ჯანმრთელობა
არომატული ყავა დაფნის ფოთლით. რატომ უნდა დალიოთ გამამხნევებელი სასმელი ასე
წლები ყავას კლასიკურად ვადუღებდი, მხოლოდ წყალს და შაქარს ვუმატებდი. ვთვლიდი, რომ სხვა დანამატები, როგორიცაა დარიჩინი, მიხაკი და კურკუმა, მოდური ტენდენცია იყო და სარგებელი არ ჰქონდა. ასე იყო ბოლო დრომდე, სანამ დაქალმა ყავაში დაფნის ფოთლის დამატება არ მირჩია.
რა თქმა უნდა, დაფნას კულინარიაში აქტიურად ვიყენებ, წვნიანს, პელმენის წყალს, ბოსტნეულს ჩაშუშვისას ვუმატებ. აი, ყავაში დაფნის დამატებაზე პირველად გავიგონე. დაქალმა და მიამბო, რატომ არის ასეთი სასმელი უფრო სასარგებლო. ახლა ყოველდღე ყავას დაფნის ფოთლით ვადუღებ.
ყავა დაფნის ფოთლით. რატომ დავლიოთ ასე?
დაფნის ფოთოლი სანელებელია, რომელსაც საოცარი არომატი და ანთების საწინააღმდეგო ძლიერი თვისებები აქვს. მას წვავენ, რომ სახლში ჰაერი გაწმინდონ და არომატული გახადონ. კუთხეებში დაწყობილი დაფნის ფოთლები მავნებლებს მოგაშორებთ.
ყავის მომზადების წესი
- ნებისმიერი სიძლიერის ყავა გემოვნებით მოადუღეთ.
- ჯეზვეს შემთხვევაში დაფნის ფოთოლი ჯეზვეში ჩააგდეთ და ყავა ასე მოადუღეთ. თუ გეიზერს ან ყავის მადუღარას იყენებთ, ჯერ ყავა მოადუღეთ, შემდეგ დაფნის ფოთოლი დაუმატეთ.
- ცოტა ხნით მოიცადეთ. როგორც კი დაფნის არომატს იგრძნობთ, ფოთოლი სასმელიდან შეგიძლიათ ამოიღოთ.
- გემოვნებით შაქარი, რძე, ნაღები, სხვა სუნელი და სანელებელი დაუმატეთ.
დაფნის ფოთოლი სასმელს უჩვეულო არომატს მატებს და უფრო სასარგებლოს ხდის. ბევრ ქვეყანაში ასეთი სასმელის დალევა ტრადიციაა და წლებია ასე ადუღებენ. შეგახსენებთ, სასმელი წნევას სწრაფად ზრდის. ბევრი ერთად არ დალიოთ.