Connect with us

ტესტები

საბავშვო თავსატეხები, რომელიც ნებისმიერ უფროსს დააფიქრებს. შეამოწმეთ თქვენი უნარები

ერთი შეხედვით, საბავშვო თავსატეხები მარტივი ამოსახსნელია, მაგრამ ხშირად უფროსებსაც დაფიქრებას აიძულებს. მაშინაც კი, თუ უმაღლესი განათლება გაქვთ, სოლიდური შემოსავლით უზრუნველყოფილი ხართ და მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვეთ, სასკოლო პროგრამის ამოცანების ამოხსნა მაინც შეიძლება გაგიჭირდეთ.

უხერხულობას თავი რომ აარიდოთ, თავსატეხები დროდადრო ამოხსენით. ასე გაერთობით და გონებას გაავარჯიშებთ, გაიგებთ, რამდენად დაკვირვებული ადამიანი ხართ. შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა საკმარისი თვისებები, რომ ქვემოთ მოცემული ამოცანები ამოხსნათ. პასუხებს სტატიის ბოლოს იპოვით.

საბავშვო თავსატეხები

1. სურათზე ვხედავთ მჭიდროდ დასახლებულ უბანს, მათ შორის ერთი საყვარელი კატა იმალება. ერთი შეხედვით, კატა აქ არაა, მაგრამ კარგად დაკვირვების შემდეგ ფუმფულა ცხოველს აუცილებლად იპოვით.

2. თუ პირველი ამოცანა ამოხსენით, შემდეგზე გადადით. აქ უკვე არა ყურადღების უნარი, არამედ საზრიანობა დაგჭირდებათ. რამდენი ფილა უნდა შეიძინოს ხელოსანმა, რომ რემონტი დაასრულოს. ზუსტი პასუხი გვჭირდება, რომ მაღაზიაში ფილების საყიდლად აღარ მივბრუნდეთ.

3. მესამე და მთავარ ამოცანაზე გადავედით. ამ სურათზე ბევრი კატაა გამოსახული. მათ სხვადასხვა ფერი, ფორმა და ზომა აქვთ. კატების სამყაროში ერთი ძაღლი იმალება. სურათზე ბევრი კატა ძაღლს ჰგავს, მაგრამ არ დაიბნეთ. აქ მხოლოდ ერთი ძაღლია.

პასუხები

1. ალბათ, მაშინვე ფანჯრებს დაუწყეთ ყურება, რომ რაფაზე წამოწოლილი კატა იპოვოთ. ოღონდ ჩვენი კატა სახლის უკან იმალება და პირდაპირ თქვენ გიყურებთ. სურათზე ზედა მარჯვენა კუთხეს დააკვირდით.

2. ზედა და ქვედა რიგებში თითო ფილა აკლია. შემდეგ რიგებში 3–3 ფილა აკლია, ხოლო შუაში – 4 ფილა. გამოდის 1+3+4+3+1 = 12 ცალი.

3. ამდენი განსხვავებული კატა ერთად არასდროს გვინახავს. ზოგიერთი ცხოველი ისეა დახატული, რომ ძაღლს ძალიან ჰგავს, თუმცა კატაა. პირობაში ნათქვამია, რომ აქ მხოლოდ ერთი ძაღლია. სურათის ცენტრს ქვემოთ დააკვირდით. აქ ცისფერი ძაღლი წვრილი საყელოთი იმალება.

თუ ყველა თავსატეხი ამოხსენით, გილოცავთ.

Advertisement