Connect with us

ჯანმრთელობა

5 ნატურალური არომატი, რომელიც სტრესს ამცირებს და კონცენტრაციას აუმჯობესებს

ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ ჩემი დით, რომელიც რთულ სიტუაციებშიც ტიტანურ თავშეკავებას ავლენს. მისი სიმშვიდე ტიბეტელ ბერებს შეიძლება შევადარო. ერთხელ დავინტერესდი, როგორ გამოსდის ეს. მაშინ სტრესის საწინააღმდეგო არომატებზე მიამბო.

ცხოვრების სწრაფი დინება, პრობლემები სამსახურში, უთანხმოება ნათესავებთან, წვრილი უსიამოვნებები. ერთი რამ საკმარისია, რომ წყობიდან გამოხვიდეთ, ხოლო პრობლემების დუეტზე ან ტრიოზე არაფერს ვამბობ. სწორედ ამიტომ, საჭიროა იცოდეთ მოდუნება, გადატვირთვა და სირთულის ცივი გონებით შეხედვა. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ დამშვიდდეთ სუნების დახმარებით.

ნატურალური არომატები სტრესის წინააღმდეგ

დარიჩინი

ეს სანელებელი სამკურნალო თვისებებს ფასობს და ხალხურ მედიცინაში გამოიყენება. თანამედროვე მეცნიერებმა დაადასტურეს: დარიჩინის არომატი ყურადღებაზე დადებითად მოქმედებს, მოტივაციას, კონცენტრაციას ზრდის. მთავარი უპირატესობა ისაა, რომ სტრესს ამცირებს და განწყობას აუმჯობესებს. მწიკვი დარიჩინი შვრიის ფაფას, ჩაის ან ყავას დაუმატეთ. პიკანტური არომატი შეისუნთქეთ და ისიამოვნეთ.

წიწვი

გაიხსენეთ, რა სასიამოვნოა საახალწლო ნაძვის ხის არომატის შესუნთქვა. თითქოს შინაგანად მშვიდდებით, განწყობა უმჯობესდება. რა თქმა უნდა, მთელი წელი სახლში ნაძვის ხეს ვერ გააჩერებთ. წიწვოვან ტყეში რამდენიმე საათით შეგიძლიათ გაისეირნოთ. თუ სიახლოვეს ასეთი რამ არაა, წიწვის ეთერზეთი შეიძინეთ. სხვათა შორის, კოსმეტიკა, მაგალითად, საპონი წიწვით სასარგებლოა.

სანდალის ხე

მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ოთახი სანდლის ხის სურნელით გაავსეთ. ასეთ ატმოსფეროში სწორად მოდუნებას შეძლებთ, სამსახურსა და სხვა პასუხისმგებლობებზე ფიქრი უკან დაიხევს. თავს გაათავისუფლებთ პრობლემებისგან, მედიტირებას შეძლებთ. სხვათა შორის, სანდალს ზოგიერთ კოსმეტიკურ პროდუქტს უმატებენ.

ყავის მარცვლები

ითვლება, რომ ყავა კონცენტრირებას ხელს უწყობს, პროდუქტიულობას და მხნეობას ზრდის. იცით, რომ ყავის მარცვლების დასუნვა საკმარისია. დღეში რამდენიმე ფინჯანი სასმელის დალევა საჭირო არაა. ეთიოპიაში საუკუნეების განმავლობაში ყავის მარცვლებს გასამხნევებლად, აზროვნების და კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად იყენებენ. მარცვლებით სავსე ქილა სტრესული სიტუაციებისთვის იქონიეთ: მისი არომატი დაგეხმარებათ საკითხს ცივი გონებით შეხედოთ.

პიტნა

ამ მცენარეს უკვე დიდი ხანია სამკურნალოდ იყენებენ. მისი არომატი თავის ტკივილს ხსნის, გვადუნებს და დასვენებაში გვეხმარება. თუ თავის აუტანელი ტკივილი გაწუხებთ, საფეთქლებზე და შუბლზე პიტნის ან მენთოლის გელი წაისვით. შედეგი გაგაოცებთ. ჩაი პიტნით არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ნერვული სისტემისთვის სასარგებლოა.

არომატები, რომლებიც სტრესს ამცირებენ, ჩვენ გარშემოა. რა თქმა უნდა, ჩამოთვლილი სუნების ეფექტურობა გამოცდილებით და სხვადასხვა მეცნიერებით დადასტურებულია, მაგრამ თქვენ შეიძლება გქონდეთ არომატი, რომელიც მხოლოდ თქვენ გამშვიდებთ. ეძებეთ! მაგალითად, ახალი ცომეულის ან საყვარელი სუნამოს სუნი, ზაფხულის ღამის ან ოხრახუშის სუნი. მთავარია, რომ სიმშვიდდეს გგვრიდეს.

Advertisement