Connect with us

თავის მოვლა

თვალის პატჩები. ღირს ამდენ ფულად თუ გამოვიყენოთ ხელნაკეთი ვარიანტი

ბოლო დროს თვალის პატჩები პოპულარული გახდა. ქალები ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ამ პროდუქტს აქტიურად იძენენ. მისი დახმარებით თვალების ქვეშ სიშავე და მუქი ტომრები შეგიძლიათ დაივიწყოთ და კანი განაახლოთ. ღირს ამ ფასად მათი ყიდვა თუ შეიძლება მისი ჩანაცვლება სახლური თვალის პატჩებით?

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა სარგებელი აქვს თვალის პატჩებს და როგორ გააკეთოთ ხელნაკეთი პატჩები.

პატჩები ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან

თვალის პატჩების ხარისხი ფასზე და მწარმოებელზე დამოკიდებულია. ყველა დიდ ეფექტს ვერ იძლევა. პროფესიონალურ პატჩებს უკეთესი შედეგი აქვს, მაგრამ ბიუჯეტს აზარალებს.

როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? ვფიქრობთ, რომ მეტის გადახდა არ ღირს. თვალების ქვეშ პატჩები სახლში ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან შეგიძლიათ მოამზადოთ. განვიხილოთ რამდენიმე ვარიანტი.

ჩაის პაკეტები

ჩაის პაკეტები დაღლილობას აქრობს, თვალების ქვეშ ტომრებს ამცირებს. ახალი პაკეტი ცხელ წყალში ჩადეთ. ცოტა რომ შეგრილდება თვალებზე დაიდეთ და 20 წუთით გაიჩერეთ. ტანინები, რომელსაც ჩაი შეიცავს, შეშუპებას ამცირებს, კანს ტონუსს უბრუნებს. თუ ყოველ საღამოს გაიკეთებთ, შედეგს მალე დაინახავთ.

ბოსტნეული სილამაზის სადარაჯოზე

ახალი ბოსტნეული, კერძოდ, კარტოფილი პატჩის ფუნქციას მარტივად შეასრულებს. კარტოფილის ნახევარ რგოლები თვალებზე 15 წუთით გაიჩერეთ. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში თვალების ქვეშ ტომრები შემცირდება, კანი გაღიავდება.

ამ საქმეში კიტრი არ უნდა გამოგრჩეთ. ალბათ, გინახავთ, როგორ იდებს ბევრი ქალბატონი ფილმში კიტრის ნაჭრებს. მეთოდის გამოცდას გირჩევთ. კიტრი კანს ატენიანებს, მუქ წრეებს და ტომრებს ამცირებს.

დამატენიანებელი კრემი

ჩვეულებრივი დამატენიანებელი კრემი თვალების ქვეშ მშრალი კანის პრობლემას მოაგვარებს. სქელ ფენად წაისვით და 30 წუთში ნარჩენები სალფეთქით მოიშორეთ. კრემი ძალიან ცხიმიანი არ უნდა იყოს.

ხელნაკეთი პატჩები რეგულარული გამოყენების შემდეგ ეფექტურ შედეგს მოგცემთ. რა თქმა უნდა, ნაყიდი ხარისხიანი პატჩები ეფექტური და სწრაფია. ძილის მნიშვნელობაც არ დაგავიწყდეთ. კარგად გამოძინება დაღლილობის კვალს და მუქ წრეებს ნებისმიერ საშუალებაზე უკეთ ამცირებს.

Advertisement