Connect with us

ჯანმრთელობა

თაფლიანი ჩაი. რა სარგებელი აქვს და ვისთვის არის უკუჩვენებული

ჩვენთან ჩაის დალევა ტკბილეულით და ლიმონით მიღებულია. იშვიათად, კოჭას, პიტნას ან თაფლს ვუმატებთ. ზოგიერთი გურმანი ჩაის ინგლისური სტილში, რძით ამზადებს. ასეთი დანამატით ჩაის გემო რბილდება, ხოლო თვისებები არც ისე მატონიზირებელია.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, ყველასთვის შესაფერისია თუ არა თაფლიანი ჩაი, რამდენი და რა ვითარებაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. პროდუქტის საფრთხე დეტალებში იმალება და წესების უცოდინრობის შემთხვევაში, ორგანიზმს დიდ ზიანს მიაყენებთ.

შეიძლება თუ არა ცხელი ჩაის თაფლით დალევა: სპეციალისტების მოსაზრება

პირველ რიგში, გავარკვიოთ მთავარი საკითხი, შეიძლება თუ არა ცხელ ჩაიში თაფლის დამატება. ყურადღება! უსასრულო საუბარი და კამათი, რომ თაფლი 40 გრადუსზე ზევით გაცხელებისას კანცეროგენული ხდება, აბსოლუტურად უსაფუძვლო აღმოჩნდა.

ინდოელი მეცნიერების ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ გაცხელებისას თაფლის შემადგენლობაში მავნე ნივთიერება ჰიდროქსიმეთილფურფურალი (HMF) ნამდვილად წარმოიქმნება. თუ მათ საფრთხეზე ვსაუბრობთ, ეს უფრო ცნებების ჩანაცვლებას ჰგავს. ამ ნივთიერების კონცენტრაცია იმდენად ცოტაა, რომ არსებითი ზიანის მოყენება თითქმის არ შეუძლია. თუ, რა თქმა უნდა, ერთ ჭამაზე 150 გრამ თაფლზე მეტის ჭამას არ აპირებთ. იგივე ჯემი, მურაბა და საკონდიტრო ნაწარმი მეტ HMF–ს შეიცავს, ვიდრე ნატურალური თაფლი. გაცხელებული ფუტკრის ნაწარმი სხვა „სახიფათო“ კომპონენტებს არ შეიცავს.

მშვიდად იყავით, თაფლი ცხელ სასმელში (ჩაი, რძე ან ყავა) დამატებისას თავის სარგებელს ინარჩუნებს. მისი მთავარი ღირებულებაა არა ვიტამინები, არამედ ფერმენტები, ანტიოქსიდანტები და ცილოვანი ნაერთები დეფენსინებში (ანტიმიკრობული ნივთიერებები). საინტერესოა, რომ ამ ნაერთების მოქმედება მაღალ ტემპერატურაზე მხოლოდ აქტიურდება. ამრიგად, ცხელ ჩაიში თაფლის დამატებით ააქტიურებთ დეფენსინს, თან ანტიოქსიდანტები და ფერმენტები არსად ქრება.

რა სარგებელი აქვს თაფლიან ჩაის

ასეთი სასმელი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოა. თაფლიანი ჩაის მოყვარულები ერთდროულად რამდენიმე პრობლემას აგვარებენ:

  • თაფლიანი ჩაი ყელს ნაზად ედება და სურდოს დროს ტკივილს ამცირებს.
  • თაფლიანი ჩაის რეგულარული დალევა მავნე მიკროორგანიზმებს კლავს.
  • თაფლი იმუნურ სისტემას ბევრ სააფთიაქო საშუალებაზე უკეთ სტიმულირებს.

როგორ დავლიოთ თაფლიანი ჩაი

თაფლი ცხელ სასმელში უსაფრთხოა, მაგრამ მცირე ულუფებით დალევას გირჩევთ. გრიპის ან სურდოს დროს თაფლი დაუმატეთ თბილ წყალს სხვადასხვა ბალახებთან ერთად, როგორიცაა ცაცხვი, გვირილა ან პიტნა. გახსოვდეთ კალორიულობა და მოხმარების დღიური ნორმა:

  • არაუმეტეს 100-150 გ დღეში.
  • 100 გ თაფლი საშუალოდ 330 კალორიას შეიცავს.

ვისთვის არის სასარგებლო თაფლიანი ჩაი

თუ თქვენი საქმიანობა გაჯეტებს უკავშირდება, თაფლიანი ჩაი 100%–ით თქვენი სასმელია. ამ შემთხვევაში ექიმები გირჩევთ, რომ დღეში სამი ფინჯანი ჩაი დალიოთ.

მხედველობისთვის ჩაი ცაცხვის ან ძიძოს თაფლით განსაკუთრებით სასარგებლოა. ასეთი ელექსირი დაღლილობას აქრობს, თვალებს გამოსხივების გაძლებაში ეხმარება. ამავდროულად, სპეციალისტები ერთხმად ამბობენ: კომპიუტერთან მუშაობისას შესვენება აუცილებლად მოიწყვეთ. ასეთი დასვენება ყოველ 1-1,5 საათში მინიმუმ 10-15 წუთით აუცილებელია.

შესვენებისას ფინჯანი ვიტამინებით მდიდარი ჩაი დალიეთ. ძიძოს ჩაი სასუნთქი გზების ორგანოების და გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ასევე თავის ტკივილის და შაკიკის დროს სასარგებლოა. შეშუპებას აქრობს და წნევას არეგულირებს. ცაცხვის თაფლი ნერვული სისტემის დაავადებების დროს რეკომენდებულია. შფოთვას და სტრესს ამცირებს, უძილობას ებრძვის, ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს.

ვისთვის არ შეიძლება თაფლიანი ჩაი

დიაბეტის და ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას თაფლიანი ჩაი დიდი სიფრთხილით უნდა დალიოთ. დიეტოლოგის თქმით, მცდარია მოსაზრება, რომ ნატურალურ თაფლში უფრო ნაკლები შაქარია, ვიდრე რაფინირებულში. მისი სრულად ამოღება არ ღირს. ზომიერება დაიცავით: 1 ჩ/კ თაფლი დღეში შაქრიანი დიაბეტის, ჭარბი წონის და საჭმლის მონელების პრობლემების დროს მაქსიმუმია.

თაფლიან ჩაის შეგიძლიათ დაუმატოთ ნატურალური დანამატები, როგორიცაა ლიმონის ნაჭერი, ალუბლის, მოცხარის ან ჟოლოს ფოთლები.

Advertisement