Connect with us

საკითხავი

ბრძენმა იღუმენმა მიპასუხა, შეიძლება თუ არა ეკლესიაში შესვლა „დედათა წესის“ დროს

ეკლესიის კარი ყველა ღვთისმოსავი ადამიანისთვის ღიაა. ვფიქრობდი, რომ ეს მუდმივობა არასდროს იცვლება. ახლახანს მეგობრისგან გავიგე, რომ ქალების შემთხვევაში ასე არაა. თითქოს, კრიტიკულ დღეებში ეკლესიაში შესვლა არ შეიძლება. ნამდვილად ასეა? გიზიარებთ სასულიერო პირების პასუხს.

ეკლესიაში შესვლა

ერთ–ერთი მონასტრის იღუმენმა მიამბო, ნებადართულია თუ არა ეკლესიაში შესვლა დედათა წესის დროს. თავად რელიგიისგან შორს ვარ და ამაზე ადრე არ დავფიქრებულვარ, მაგრამ ჩემი მეგობარი ეკლესიაში ხშირად დადის.

მეგობარი ამბობს, რომ ყოველთვე კრიტიკული დღეების პერიოდში ქალი უწმინდურია და ეკლესიაში შესვლის უფლება არ აქვს. „საწყენია, რომ ასეთი გავრცელებული მცდარი წარმოდგენების გამო ბევრი ქალი ეკლესიაში უფრო იშვიათად დადის“ – ამბობს სასულიერო პირი.

პავლე მოციქულისგან ვიცით, რომ ღვთის ნებისმიერი ქმნილება სიკეთეა. გამოდის, რომ უფლის მიერ შექმნილი ქალის ორგანიზმი მშვენიერია. ფიზიოლოგიური პროცესების გამო უწმინდური ვერ იქნება. ეს ხომ მის ორგანიზმში ჩადებულია.

მაცხოვარი გვასწავლის, რომ ადამიანის დაბინძურება სულს შეუძლია. ზოგჯერ ის ცუდი საქციელისა და ფიქრებისკენ გვიბიძგებს. ამპარტავნება, ანგარება, სიძვა, მრისხანება, ნაყროვანება, შური და სასოწარკვეთილება – აი, რა გვბილწავს.

წარსულის გადმონაშთები

ძველ აღთქმაში ნამდვილად ვკითხულობთ, რომ ქალი „კალენდრის წითელ დღეებში“ არაწმინდა ხდება. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ პერიოდში მას შეეხებოდა, ასევე უწმინდური ხდებოდა. ახალი აღთქმა ამას უარყოფს. იესო ქრისტე ხომ თავად ეხებოდა მიცვალებულებს და აღადგენდა.

ძველი აღთქმის შესწავლისას აღმოაჩენთ, რომ სისუფთავის საკითხი უფრო ჩვეულებრივ ჰიგიენას ეხებოდა და არა თავად ფიზიოლოგიურ პროცესებს. უსუფთაობა სხვადასხვა დაავადებას იწვევდა და ეკლესია ამას აკონტროლებდა. დღეს ჰიგიენის სხვადასხვა საშუალება ქალს კრიტიკული დღეების უსაფრთხოდ გადატანაში ეხმარება.

1–ელ საუკუნეში დიდმოწამე კლიმენტი რომაელი წერდა, რომ მსგავსი რამ ადამიანის ბუნებას ვერ შელახავს და სულიწმინდას ვერ დააშორებს. დედათა წესის დროს ქალი ბუნებრივად იწმინდება და ეს ღვთიური სიბრძნის ნაწილია.

ამაზე საუბრობდა წმინდა გრიგოლ I დიდი. ის მე-7 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მისი თქმით, ამ დღეებში ქალს ეკლესიაში შესვლა არ უნდა ავუკრძალოთ, ეს სისულელეა. ის ხომ დამნაშავე არაა იმაში, რაც ბუნებამ შექმნა. ეს ქალის სურვილების მიუხედავად ხდება და ცოდვა არაა.

სასულიერო პირის რჩევა

ქალს დედათა წესის დროს შეუძლია ეკლესიაში შევიდეს, წირვას დაესწროს და ხატებს ემთხვიოს. ეკლესიის კარი ყველასთვის ღიაა, ვისაც სულიერი მხარდაჭერა, უფალთან განმარტოება სჭირდება. ბევრს აქ ყოფნა ძალას მატებს. ამაზე უარის თქმა იმის გამო, რასაც ვერ შეცვლით, სისულელეა.

ბოროტება ნებისმიერი სქესის და ასაკის ადამიანში შეიძლება იყოს. ამაზე მხოლოდ ადამიანის რწმენა და ცდუნებასთან ბრძოლის ძალა ახდენს გავლენას. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიოლოგიური პროცესები. ცრუ წარმოდგენები მოიშორეთ და ეკლესიაში წადით, როცა ამის სურვილი გაქვთ.

Advertisement