნაგავი და მცენარეული ნარჩენები თაგვებს იზიდავს. მეორეც, ბოსტანი და მისი მიმდებარე ტერიტორია მღრღნელების არსებობაზე შეამოწმეთ. ეს ხშირად გააკეთეთ. მღრღნელები ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდეს.

თაგვებთან საბრძოლველად სპეციალური რეპელენტები ან ხაფანგები გამოიყენება. ხაფანგი თავად შეგიძლიათ გააკეთოთ. არსებობს ჰუმანური მეთოდებიც, რომლითაც მღრღნელებს ნაკვეთიდან მათი დაზიანების გარეშე გააძევებთ.

მემინდვრიების მოშორება ბაღიდან

გთავაზობთ ხალხურ მეთოდებს მღრღნელებთან საბრძოლველად. სხვადასხვა ქიმიური საშუალება, რომელიც ცხოველს კლავს, არ გჭირდებათ.

ერთ–ერთი მეთოდით სუნით ბრძოლაა. მღრღნელებს არ მოსწონთ პიტნიანი ზეთი, კედრის ხის ეთერზეთი, ასევე ლავანდის, როზმარინის და პიტნის ეთერზეთები. ასევე ანწლის არომატიც აფრთხობთ. ანწლის ტოტები ხეებს ღეროებზე შემოახვიეთ. მისი სუნი თაგვებს დააფრთხობს.

მღრღნელების სოროებში ანწლის ტოტები, ნივრის კბილები, ნიგვზის ან ჭაობის იელის ფოთლები ჩაყარეთ. ამ მიზნით დარიჩინის ან ჩილის წიწაკის ფხვნილიც გამოგადგებათ. ასე მემინდვრიებს დააფრთხობთ.

წიწაკა გამოგადგებათ, თუ თაგვები სარდაფში ან საკუჭნაოში გაჩნდა. წიწაკა გაზეთში გაახვიეთ და დაწვით. კვამლით ოთახი გაავსეთ ისე, რომ რამდენიმე დღე კვამლი არ გავიდეს.

მემინდვრიებს ხის ნაცარიც არ მოსწონს. ნაცარი თათებზე დისკომფორტს იწვევს. ნაცრის სუნიც არ მოსწონს, ამიტომ თქვენს ნაკვეთს მალე დატოვებს. არყის კუპრსაც მსგავსი მოქმედება აქვს. არყის კუპრით სახლიც შეგიძლიათ დაამუშავოთ. პლინტუს, ავეჯის ქვედა ნაწილს და ზღურბლს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ.

ულტრაბგერითი დამფრთხობიც კარგი მეთოდია. ტექნიკა გამოსცემს ხმის ტალღებს, რომელიც თაგვებს არ მოსწონს და ნაკვეთს სასწრაფოდ ტოვებს. ჰუმანური, სწრაფი, ეკოლოგიური და მოსახერხებელია.

Advertisement