Connect with us

ყვავილები

რამდენიმე რეკომენდაცია საადრეო ბოლოკის კარგი მოსავლის ასაღებად

ბოლოკი იმ ბოსტნეულებს შორისაა, რომელიც ნაკვეთზე მარტივად შეგიძლიათ გაზარდოთ. თქვენ მიერ მოყვანილი ბოლოკით და მწვანე ხახვით მომზადებული სალათის გემო შეუდარებელია. საადრეო ბოლოკის გასაზრდელად გარკვეული პირობები უნდა დაიცვათ.

ბოლოკი თითქმის ყველგან იზრდება. ბევრი მას გზატკეცილზე ყიდის. ამ ადრეული ბოსტნეულის წარმატებულ კულტივირებაზე ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა დღეს Аlltime.ge–ს რედაქცია 3 მარტივ და ეფექტურ რეკომენდაციას გიზიარებთ.

3 საიდუმლო ბოლოკის სწორად გასაზრდელად

სწორი დათესვა

აღმოცენების დრო რომ შეამციროთ და პირველი მოსავალი სწრაფად აიღოთ, მცენარეს სწორი პირობები შეუქმენით.

  • სათბური ხარისხიანად აღჭურვილი უნდა იყოს და კარგად განათებულ ადგილას მდებარეობდეს.
  • სტაბილური ტემპერატურა უნდა შეინარჩუნოთ. დღისით ზუსტად 19 გრადუსი, ხოლო ღამით – 8 გრადუსი სითბო.
  • ნიადაგის ტემპერატურა 12 გრადუსი უნდა იყოს, ტენიანობა – 75%.

ბოლოკი ხანმოკლე სინათლეს კარგად იტანს. მოცემული პირობები დაიცავით და დათესვიდან მე–5 დღეს აღმონაცენები გამოჩნდება.

თესლის სწორად მომზადება

თესლი სწორად მოამზადეთ, რომ კარგად გაღვივდეს. თესლი მარგანცოვკის ხსნარში მოათავსეთ. 15 წუთით გააჩერეთ. ზრდის სტიმულატორიც („ეპინი“) შეგიძლიათ გამოიყენოთ. 2 წვეთი საშუალება ნახევარ ლიტრ წყალში გააზავეთ, თესლი ჩადეთ და 1 ღამე გააჩერეთ. დილით პირსახოცით გაამშრალეთ და დათესეთ.

ნიადაგის სწორად მომზადება

ბოლოკის დათესვამდე ნიადაგი მოამზადეთ. დაბარეთ და სასუქით გამოკვებეთ. მომზადება დათესვამდე 2 კვირით ადრე დაიწყეთ. სასუქად ნიტროამოფოსკა შეგიძლიათ გამოიყენოთ. 10 ლ წყალს 1 ჩ/კ ნიტროამოფოსკა დაუმატეთ და აურიეთ. ეს მოცულობა1 მ² ფართობისთვის საკმარისია.

ნიადაგის გასაფხვიერებლად მდინარის ქვიშა გამოიყენეთ. 1 მ² ფართობზე 1 ვედრო ქვიშა დაგჭირდებათ. დათესვამდე 1 კვირით ადრე მიწას ფირი დააფარეთ. ასე გათბება.

ამ წესების დაცვით საადრეო ბოლოკი წარმატებით გაიზრდება და უხვი მოსავლით გაგახარებთ.

Advertisement