Connect with us

ყვავილები

ვარდის კალმების გაზრდა ქვიშაში. აყვავებული ვარდი მეზობლებში შურს გამოიწვევს

გამოუცდელ მებაღეებს და დამწყებ ფლორისტებს ვარდის გამრავლება უჭირთ. ქვიშაში კალმების დარგვა ვარდის გამრავლების ერთ–ერთი წარმატებული და მარტივი მეთოდია.

თუ გსურთ, თქვენი ბაღი ყვავილების დედოფლით დაამშვენოთ, ოცნების ახდენაზე უკვე იზრუნეთ. საჭირო არაა, რომ მებაღეობაში დიდ ცოდნას ფლობდეთ. საჭირო მასალები მოიმარაგეთ და კალმები ჩარგეთ.

ვარდის გაზრდა ქვიშაში

პირველი ეტაპი

დაგჭირდებათ დიდი მოცულობის (5 ლ) პლასტმასის ბოთლი ან სხვა ჭურჭელი. ძირში აუცილებლად გახვრიტეთ, რომ ზედმეტი წყალი გამოვიდეს. სადრენაჟო ხვრელის გაკეთება აუცილებელია.

ჭურჭლის ძირში ხავსი ჩააფინეთ. ასე ტენს შეინარჩუნებთ და ქვიშაც არ გამოიყრება. ხავსზე მდინარის ქვიშა დააყარეთ, ზედაპირი მოასწორეთ.

მეორე ეტაპი

კალმები მოამზადეთ. მაქსიმუმ 20 სმ სიგრძის კალმები დაჭერით. ბოლოები ირიბად გადაჭერით. პრევენციისთვის მავნებლების, კერძოდ, ობობის ტკიპების წინააღმდეგ დაამუშავეთ. კალმები ქვიშაში მაქსიმუმ 3 სმ სიღრმეზე ჩარგეთ.

კარგად მორწყეთ. ქვიშა ბოლომდე უნდა დასველდეს. ასეთ პირობებში კალამი 5 კვირა უნდა გააჩეროთ. ამ დროში მწვანე ფოთლები გაიშლება, ფესვები გაიზრდება. ქვიშიდან ფრთხილად ამოიღეთ. ფესვებიანი კალმები წყლით სავსე ჭიქაში ჩადეთ, რომ არ გახმეს.

მებაღის რჩევები

პლასტმასის ბოთლის გამოყენების შემთხვევაში, ბოთლის ზედა ნაწილიდან თავსახური შეგიძლიათ გააკეთოთ და კალმებს დაახუროთ. ასე მინი სათბური გამოვა. თავსახური რამდენიმე ადგილას დახვრიტეთ, რომ ჰაერმა იმოძრაოს. კალმები ცენტრისკენ დახრილი უნდა იყოს. ასე თავსახური არ დააზიანებს. ჩრდილში გაიტანეთ. ზედმეტი მორწყვა არ სჭირდება.

თუ ჭურჭელს თავსახური არ აქვს, კალმები აუცილებლად მზიან ადგილას გაიტანეთ და ყოველდღე მორწყეთ. ასე ნანატრ ფესვებს დაინახავთ.

ქვიშას მსხვილი მარცვლები უნდა ჰქონდეს. ასეთი ქვიშა ჰაერს კარგად ატარებს. ამის ხარჯზე კალამი არ ლპება, ხოლო ფესვები გრძელი და განშტოებული იზრდება.

Advertisement