Connect with us

კულინარია

კერძი, რომელიც სუფრიდან მაქსიმუმ 15 წუთში ქრება. მზადდება მარტივად და სწრაფად

დღემდე თავს იმტრევთ, თუ რა მოამზადოთ ლავაშისგან? თქვენთვის წასახემსებელი რულეტების ყველაზე მოთხოვნადი შიგთავსები მოვამზადეთ. ისინი ცხოვრების ნებისმიერ შემთხვევაში გამოგადგებათ: სადილის ან ვახშმობის დროს, სამსახურში წასახემსებლად ან მოულოდნელი სტუმრის გასამასპინძლებლად.

ლავაშის რულეტების სხვადასხვა შიგთავსით

წასახემსებელი ლავაშის რულეტების მომზადება და ჭამა ერთი დიდი სიამოვნებაა. შიგთავსი შეიძლება იყოს ნებისმიერი: ხორცი, თევზი, ბოსტნეული, სოკო და ტკბილი ხილიც კი!

გთავაზობთ 13 მარტივ და ორიგინალურ რეცეპტს.

გემრიელი შიგთავსები ლავაშისთვის

1. ჩანგლით ერთი თევზის კონსერვი საკუთარ წვენშივე ჩაჭყლიტეთ. 200 გრ ხმელი, გახეხილი ყველი, კამა და მაიონეზი დაუმატეთ. ლავაში დაახვიეთ და 10-15 წუთით გემოს გასაჯერებლად გააჩერეთ.

2. მოხარშული 350 გრ ქათმის ფილე თხელ ნაჭრებად დაჭერით. მსხვილ სახეხზე გახეხილი 2 პაკეტი მდნარი ყველი აურიეთ. ნებისმიერი მწვანილი დაუმატეთ.

3. მსხვილ სახეხზე 3 ცალი მოხარშული კარტოფილი გახეხეთ. მაიონეზი, ხახვი, მწვანილი და კუბებად დაჭრილი, ნაკლებად მარილიანი ქაშაყი დაუმატეთ და აურიეთ.

4. 200 გრ ხაჭო 2 ს/კ არაჟანს და კამას აურიეთ. 2 დაქუცმაცებული ნივრის კბილი დაუმატეთ. მარილი გემოვნებით მოაყარეთ.

5. ხორცის გასატარებელ მანქანაში 200 გრ მოხარშული ლობიო გაატარეთ. 1 დიდი ზომის ხახვი კუბებად დაჭერით და კარაქში შეწვით. ლობიო, შემწვარი ხახვი და 2 დაქუცმაცებული ნივრის კბილი აურიეთ. მარილი გემოვნებით მოაყარეთ და ნახევარი ჩ/კ სანელებელი „ხმელი სუნელი“ დაუმატეთ.

6. კუბებად დაჭერით 250 გრ კიბორჩხალის ჩხირები და 1 კიტრი. 2 კვერცხი მოხარშეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ყველაფერი მაიონეზს აურიეთ, მარილი მოაყარეთ და ნებისმიერი მწვანილი დაუმატეთ.

7. სახეხზე 200 გრ ლორი და 200 გრ ხმელი ყველი გახეხეთ. 2 კიტრი თხელ ფენებად დაჭერით. ლავაშს მაიონეზი წაუსვით და ფენებად დააწყვეთ ლორი, ყველი და კიტრი.

8. სახეხზე 1 სტაფილო და 2 კიტრი გახეხეთ. მაიონეზს აურიეთ. პომიდორი  ნახევარ რგოლებად დაჭერით. ლავაშზე სტაფილო-კიტრის ნარევი მოათავსეთ და ზემოდან პომიდვრის ნაჭრები დააწყვეთ.

9. ბადრიჯანი გათალეთ და 0,5 სმ სისქეზე დაჭერით. მარილი მოაყარეთ და 20 წუთით გააჩერეთ, რომ სიმწარე გაუვიდეს. გამდინარე წყალში გარეცხეთ, ქაღალდით გაამშრალეთ და ორივე მხრიდან მცენარეულ ზეთში შეწვით.

ლავაშის ფენას შემწვარი ბადრიჯანი დაადეთ და ზემოდან არაჟანი წაუსვით. არაჟანს ზემოდან რგოლებად დაჭრილი პომიდორი დაადეთ. სურვილის მიხედვით ნიორი დაუმატეთ.

10. სახეხზე 3 მარილიანი კიტრი და 3 მოხარშული კარტოფილი გახეხეთ. ბოსტნეული შებოლილ ქათმის ფილეს, მწვანე ბარდას და მაიონეზს აურიეთ.

11.მსხვილ სახეხზე 200 გრ სულგუნი გახეხეთ. 2 მოხარშული კვერცხი, კამა და ქინძი დაამატეთ. ეს შიგთავსი ლავაშის კონვერტში გაახვიეთ და ტაფაზე ან გრილში შეწვით.

12.ხახვი და 200 გრ ქამა სოკო მცენარეულ ზეთში შეწვით. გააგრილეთ და 100 გრ ხმელი ყველი და კამა დაუმატეთ.

13.ლავაშის ფენას რბილი მდნარი ყველი წაუსვით. ზემოდან სალათის ფურცლები ან პეკინის კომბოსტო დაადეთ. კუთხეში მოათავსეთ ნახევარი ქილა დაკონსერვებული ორაგული, შუაგულში გახეხილი ყველი, მეორე უკიდურეს კუთეში – დაჭრილი კიბორჩხალის ჩხირები.

14.საუზმის შესანიშნავი ვარიანტი – ტკბილი რულეტი ლავაშისგან. შიგთავსის სახით გამოდგება რბილი ხაჭო და ნებისმიერი ხილი ან ჯემი. ხრაშუნა რულეტი რომ გამოგივიდეთ, ორივე მხრიდან მშრალ ტაფაზე შეწვით.

გემრიელი და ნოყიერი კერძი გამოგივათ, თუ ხორციანი შიგთავსის მქონე ლავაშის რულეტს ღუმელში გამოაცხობთ.

ლავაშის რულეტი ღუმელში

ინგრედიენტები:

  • 4 ლავაში
  • 1 კგ ხორცის ფარში
  • 400 გრ ხმელი ყველი
  • 3 კვერცხი
  • 8 პომიდორი
  • ახალი მწვანილი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1. ფარში ტაფაზე მომზადებამდე შეწვით. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ. პომიდორი რგოლებად დაჭერით.

2. ლავაშის ფენაზე გაგრილებული ფარში, გახეხილი ყველი და პომიდორი მოათავსეთ. დაქუცმაცებული მწვანილი მოაყარეთ.

3. მცენარეულ ზეთ წასმულ ტაფაზე რულეტები დააწყვეთ. ყველა მხრიდან კვერცხი კარგად წაუსვით. დარჩენილი კვერცხის მასა რულეტს დაასხით.

4. რულეტი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთით აცხვეთ.

5. ბოლომდე გაგრილებული რულეტი პორციებად დაჭერით და სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.