Connect with us

ყვავილები

ბოსტნეული, ხილი და ყვავილი, რომელიც უკვე მარტში შეგიძლიათ დათესოთ

გაზაფხული დადგა. როგორც იქნა, ქურთუკს და მძიმე ფეხსაცმელს მოვიშორებთ. ახლა შეგვიძლია სუფთა ჰაერზე მეტი დრო გავატაროთ. აი, მეაგარაკეები ბოსტანში კვლებს ამზადებენ და ახალი ბოსტნეულის, ხილის და ყვავილების დარგვისთვის ემზადებიან.

ზამთარი საკმაოდ თბილი იყო, ამიტომ ღამით მოულოდნელი ყინვის არ შეგეშინდეთ და ახალი ხილი და ბოსტნეული თამამად დათესეთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ხილის, ბოსტნეულის და ყვავილის დათესვა შეიძლება მარტში.

ბოსტნეული

1. კამა და ოხრახუში. ბოსტანში ახალი მწვანილი აუცილებელია. თუ დღისით ზედიზედ რამდენიმე დღე ტემპერატურა 3 გრადუსზე ქვემოთ არ ჩამოდის, კამა და ოხრახუში დათესეთ. უპრეტენზიო მცენარეებს ნებისმიერი ნიადაგი გამოადგებათ. 3 სმ სიღრმეში და ერთმანეთისგან 10 სმ დისტანციაზე დათესეთ.

2. ბოლოკი. მისი თესლი დაამუშავეთ, დეზინფექცია ჩაუტარეთ და მარტის პირველ რიცხვებში გარეთ დათესეთ. 2 სმ სიღრმეზე და ერთმანეთისგან 15 სმ დისტანციაზე დათესეთ. თუ აცივდა და ყინვაა, პარკი გადააფარეთ და სათბურის ეფექტი შექმენით.

3. სტაფილო. საადრეო სტაფილო შუა მარტში შეგიძლიათ დათესოთ. ნეშომპალით გამდიდრებული მიწა უყვარს. ღრმად ჩარგეთ, ერთმანეთს 20 სმ–ით დააშორეთ. ზემოდან ნაცარი მოაყარეთ.

4. ბარდა. როცა ტემპერატურა 6 გრადუსზე მაღალი იქნება, ბარდა 4 სმ სიღრმეში და ერთმანეთისგან 20 სმ დაშორებაზე დათესეთ.

5. ჭარხალი. მიწის 10 გრადუსამდე დათბობას დაელოდეთ და დათესეთ. დაახლოებით მარტის ბოლო უწევს. თესლი თერმოსში ჩაალბეთ, 1 დღე გააჩერეთ, შემდეგ გაამშრალეთ და დათესეთ.

კენკრა

როგორც კი, ტემპერატურა ნულს აცდება, ხეხილი ბაღში შეგიძლიათ დარგოთ. მიწა ფხვიერი უნდა იყოს. მარტში დარგეთ ალუბალი, ქლიავი, ჟოლო, ვაშლი, გარგარი, ატამი და საადრეო მსხალი. ხე და ბუჩქი მიწაში ერთნაირად ირგვება. დიდი ორმოები ამოთხარეთ, მორწყეთ, ნერგი ჩადეთ და ფესვები მიწით კარგად დაფარეთ. ორმოებს ნეშომპალა შეგიძლიათ მოაყაროთ. აი, ახალი ნაკელი ამ მიზნით არ გამოიყენოთ.

ყვავილები

იმის მიუხედავად, რომ ყვავილების დარგვა აპრილში ხდება, ზოგიერთი უკვე მარტში შეგიძლიათ დარგოთ. გიამბობთ, რომელ ყვავილებს ვგულისხმობთ.

1. ექინაცეა. მარტის პირველ ნახევარში დარგეთ.

2. ვერბენა. 20 მარტისთვის დარგეთ. დათესვის შემდეგ თესლს მიწის მოყრა არ სჭირდება.

3. აზარინა. ეცადეთ, მალე დარგოთ. ასე ლამაზ ყვავილებს უფრო მალე გაშლის.

4. მაჩიტა. ნაზი ყვავილი მარტის ნებისმიერ რიცხვში შეგიძლიათ დათესოთ. დათესვის შემდეგ თესლს მიწის მოყრა არ სჭირდება.

5. ლობელია და ჰელიოტროპი. ყვავილები, რომლებიც თებერვალ–მარტში მშვიდად შეგიძლიათ დათესოთ.

6. ტიტა. თუ შემოდგომაზე მისი დათესვა ვერ მოასწარით, მარტი შესაფერისი პერიოდია.

7. დეზურა. ერთწლიანი დეზურა მარტში შეგიძლიათ დათესოთ.

მეაგარაკეებს მარტში ბევრი საქმე აქვს. არ იზარმაცოთ, საქმე არ გადადოთ აპრილამდე და მაისამდე, მარტში ზოგიერთი ხილ–ბოსტნეული, კენკრა და ყვავილი დარგეთ, რომ საქმე წინ წაიგდოთ. ბოსტანში მუშაობა ორგანიზმს აკაჟებს და დადებით განწყობას ქმნის.

Advertisement